პარასკევი, 03.05.2024, 11:14
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

"ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, როგორ მოძრაობენ ადამიანები. საინტერესო ისაა - რა ამოძრავებთ მათ" - პინა ბაუში

დაიბადა 1940 წლის 27 ივლისს, ზოლინგში, პატარა რესტორნის მეპატრონის ოჯახში. გარდაიცვალა 2009 წლის 30 ივნისის დილას. ერთი კვირით ადრე კიბო აღმოაჩნდა.

ცეკვის გერმანელი დედოფალი 1955 წელს ესენში (გერმანია) ფოლკვანგის უმაღლესი სკოლის ცეკვის განყოფილებაზე ჩაირიცხა. სწავლობდა ნიუ-იორკის ჟულიარდის სკოლაშიც, ცეკვავდა "ახალ ამერიკულ ბალეტში" და მეტროპოლიტენ-ოპერაში. 1971 წლიდან ქორეოგრაფად მუშაობდა ვუპერტალში. მეთაურობდა ცეკვის განყოფილებას  ფოლკვანგის უმაღლეს სკოლაში. დააარსა "ცეკვის თეატრი ვუპერტალი" (Tanztheater Wuppertal) - გერმანიის ეროვნული საგანძური.

5 წლიდან ცეკვავდა. კრიტიკულ სტატიებში, ისინი, ვისაც მაინცდამაინც არ უყვარდა პინა, წერდნენ, რომ ის "ყველა საგანში ფრიადოსანი იყო და ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2318 | Added by: NaTia | Date: 18.02.2011

გერმანელი ხალხისათვის ლუთერი არის განათლების, მუსიკის რეფორმატორი, მათ შორის, პროტესტანტული გალობისა. განსაკუთრებით დიდია მისი დამსახურება საერთო გერმანული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების საქმეში, რაც ბიბლიის გერმანულ ენაზე თარგმნით დაიწყო. 

1546 წლის 18 თებერვალს გარდაიცვალა მარტინ ლუთერი. ადამიანი, რომელმაც შეცვალა გერმანია, ევროპა და მთელი დასავლური სამყარო.

ყოველი ისტორიული პიროვნების ცხოვრებისა და საქმიანობის შეფასების მთავარი კრიტერიუმი, მისი იდეების ზეგავლენაა ადამიანებზე. თუ ადამიანები მისით საუკუნეების მერეც აღფრთოვანდებიან, თუ ადამიანები მის იდეებს საუკუნეების მერეც მისდევენ, მაშასადამე, მას დიდი ღვაწლი მიუძღვის მათ წინაშე. 

ადამიანის მოღვაწეობის განხილვა თუ შეფასება აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ადამიანი ცხოვრების გარემოს გათვალისწინებით. ამას ისტორიზმის პრინციპი შეიძლება ვუწოდოთ. ასე მაგალითად, არ შეიძლება ალექსანდრე მაკედონელის მოქმედებების განსჯა თანამედროვე მსოფლიოში ან მის რომელიმე ნაწილში გაბატონებული რწმენა-წარმოდგენების შესაბამისად. უფრო გასაგებად – არ შეიძლება, მაგალითად, მართლმადიდებელი წმინდანები შეაფასონ რადიკალმა ისლამისტებმა, მართლმადიდებლობისადმი, წინასწარ, უარყოფითად განწყობილებმა და ა. შ.. 

ცნობილი ადამიანების ცხოვრების შეფასებისას თავი უნდა შევიკავოთ, როგორც მათი კრიტიკისაგან, ისე გაიდეალებისაგან და მაშინ ობიექტურები ვიქნებით და ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1049 | Added by: NaTia | Date: 18.02.2011

ქართულმა საექსპედიციო ჯგუფმა დღეს ტაო-კლარჯეთში იშხნის ტაძარი დაათვალიერა. ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა და დელეგაციაში მყოფმა ექსპერტებმა ტაძრის შემდგომი რეაბილიტაციისთვის ფოტოაღწერა და მოკვლევა ჩაატარეს. იშხნის ტაძარს დღეს მხოლოდ გუმბათიღა აქვს შემორჩენილი და გარშემო თითქმის ყველა კედელი მონგრეული აქვს. 

ტაძარში თითქმის აღარ არსებობს ფერწერა. დაზიანებულია ყველა ფრესკა. ფრესკული მოხატულობა სანახევროიდ არის შემორჩენილი გუმბათის შიდა ნაწილზე, თუმცა გუმბათიც სავალალო მდგომარეობაშია. 

ექსპერტების თქმით, დაზიანებული ფრესკების აღდგენა რთული იქნება, რადგან უსახურვო ტაძარში წვიმების დროს სულ ჩამოირეცხა.

როგორც ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა აღნიშნა, იშხანს აშენების შემდეგ არავინ შეხებია და ამიტომაც არის დღეს ასეთ სავალალო მდგომარეობაში. გარდა უნიკალური არქიტექტურისა, ტაძარს უნიკალური ფერწერაც ჰქონდა, რომელიც განადგურდა და დღეს შემორჩენილი ფრაგმენტების დაკარგვის დაშვება არ შეიძლება. 

"ამ არქიტექტურული ძეგელების დანგრევა და განადგურება არაფრით არ შეიძლება, ეს იქნება მხოლოდ ქართულის კი არა, ზოგადსაკაცობრიო კულტურის გაღარიბება. არ შეიძლება აქ რამე გაუარესდეს და დაზიანდეს. ყველაფერი უნდა გაკეთედეს მათ გადასარჩენად და აღსადგენად”,_აღნიშნა იშხნის ტაძარში მყოფმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა. 

ექსპერტის პაატა ხიმშიაშვილის თქმით კი, იშხნის ტაძრის ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1023 | Added by: NaTia | Date: 18.02.2011

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი, პარლამენტის დროებითი კომისია, 22 თებერვლის პლენარული სხდომისთვის ემზადება. კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია, კომისიის დასკვნის შთამბეჭდავად წარსადგენად ,,ფაციფუცობს’’. რატომღაც ჟურნალისტებს ერიდება, შიშობს, კომისიის მუშაობის დასკვნის შინაარსი არ წამოცდეს. 

"პრესა.ჯი”-მ კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, ინტერვიუს ჩაწერის თხოვნით, კონსტანტინე გამსახურდიას რამდენიმე დღის წინ მიმართა, რაზეც მისი თანხმობა მიიღო. თუმცა, დღეს, ინტერვიუს ჩაწერა რომ მოვინდომეთ, კოკო გამსახურდიამ ინტერვიუზე ცივი უარი განგვიცხადა. 

,,ინტერვიუს ვერ მოგცემთ, სხდომას დაელოდეთ. ექსკლუზიურ მასალებს ვერ გეტყვით’’, - აღნიშნა დეპუტატმა. ,,ვინც ჩემთან კითხვებს გაბარებთ, გადაეცით, რომ გაისეირნონ’’, - მოგვმართა გამსახურდამ და ჩვენც მეტი რა გზა გვქონდა მისი კაბინეტი დავტოვეთ. 

სამწუხაროა, რომ კომისიის ,,სენსაციური’’ მასალების შესახებ წინასწარ ვერ გამცნობთ, თუმცა ,,აღდგომა და ხვალეო’’. ვნახავთ კომისიის ,,ექსკლუზიურ'' მასალებს’’ მომავალი საპარლამენტო კვირის სამშაბათს. კომისია, დასკვნის წარდგენის შემდეგ მუშაობასაც დაასრულებს და იმედია, პარლამენტს ზედმეტი ხარჯიც ჩამოშორდება. რადგან, კონსტანტინე გამსახურდიას სადეპუტატო მანდატი უდრის: ,,პაჯერო’’ + 2600 ლარი (საშუალო ხელფასი) + წარმომა ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1011 | Added by: NaTia | Date: 18.02.2011

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც ჩვენს შეხედულებას სმაზე და მსმელ ერებზე თავდაყირა აყენებს. თუ აქამდე გვეგონა, რომ ქართველები ყველაზე მსმელი ერი ვიყავით და მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობით მხოლოდ რუსები გვისწრებდნენ და ისიც, მაგარი სასმელების კუთხით „(ყოველ შემთხვევაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში), აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტ ალკოჰოლურ სასმელს მოლდოველები სვამენ. 

ევროპის სამხრეთ–აღმოსავლეთში მდებარე ამ ქვეყნის მოქალაქეები წელიწადში, საშუალოდ, 18,22 ლიტრ ალკოჰოლურ პროდუქციას სვამენ, რაც სამჯერ მეტია იმ გლობალურ მაჩვენებელზე, რომელიც მსოფლიოში ადამიანის მიერ მოხმარებული ალკოჰოლის საშუალო წლიურ მაჩვენებელს აღნიშნავს, ანუ 6,1 ლიტრზე.

„ყველაზე მსმელი" ქვეყნების რეიტინგში მომდევნო ადგილები ასე გადანაწილდა: 

ჩეხეთი – 16,45 ლ; 

უნგრეთი – 16, 27 ლ; 

რუსეთი – 15,76 ლ;

უკრაინა – 15,6 ლ;

ესტონეთი – 15,57 ლ;

ანდორა – 15,48 ლ;

რუმინეთი – 15,3 ლ;

სლოვენია – 15,19 ლ;

ბელორუსი – 15,13 ლ;

დიდი ბრიტანეთი – 13, 37ლ. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგა ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1016 | Added by: NaTia | Date: 18.02.2011

« 1 2 3 4 5 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები