ოთხშაბათი, 08.05.2024, 23:03
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ახალი ამბები

აშშ-ში,  ვაშინგტონის შტატში, კინგის ოლქში პოლიციამ 65 წლის, უჩვეულოდ თავაზიანი მძარცველი, გრეგორ ჰესი დააკავა. ამ მძარცველთან დაკავშირებული დეტალების გაცნობის შემდეგ „პრესა.ჯი"-მ ამერიკულ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მასალების მიხედვით ყველაზე უცნაური დანაშაულების აღწერა მოიძია და დღეს 10 ყველაზე უცნაურ დანაშაულსაც შემოგთავაზებთ.

 

"ასოშიეტედ პრესის" ცნობით, მამაკაცმა ბოლოს სიეტლში ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური გაძარცვა. ძარცვა ფრიად უცნაური ფორმით მოხდა: მამაკაცი სადგურთან მდებარე მარკეტში შევიდა, ფინჯანი ყავა მიირთვა, შემდეგ კი ჯიბიდან პისტოლეტი ამოიღო და გამყიდველს სთხოვა, სალაროში ჩადებული ფული მისთვის სრულად გადმოეცა. მან გამყიდველს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თუ შეიძლება, კეთილი ინებეთ და რაც სალაროში ფულია, დახლზე დააწყვეთ, გეთაყვა". გამყიდველის შეკითხვას, თუ რატომ უნდა მოქცეულიყო ასე, მამაკაცმა ასევე თავაზიანად უპასუხა: „მე თქვენ უნდა გაგძარცვოთ, სერ!".

... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 968 | Added by: NaTia | Date: 13.02.2011

სოჭის ნაპირებთან კატასტროფა დაატყდა თავს ტვირთმზიდ „ბესექთაჟს", რომლის კორპუსი რამდენიმე მეტრის სიმაღლის ტალღამ ორად გააპო.

 

კატასტროფა, „ინტერფაქსის" ცნობით, მოსკოვის დროით დილის 6 საათზე მოხდა. სოჭის პორტში რეიდზე მდგარი გემის კიჩო ტალღის დარტყმის შემდეგ ნაწილებად დაიშალა. გემის წინა ნაწილი ქალაქის ნაპირიდან 300 მეტრში იძირება, ხოლო შუა ნაწილი ზღვამ ნაპირზე გამორიყა.

 

კატასტროფის დროს ხომალდზე სულ ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა - საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები. სამაშველო სამსახურმა 10 მათგანის ევაკუირება კატასტროფიდან რამდენიმე წუთში, გემის ჩაძირვამდე შესძლო, ხოლო კიდევ 2 ადამიანის ბედი ჯერჯერობით უცნობია.

... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1039 | Added by: NaTia | Date: 13.02.2011

მასალა: ერთი კილოგრამი მოცვი, 4 ლიტრი წყალი, 5 ფინჯანი შაქარი, 50 გრამი საფუარი მოცვი გავრეცხოთ, გავწუროთ, მიღებული წვენი ცოტა ხანი გავაჩეროთ. გაწურვის შედეგად მიღებული ნარჩენები არ გადავყაროთ, დავამატოთ წყალი და ვადუღოთ იქამდე, ვიდრე წყალი წითელ შეფერილობას არ მიიღებს.

 ეს მასა გაციების შემდეგ გავწუროთ რამდენიმე ფენა დოლბანდში, ემალირებული ან კერამიკულ ჭურჭელში. დავამატოთ გადანახული წვენი, შაქარი და მცირე რაოდენობით საფუარი. ყველაფერი კარგად ავურიოთ და დავტოვოთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ჩავასხათ ბოთლებში, თავი კარგად დავუცოთ და შევინახოთ გრილ ადგილას.
Category: ახალი ამბები | Views: 1028 | Added by: NaTia | Date: 13.02.2011

საქართველოში, რუსი, ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, გერმანელი, თურქი, ესტონელი და ამერიკელი ექსპერტები ერთ მაგიდასთან დასხდნენ. 

ექსპერტების შეკრების მიზანი, სასტუმრო „ამბასადორში" გამართული კონფერენციაა თემაზე - „მოდერნიზაცია რუსეთში - მისი გავლენა და პერსპექტივები რეგიონზე". 

კონფერენციის ინიციატორები არიან, რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი და სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი, მხარდამჭერი კი ფრიდრიხ ებერტის ფონდი. 

კონფერენციის მომხსენებლებს შორის არიან - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსანი ტობი გატი, მოსკოვის კარნეგის ცენტრის წამყვანი ექსპერტები ნიკოლაი პეტროვი და ანდრეი რიაბოვი, რუსეთის პრეზიდენტის საზოგადოებრივი საბჭოს წევრი, პოლიტილოგი დიმიტრი არეშკინი.

ისინი მოისმენენ მოხსენებებს რუსეთში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოსა და კავკასიის რეგიონზე და მის სავარაუდო გავლენაზე. მოხსენებებით გამოვლენ, კარნეგის ცენტრის ექსპერტები ანდრეი რიაბოვი - „რუსეთი პოსტ-კრიზისულ სამყაროში - პასუხები ახალ გამოწვევებზე"; ნიკოლაი პეტროვი - „მოდერნიზაცია რუსეთში - რეგიონული განზომილება"; პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი თემაზე - „რუსეთის მოდერნიზაცია – დაწევიდან სიმულაციამდე". 

ბოლო პერიოდში რუსეთში ბევრს საუბრობენ ქვეყნის მოდერნიზაციის აუცილებლობაზე და ამ საკითხის მიმართ მსოფლიოში დიდი ინტერესია. ექსპერტების თქმით, დღევანდელი ფო ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1005 | Added by: NaTia | Date: 13.02.2011

საჩივრების ანალიზის შედეგად, საჯარო რეესტრმა გაარკვია, რომ 1000-ზე  მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი, მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთს ვერ იკანონდებდა. შეფერხების მიზეზი სავალდებულო დოკუმენტების არასრულად წარდგენა იყო. რეგისტრაციის პროცედურის გამარტივების მიზნით, მოქმედ კანონმდებლობაში შესწორებები შევიდა და გასული თვიდან  დაინტერესებულ პირებს უფლება მიენიჭათ მიწა ალტერნატიული დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე  დაიკანონონ. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით, მიწის ნაკვეთების დაკანონების ვადა განსაზღრულია, კერძოდ ეს პროცესი დაიწყო მიმდინარე წლის 20 იანვრიდან და 1 ივლისამდე გაგრძელდება. საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ თუ ამ პერიოდში მეწარმემ, ან ფიზიკურმა პირმა არ გამოიჩინა ინიციატივა მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად, მაშინ აღნიშნული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადავა.

როგორია გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურა? საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურის უფროსის იაგო ხვიჩიას განმარტებით: გარდა აქამდე არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა (ამონაწერი საკომლო წიგნიდან, მებაღის წიგნაკი, მიწის რეფორმის კომისიის მიერ დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 2075 | Added by: NaTia | Date: 13.02.2011

« 1 2 3 4 5 ... 70 71 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები