ორშაბათი, 20.05.2024, 01:33
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ახალი ამბები
Category: ახალი ამბები | Views: 1004 | Added by: NaTia | Date: 13.02.2011

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2015 წლისთვის ექსპორტის გაორმაგებას ვარაუდობს. პრეზიდენტი ეკონომიკის გრძელვადიანი დაცვის გარანტიების შესაქმნელად ეროვნული წარმოების განვითარებასა და ექსპორტის ბალანსის გამოსწორებას ასახელებს.

"საქართველოს ეკონომიკაში მონოპოლიური საშუალების პროდუქციაზე ფასების მანიპულაციები აღკვეთილია. ჩვენი ეკონომიკის გრძელვადიანი დაცვის გარანტიების შესაქმნელად აუცილებელი ელემენტია ეროვნული წარმოების განვითარება, ექსპორტის ბალანსის გამოსწორება. ამიტომ ნავთობგასამართი ქარხანა, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის 13-14 პროცენტია ჩვენი იმპორტის და ეს შეცვლის ამ ბალანსს. ტურიზმი სეროოზულად ცვლის ამ ბალანსს და გამოვიდა ისე, რომ ეროვნული ვალუტა ძალიან მყარად დაფიქსირდა. ხალხი ჩამოდის საქართველოში, ამავე მიზნით ქართული პროდუქციის ახალი საერთაშორისო ბაზრები უნდა გაიხსნას. საჭიროა პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება. მაგრამ ჯერ ვითარება არის ძალიან შორს დამაკმაყოფილებლისგან. ჩვენი ამოცანაა, მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჰქონდეს გაფორმებული ევროკავშირთან და იმედი მაქვს - ამერიკასთან. 2015 წლისთვის გაორმაგებული უნდა იყოს ჩვენი ექსპორტი. ნომინალური შიდა პროდუქტიც შესაბამისად უნდა გაორმაგდეს. საექსპორტო სექტორში დასაქმებული ჩვენი თანამოქალაქეების რაოდენობაც უნდა გაორმაგდეს", - განაცხადა სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას.

პრეზიდ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 999 | Added by: NaTia | Date: 13.02.2011

რესტორნების ნაწილმა სურსათის გაძვირების მიზეზით ფასები გაზარდა. თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორან "წისქვილში” აცხადებენ, რომ ფასის მატება გარდაუვალი იყო და გაძვირება საშუალოდ 10%–ის ფარგლებშია.

მენეჯმენტის თქმითვე, ფასის მატებამ გარკვეულწილად მომხმარებლის შემცირება გამოიწვია. ფასები გაზარდეს, თუმცა პროცენტული მაჩვენებლის დასახელება უჭირთ რესტორნების ქსელ "თაღლაურაში”.

რძის პროდუქტების გაძვირების გამო პროდუქციაზე ფასები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაზარდა "მაჭახელას” ქსელმა. მენეჯმენტის თქმით, ფასების მატება აგვისტო-სექტემბერში მოუხდათ, რამაც მომხმარებლის 15%–იანი შემცირება მოახდინა. თუმცა დღეს ფასების კიდევ უფრო ზრდა დაგეგმილი არ არის.

Category: ახალი ამბები | Views: 992 | Added by: NaTia | Date: 13.02.2011

6 თებერვალს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტის დროს ლონდონში ქართველი მაღალჩინოსნების შვილებს შორის ინციდენტი მოხდა. 
    
როგორც "პირwელს" ლონდონიდან სარწმუნო წყარომ აცნობა, ქართველებს შორის ინციდენტი ლონდონის იმ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც უწმინდესი და უნეტარესი წირვას აღავლენდა. 

"წირვის დროს, რომელსაც 1000-მდე ქართველი ესწრებოდა, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ვაჟი შალვა ადეიშვილი და "შავნაბადას" ბატალიონის ერთ-ერთი მეთაურის, გენერალ რევაზ ბეჟაშვილის შვილი გიორგი ბეჟაშვილი დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, მათ შორის შელაპარაკება პულიტიკური მოტივით დაიწყო. გიორგი ბეჟაშვილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ექს-მინისტრ თენგიზ გაზდელიანის შვილიშვილი გიგა გაზდელიანი გამოექომაგა, რის შედეგადაც შალვა ადეიშვილი სასტიკად იქნა ნაცემი და მისთვის პირველადი დახმარების ჩატარება გახდა საჭირო. ჩხუბის შეწყვეტა ახლომდებარე ტერიტორიაზე მყოფმა ახალგაზრდებმა მოახერხეს" - აცხადებს წყარო.
Category: ახალი ამბები | Views: 1029 | Added by: NaTia | Date: 13.02.2011

2010 წელს რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლების თითქმის ნახევარი ნავთობისა და გაზის სექტორმა უზრუნველყო. ამის შესახებ ფედერაციის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა. წინასწარი მონაცემებით, ნავთობმა და გაზმა ქვეყნის 8,3 ტრილიონიან ბიუჯეტს 4,1 ტრილიონი რუბლი მოუტანა.

პუტინის განცხადებითვე, გასული წელი რუსეთისთვის ნავთობის მოპოვების კუთხით რეკორდული იყო – პირველად ქვეყნის უახლეს ისტორიაში წლიურმა მოპოვებამ 500 მილიონ ტონას გადააჭარბა, ხოლო ნედლეულის ბაზარზე არსებულმა ხელსაყრელმა კონკუნქტურამ ამ სფეროს შემოსავლები 38%–ით გაზარდა. 

ასევე გაიზარდა გაზის მოპოვება და მისგან მიღებული ექსპორტი. თუმცა სოციალური ვალდებულებებისა და სხვა საბიუჯეტო ხარჯების მატებამ ეს დადებითი ეფექტი გადაფარა.

Category: ახალი ამბები | Views: 998 | Added by: NaTia | Date: 13.02.2011

« 1 2 3 4 5 6 ... 70 71 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები