|
|
მთავარი » ენციკლოპედია
ჰექტორ ბერლიოზი. ლუი ჰექტორ ბერლიოზი (დ. 11 დეკემბერი, 1803 — გ. 8 მარტი, 1869) იყო ფრანგი კომპოზიტორი და დირიჟორი. ცნობილია, როგორც „ფანტასტიკური სიმფონიის" და „რექვიემის" ავტორი. ბერლიოზმა დიდი წვლილი შეიტანა ორკესტრის ჩამოყალიბებაში იმ სახით, როგორითაც ის დღესაა ცნობილი, როდესაც დაწერა „სახელმძღვანელო ორკესტრისათვის". მისი მუსიკალური ნაწარმოებების შესასრულებლად ზოგჯერ 1000 მუსიკოსსაც კი იწვევდნენ. ამავდროულად, ბერლიოზმა დაახლოებით 50 საფორტეპიანო ნაწარმოები შექმნა სოლო მომღერლისთვის.

ბავშვობა. 9 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ კოტ-სენტ-ანდრეაში დაიბადა ჰექტორ ლუი ბერლიოზი. დაიბადა ექიმი ფიზიკოსის ოჯახში. მამა ათეისტი ჰყავდა, ხოლო დედა - კათოლიკი. 6 წლის ჰექტორი წაიყვანეს ამავე ქალაქის სახელობის სკოლაში, მაგრამ მომავალ კომპოზიტორს აქ დიდხანს დარჩენა არ მოუწია, რადგან 1811 წელს, იმპერატორის ბრძანებით დაიხურა სასწავლებელი. მამამ არ იცოდა, ვისთან წაეყვანა შვილი სასწავლებლად, რადგან იმ დროს კოტ-სენტ-ანდრეაში აღარ დარჩა არც ერთი მასწავლებელი. ექიმ ბერლიოზს უყვარდა ლიტერატურა. მან ბავშვის აღზრდა თავის თავზე აიღო. მამამ გააცნო პატარა ჰექტორს ძველი ლიტერატურა და ენები, პოეზია, ისტორია და გეოგრ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ჯუზეპე ვერდი. ჯუზეპე ფორტუნინო ფრანჩესკო ვერდი (Giuseppe Fortunino Francesco Verdi) (10 ოქტომბერი, 1813 – 27 იანვარი, 1901) — იტალიელი კომპოზიტორი; მე-19 საუკუნის იტალიური ოპერის ყველაზე გავლენიანი ხელოვანი. მისი ნამუშევრები ხშირად იდგმება მსოფლიოს ყველა საოპერო თეატრში.

პირველი ცდები კომპოზიციაში 1828 განეკუთვნება (უვერტიურები, მარშები სასულე ორკესტრისთვის, საფორტეპიანო პიესები). 1833 ვერდი ქალაქის სასულე ორკესტრის დირიჟორია, 1836 წელს ხელმძღვანელობს ფილარმონიულ საზ-ბას ბუსეტოში. 1839 მილანში დაიდგა ვერდის პირველი ოპერა "ობერტო, გრაფი ბონიფაჩო", რომელიც საზოგადოებამ თბილად მიიღო. 1840 ოპერა "მეფე ერთი საათით ანუ ცრუსტანისლავის" წარუმატებელი დადგმის შემდეგ ვერდიმ ზედიზედ დაწერა ორი ოპერა - "ნაბუკო" ("ნაბუქუდონოსორი", 1841, დაიდგა 1842) და "ლომბარდიელები ჯვაროსნულ ლაშქრობაში" (1842, დაიდგა 1843, ფრანგ. რედაქცია "იერუსალიმი", 1847). ჰეროიკულ-რევ. პათოსით გამსჭვალულ ოპერებს იტალიაში აღტაცებით შეხვდნენ, ხშირად ოპერის შემდეგ იმართებოდა პოლიტიკური მანიფესტაციები. 1842-49 ვერდიმ ცამეტი ოპერა დაწერა, მ.შ. "ერნანი" (1844), "ატილა" (1846), "მაკბეთი" (1847), "ლუიზა მილერი" (1849). ვერდის პატრიოტულმა განწყობილებებმა გამოხატულება ჰპოვა 1848 დაწერილ ჰიმნში "იჟღერე საყვირო" (გ. მამელის ტექსტზე). ვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი. 
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (Ludwig van Beethoven; სავარაუდოდ *16 დეკემბერი, 1770, ბონი; მოუნათლავთ 17 დეკემბერი, 1770, ბონი ― † 26 მარტი, 1827, ვენა) გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და დირიჟორი. ადრეული ბიოგრაფია.
ბეთჰოვენი დაიბადა 1770 წლის 17 დეკემბერს ფლამანდური წარმოშობის კარის მუსიკოსის (მომღერლის) ოჯახში. ადრე ისწავლა კლავესინზე, ორგანზე, ვიოლინოსა და სხვა საკრავებზე დაკვრა და სწორედ ამიტომ მამამისმა გადაწყვიტა რომ მისგან მეორე მოცარტი გამოეყვანა და ამიტომ ბეთჰოვენს აძალებდა დღე და ღამე ურთულესი სავარჯიშოები შეესრულებინა.1781-იდან მუსიკაში მეცადინეობდა ცნობილი კომპოზიტორისა და ორგანისტის კ. ნეფეს ხელმძღვანელობით. პირველი ნაწარმოები შექმნა 1782 (ვარიაციები კლავირისათვის ე. დრესლერის მარშის თემებზე). 1787 ახალგაზრდა ბეთჰოვენი ეწვია ვენას, სადაც ცოტა ხანს მოცარტთან მეცადინეობდა. 1789 ისმენდა ფილოსოფიის ლექციებს ბონის უნივერსიტეტში. 1792-იდან კი სამუდამოდ დასახლდა ვენაში. აქ კომპოზიციის ოსტატობას სრულყოფდა ი. ჰაიდნის ხელმძღვანელობით. მისი მასწავლებლები იყვნენ აგრეთვე ი. ალბრეხრსბერგერი და ა. სალიერი. ბეთჰოვენმა მალე მოიპოვა აღიარება როგორც ვენის საუკეთესო პიანისტმა და კომპოზიტორმა.
...
კითხვის გაგრძელება »
|
ეჟენ დელაკრუა. 
ფერდიანან ვიქტორ ეჟენ დელაკრუა (ფრანგ. Ferdinand Victor Eugène Delacroix) (*26 აპრილი 1798 — 13 აგვისტო 1863) — ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი. ფრანგული რომანტიზმის ფუძემდებელი. ბავშვობა და სიყმაწვილე.
ეჟენ დელაკრუა დაიბადა პარიზის გარეუბანში 1798 წლის 26 აპრილს. ოფიციალურად მის მამად ითვლება საშუალო რანგის ჩინოვნიკი შარლ დელაკრუა, თუმცა დადიოდა ჯიუტი ხმები, რომ სინამდვილეში ეჟენი ყოვლისშემძლე ტალეირანის უკანონო შვილი იყო.
|
ალექსანდრე პუშკინი. ალექსანდრე პუშკინი Александр Пушкин

ალექსანდრე პუშკინის პორტრეტი.
ფსევდონიმი ივანე პეტრეს ძე ბელკინი Иван Петрович Белкин საქმიანობა პოეტი, მწერალი, დრამატურგი დაიბადა 26 მაისი (6 ივნისი) 1799 მოსკოვი, რუსეთი გარდაიცვალა 29 იანვარი (10 თებერვალი) 1837 პეტერბურგი, რუსეთი ეროვნება რუსი მიმდინარეობა რომანტიზმი, რეალიზმი პერიოდი 1813-1837
გავლენა მოახდინეს.
ალექსანდრე სერგეის ძე პუშკინი ( რუს. Алекса́ндр Серге́евич Пу́шкин) (დ. 26 მაისი/6 ივნისი, 1799, მოსკოვი ― გ. 29 იანვარი/10 თებერვალი, 1837, პეტერბურგი), რუსი მწერალი, ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებელი.სექციების სია [დამალვა]
ბიოგრაფია .
ალექსანდრეს მამა, იმხანად გაღარიბებული აზნაური, სერგეი ლევის ძე ძველი სახელოვანი საგვარეულოს წარმომადგენელი იყო; დედა - ნადეჟდა ოსიპის ასული - პეტრე I-ის აღზრდილის, აბრამ ჰანიბალის შვილიშვილი.
1811 პუშკინი შევიდა ცარსკოე-სელოს ახლად გახსნილ ლიცეუმში. პუშკინის რევოლუციური-პატრიოტული მისწრაფებათა ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მისმა მეგობრობამ ჩაადაევთან, პ. კავერინთან და ჰუსართა პოლკის სხვა ოფიცრებთან, რომლებიც 1812 სამამულო ომის დამთავრების შემდეგ დაბანაკებული იყვნენ ცარსკოე-სელო
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 78 79 80 81 82 ... 173 174 » |
|
კალენდარი
| « მაისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | 1 | 2 | 3 | | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|