|
|
მთავარი » ენციკლოპედია
ნიკოლოზ ბარათაშვილი. ნიკოლოზ (ტატო) მელიტონის ძე ბარათაშვილი (დ. 4 დეკემბერი, 1817, თბილისი – გ. 21 ოქტომბერი, 1845, განჯა, აზერბაიჯანი) - ქართველი პოეტი.

ნიკოლოზ ბარათაშვილი ლადო გუდიაშვილის წარმოსახვით. ბიოგრაფია.

ეკატერინე დადიანი - ბარათაშვილის უიღბლო სიყვარულის კერპი. დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმი
...
კითხვის გაგრძელება »
|
ალექსანდრე ჭავჭავაძე. ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე (* 1786; გ. 1846; პეტერბურგი) - ქართველი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი.

ალექსანდრე ჭავჭავაძე.
ბიოგრაფია.
ალექსანდრე დაიბადა 1786 წ. პეტერბურგში. 9 წლის ალექსანდრე მიაბარეს ბამანის პანსიონში, სადაც 1799 წლამდე დაჰყო. აქ მან შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. 1799 წ. 10 აგვისტოს გარსევან ჭავჭავაძემ და კოვალენსკიმ იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი სამეფო გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები წამოიღეს და ჩამოვიდნენ თბილისს გიორგი XII–ის მეფედ კურთხევაზე დასაწრებლად. გარსევანმა ოჯახიც თან ჩამოიყვანა. მომავალი პოეტი თბილისში დარჩა და მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა სწავლას.
1804 წ. 17 იანვარს გ. ჭავჭავაძემ იმპერატორს წარუდგინა თხოვნა თავისი ვაჟიშვილის კამერპაჟად ჩარიცხვის შესახებ, რაც დაკმაყოფილებულ იქნა იმავე წლის 3 სექტემბერს. მაგრამ სწორედ ამ დროს ცარიზმის მოხელეთა აღვირახსნილობის გამო არაგვის ხეობის ქართველ მთიელთა აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებასთან დაკავშირებული იყვნენ ფარნაოზი და სხვა ბატონიშვილები.
1804 წ. 14 სექტემბერს თავისუფლების სულით გამსჭვალული 18 წლის
...
კითხვის გაგრძელება »
|
ალფრედ დე მიუსე. ლფრედ დე მიუსე Louis Charles Alfred de Musset
საქმიანობა მწერალი, პოეტი, დრამატურგი დაიბადა 11 დეკემბერი, 1810 საფრანგეთი, პარიზი გარდაიცვალა 2 მაისი, 1857 საფრანგეთი, პარიზი ეროვნება ფრანგი მიმდინარეობა რომანტიზმი ჟანრი პოეზია, ნოველა, პიესა Magnum opus „On ne badine pas avec l'amour", „Lorenzaccio", „Les Caprices de Marianne", „La Confession d'un enfant du siècle".
ლუი შარლ ალფრედ დე მიუსე (Louis Charles Alfred de Musset; დ. 11 დეკემბერი, 1810, პარიზი — გ. 2 მაისი, 1857, პარიზი), ფრანგი მწერალი, პოეტი და დრამატურგი, გვიანდელი რომანტიზმის წარმომადგენელი.
ალფრედ დე მიუსე შეძლებულ და განათლებულ ოჯახს ეკუთვნოდა. მისი ბაბუა პოეტი იყო, მამა კი — ლიტერატორი, ჟან-ჟაკ რუსოს სპეციალისტი, რომლის ნაწარმოებებიც თავად გამოსცა. აქედან გამომდინარე, რუსოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მომავალ მწერალზეც. ალფრედის ნათლიაც, მიუსე დე კონიერი, რომლის მამულშიც ხშირად ატარებდა არდადეგებს, მწერალი იყო.
18 წლის ასაკში ალფრედი ჰენრი IV-ს კოლეჯში შედის, სადაც დღესაც არსებობს პოეტის ქანდაკება. 1827 წელს მან კოლეჯში ჩატარებულ, ლათინური წერის კონკურსში გაიმარჯვა. ვიქტორ ჰიუგოს სიძის, პოლ ფუშეს დახმარებით, ალფრედ დე მიუსე 17 წლიდან შარლ ნოდიეს სალონის, „სენაკლის" ხშირი სტუმარი იყო. აქ გაიცნო შარლ ოგიუსტენ სენტ-ბევი და ალფ
...
კითხვის გაგრძელება »
|

ალექსანდრე დიუმა (უფროსი). ალექსანდრე დიუმა (უფროსი) (ფრანგ. Alexandre Dumas, père) (დ. 24 ივლისი, 1802, ვილიე-კოტრე — გ. 5 დეკემბერი, 1870, პიუი) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი, ალექსანდრე დიუმას მამა.
ალექსანდრე დიუმას ბაბუა მარკიზი ანტუან-ალექსანდრე დავი დე ლა პეიეტერი საფრანგეთის კოლონია ჰაიტიზე არტილერიის გენერლის წოდებით მსახურობდა. ჰაიტიზე იგი დაქორწინდა ზანგ მონა ქალზე მარი-კესეტ დიუმაზე, რომელმაც 1762 წელს ქვეყანას მოავლინა მომავალი მწერლის მამა, თომა-ალექსანდრე.
მარკიზს არ გასჭირვებია მულატი შვილისთვის ცხოვრების გზის გაკაფვა საფრანგეთში და მალე თომა-ალექსანდრე ნაპოლეონის არმიის გენერალი გახდა.
თომა-ალექსანდრე გარდაიცვალა 1806 წელს, როცა ალექსანდრე დიუმა 4 წლის იყო. მიუხედავად სიღარიბისა, ოჯახს გავლენიანი არისტოკრატიული კავშირები ჰქონდა. სწორედ ამ კავშირების წყალობით ოცი წლის ასაკში ალექსანდრემ მუშაობა დაიწყო პარიზში პალე-როიალის სასახლეში ჰერცოგ ორლეანელის კანცელარიაში.
კანცელარაში მუშაობის პარალელურად დიუმამ დაიწყო სხვადასხვა ჟურნალებში პიესებისა და სტატიების გამოქვეყნება. პირველ პიესას, „ანრი მესამე და მისი კარი" (Henri III et sa cour, 1829), დიდი წარმატება ხვდა წილად. ასევე აღიარები იქნა მეორე მისი ნაწარმოებიც — „კრისტინა" (Christine ou Stockholm, Fontainebleau et Rome,
...
კითხვის გაგრძელება »
|

იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე. ბიოგრაფია.
დაიბადა შეძლებული ბიურგერის ოჯახში. სწავლობდა ლაიფციგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში. სტრასბურგში დაუახლოვდა "ქარიშხლისა და შეტევის" მოძრაობას, მალე მისი აღიარებული თავკაცი გახდა.
"ქარიშხლისა და შეტევის" პერიოდის გოეთესეულ გმირებში ერთი-მეორეს ერწყმის თავისუფლების პათოსი და უკიდურესი ინდივიდუალიზმი.
დრამის "გეც ფონ ბერლიხინგენის" (1773) გმირის ტრაგედია ისაა, რომ იგი ვერც ფეოდალებს მოსწყდა და ვერც ხალხს დაუკავშირდა ჯეროვნად. რომანში "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი" (1774) აისახა ტრაგიკული ვითარება იმჟამინდელი გერმანიისა, სადაც "ძალა უსულო იყო, ხოლო სული უძალო" (ენგელსი). ვერთერის ტრაგედია ისაა, რომ ძალზე ბევრი სურს და ძალზე ცოტა შეუძლია. იგი ზედმიწევნით რბილი და "ლირიკული" პიროვნებაა საიმისოდ, რომ ყოფიერების ტრაგიკ. ასპარეზზე ღირსეული მორკინალობა შეძლოს. "ქარიშხლისა და შეტევის" პერიოდში გოეთე წერდა ფილოსოფიურ ჰიმნებს ("პრომეთე", "მეეტლე კრონოსი", "განიმედი" და სხვ.). მათ გასდევს გოეთესეული "ნათელი ერესის" კადნიერი იდეა, ღმერთთან ადამიანის სწორფრობის ტენდეცია. მძაფრი პანთეისტური მსოფლგანწყობ
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 79 80 81 82 83 ... 173 174 » |
|
კალენდარი
| « მაისი 2026 » |
| ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | 1 | 2 | 3 | | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|