ხუთშაბათი, 09.05.2024, 22:08
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ახალი ამბები
Category: ახალი ამბები | Views: 1296 | Added by: NaTia | Date: 14.02.2011




Category: ახალი ამბები | Views: 1113 | Added by: NaTia | Date: 14.02.2011

– რამდენად რეალურია ებრალიძე-გიორგაძის დუეტის გააქტიურება და რამიზანი ამოძრავებთ მათ?

 

– გინდა ერთად და გინდა ცალცალკე, ეს დუეტი მკვდარია და უპერსპექტივო.  სანდო ინფორმაციით, გიორგაძეზე და მის პერსპექტივებზე დიდი ხანია (ჯერ კიდევ ომამდე) დიდი წერტილი დასვეს წამყვანმა სპეცსამსახურებმა. თანაც მას მხოლოდ სხვის ხელებში ყურებაღა შერჩა, რადგან რეალური აქტიურობისთვის საკუთარი სახსრები არ გააჩნია. ნაწილობრივ ამითაც იყო განპირობებული მისი მიკედლება ებრალიძესთან, რომელსაც საკმაოდ მყარი ფინანსური ბაზა აქვს.

 

გიორგაძე ცდილობს, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოცენდეს და საკუთარი თავი შესთავაზოს. ზუს ... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1000 | Added by: NaTia | Date: 13.02.2011

კომპანია Ford–ი იტალიურ ავტომწარმოებელს Ferrari–ს ამ უკანასკნელის მიერ საკუთარ ბოლიდზე დასახელება F-150–ს გამოყენებისთვის სასამართლოში უჩივის. სახელწოდება F-150 ამერიკულ კონცერნს გასული საუკუნის 70–იანი წლებიდან ეკუთვნის და იგი პიკაპებისთვის გამოიყენებოდა, რომლებიც 34 წლის განმავლობაში აშშ–ში ამ კლასის ყველაზე გაყიდვად ავტომობილად მიიჩნეოდა.

Ford–ის ოფიციალური პრეს–რელიზის თანახმად, როდესაც Ferrari–მ „ფორმულა ერთის" ახალი ბოლიდის  სახელწოდება გამოაცხადა, ამერიკულმა ავტომწარმოებელმა იტალიელებს მისი შეცვლის თხოვნით მიმართა.

„Ferrari–მ ჩვენს განაცხადს მისაღებ ვადაში არ უპასუხა და სხვა გამოსავალი, გარდა ჩვენთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო ნიშნის დაცვისა, არ დაგვიტოვა," – განაცხადეს Ford–ის წარმომადგენლებმა. 
მოსარჩელე Ferrari–სთვის აღნიშნული სახელწოდების აკრძალვას და კომპენსაციის გადახდას მოითხოვს, თუმცა თანხის მოცულობა არ სახელდება.

Category: ახალი ამბები | Views: 1084 | Added by: NaTia | Date: 13.02.2011

ქართული ეროვნული იდეოლოგიის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია ის, რომ ქართული და მართლმადიდებლური წარმოდგენით, ივერია არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა.

საამაყოა, რომ თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო ჩვენი სამშობლო. მოციქულების დამსახურება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, ღვთისმშობელი მაინც აღმატებულია მოციქულებზე (და ანგელოზებზეც).

"ქართლის ცხოვრება” გვამცნობს: "და შემდგომად ამაღლებისა უფლისა, რა ჟამს წილ იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლად წმიდასა ღმრთის მშობელსა წილად ხვდა მოქცევად ქვეყანა საქართველოსა” ("ქართლის ცხოვრება”, რედაქტორ-გამომცემელი ს. ყაუხჩიშვილი, I, გვ. 37).

დედაღვთისა აპირებდა მცხეთაში წამობრძანებას, მაგრამ მას გამოეცხადა მაცხოვარი და ამცნო: "ჰოი დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხვედრებულსა, და თანაწარატანე ხატი შენი ვითარიცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილ ხატი იგი შენი მკვიდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა” (იქვე).

ამ სიტყვებში ბევრი რამ არის საგულისხმო. პირველი, ჩანს, რომ ივერია "ხვედრებულია” ყოვლადწმინდასი. განმანათლებლები კი ითვლებიან მფარველებად ქვეყნებისა, რომელიც წილად ერგოთ. მაგალითად, ანდრია პირველწოდებული არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მფარველი საქართველოსი, ვინაიდან მან იქადაგა ქრისტიანობა აქ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მაგიერ. 

აქაური ეკლესიაც ანდრია პირველწოდებუ ... კითხვის გაგრძელება »
Category: ახალი ამბები | Views: 1295 | Added by: NaTia | Date: 13.02.2011

« 1 2 3 4 ... 70 71 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები