პარასკევი, 26.04.2024, 08:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2011 » თებერვალი » 13 » მოსკოვში მცხოვრები ქართველი პოლიტოლოგი ქართველი "პოლიტიკური გვამების" შესახებ...
11:54
მოსკოვში მცხოვრები ქართველი პოლიტოლოგი ქართველი "პოლიტიკური გვამების" შესახებ...

– რამდენად რეალურია ებრალიძე-გიორგაძის დუეტის გააქტიურება და რამიზანი ამოძრავებთ მათ?

 

– გინდა ერთად და გინდა ცალცალკე, ეს დუეტი მკვდარია და უპერსპექტივო.  სანდო ინფორმაციით, გიორგაძეზე და მის პერსპექტივებზე დიდი ხანია (ჯერ კიდევ ომამდე) დიდი წერტილი დასვეს წამყვანმა სპეცსამსახურებმა. თანაც მას მხოლოდ სხვის ხელებში ყურებაღა შერჩა, რადგან რეალური აქტიურობისთვის საკუთარი სახსრები არ გააჩნია. ნაწილობრივ ამითაც იყო განპირობებული მისი მიკედლება ებრალიძესთან, რომელსაც საკმაოდ მყარი ფინანსური ბაზა აქვს.

 

გიორგაძე ცდილობს, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოცენდეს და საკუთარი თავი შესთავაზოს. ზუსტად ამაზე მიუთითებდა მისი ყოფნა სოხუმში 2008 წლის აგვისტოში.  ებრალიძის არაპერსპექტიულობა, მისივე წარსულიდან და საქართველოს კანონმდებლობასთან მისი სურვილების შეუსაბამობაში მდებარეობს. მასთან სპეცსამსახურების მაღალჩინოსანი წარმომადგენლების თამაში, უფრო მის ფულებთან თამაშს ჰგავს, ვიდრე რეალური პოლიტიკური მომავლისთვის მუშაობას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დღეს საქართველოსთან მიმართებაში, ვექტორი უკვე სხვა მხარეს იხრება და ამიტომ გარდერობიდან ჩონჩხის გამოტანა აღარაა მოსალოდნელი.

 

 რამდენად დიდია ებრალიძის ან გიორგაძის გავლენები რუსული ხელისუფლების ვერტიკალშიმოსალოდნელიათუ არა, მათ კვალდაკვალ თენგიზ კიტოვანის და ასლან აბაშიძის გააქტიურებარა კატეგორიას მოიაზრებენ ისინიდასაყრდენად საქართველოში?

 

– ის, რომ გიორგაძეს არა ხელისუფლებაში, არამედ მის ყოფილ უწყებაში ბევრი მეგობარი და სიტყვით მარდამჭერი ჰყავს, არავისთვის საიდუმლო არ არის. მაგრამ ისინი ხელისუფლებაში  ლობირებას ვერ გაუწევენ.

 

ებრალიძე პრემიერ-მინისტრთან დაახლოებულ პირად ითვლება და, ალბათ, ბიზნესში ეს ერთგვარად უწყობს ხელს, მაგრამ პოლიტიკურ თამაშში, ეს ახლობლობა მხოლოდ ზედაპირული და უფრო მისგან დეკლარირებულია, ვიდრე რეალურ საფუძველზე დამყარებული.

 

რაც შეეხება ასლან აბაშიძეს და თენგიზ კიტოვანს, ისინი როგორც პოლიტიკური თამაშის აქტიური წევრები, დიდი ხანია ყველამ დაივიწყა.  თუ მათი მხრიდან რამე აქტიურობა შეინიშნება, ეს უფრო ელექტროშოკით მიცვალებულის  გაცოცხლების მცდელობა იქნება, ვიდრე რამე სერიოზული პრეტენზიის გაცხადება. მითუმეტეს, აბაშიძისთვის უპერსპექტივოა რაიმე სახის პოლიტიკური აქტიურობა, ამავე პოლიტიკური სარბიელიდან, ლუჟკოვის გაქრობის შემდეგ.

 

რასაკვირველია, ყველა მათგანს ჰყავს საქართველოში მხარდამჭერები. მათი და მათი მხარდამჭერების პოლიტიკური კრედო განისაზღვრება ყველასთან ბრძოლით. მათთვის, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის სახელმწიფოს სათავეში: შევარდნაძე, სააკაშვილი, ბურჯანაძე თუ გაიოზ გადალენდია; მათთვის, მთავარი არ არის სახელმწიფოს განვითარების პოლიტიკური და ეკონომიური ვექტორი. მათთვის, მთავარია ხელისუფლების ხელში ჩაგდება. რუსეთის ხელისუფლებასთან მუშაობაც  მოჩვენებითია და მხოლოდ მიზნის მიღწევას ემსახურება. კარგი იქნებოდა, ჭკვიან ადამიანებს რუსეთის ხელისუფლებაში (თუ კი ასეთები კიდევ არსებობენ),  არ დაევიწყებინათ ერთი აქსიომა: ერთხელ გამყიდველისთვის, მეორეჯერ გაყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს. საქართველოში, თბილისში მათ დასაყრდენს,  მე საბჭოურ აზროვნებას ვერმოწყვეტილ, მუშაობის უნარისა და სურვილის არმქონე, უფასო „ბალანდით" სავსე მათლაფასთან მიხოხვის მსურველების კატეგორიას მივაკუთვნებდი.

 

– და მაინც, ვისზე დადებს ფსონს კრემლი: ებრალიძეზე, გიორგაძეზე, ბურჯანაძეზე...

 

– ებრალიძესა და გიორგაძეზე უკვე მოგახსენეთ. ხოლო რაც შეეხება ქალბატონ ნინოს, ჩემი აზრით, ის  იმდენად გაიხლართა მის მიერვე გადაგდებულ ბადეში, რომ მისი მთავარი მიზანი იმ ბადიდან გამოძრომა უნდა იყოს. ისე კი, მისთვის, ალბათ, ცნობილი უნდა იყოს შეგონება, რომელიც გვეუბნება: ისე მოექეცი შენს ახლობელს, როგორც გინდა რომ მოგექცნენ შენ.  პოლიტიკური თამაში ძალიან ძნელი „ხელობაა". თუ წინასწარ არ გაქვს გათვლილი ასი ნაბიჯი და კიდევ ასი არ გაქვს მარაგში, სჯობს ამ თამაშს თავი დაანებო. მის თამაშში, მარაგს რომ სულაც თავი გავანებოთ, პირველ ორ ნაბიჯზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია. რაც შეეხება კრემლის ფსონებს, ქალბატონ ნინოსთან მიმართებაში,  შემიძლია ვივარაუდო, რომ  ის დიდ ხარჯებს წევს რუსეთთან ურთიერთობებისთვის და როგორც კი „წყარო დაშრება", დაივიწყებენ.

 

–  რითი ხსნით, ამ დღეებში  განხორციელებულ რუსეთის დიპლომატიურ შეტევას საქართველოზე? საგარეოსამინისტროს განცხადებები, რომ საქართველოში ირღვევა ადამიანთა უფლებები და პოლიციური განუკითხაობაა,ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მოშველიება). ასევე მრგვალი მაგიდების და დისკუსიებისორგანიზება მოსკოვში და გიორგაძის პრეკონფერენციები ?

 

– ეს ყველაფერი პინგ–პონგისთამაშს მაგონებს და, ამიტომაც, ნაკლებ ყურადგებას ვუთმობ. თუ გახსოვთ, არის ერთი ასეთი რუსული გამოთქმა – "чем бы дитя не тешилась, лишь бы не плакала".  მთავარი ისაა, რომ ამას არაფერი მოყვება. მე უფრო ის ხალხი მეცოდება, ვინც იმ პოლიტიკურ გვამებს უსმენს, რომლებიც ამით სარგებლობენ და უთავბოლო მრგვალ მაგიდებზე და პრესკონფერენციებზე ცდილობენ, ხალხს აჩვენონ, რომ კიდევ სუნთქავენ.

 

 ელოდები  არა რუსულ აგრესიის გამეორებას ?

 

–  ერთი სიტყვით გიპასუხებთ – არა. და თუ რატომ არა, ამას ბევრი მიზეზი აქვს. პირველ რიგში, თვითონ რუსეთის პოზიციის ცვლილება საგარეო პოლიტიკის საკითხებში, რაც ბევრადაა დამოკიდებული ეკონომიკურ შემადგენელზე. 2008 წლის აგვისტოს ისტორია, მოხდა რუსეთის ეკონიმიკური აპოგეის დროს. ამის შემდეგ, ეკონომიკურ კრიზისზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ქვეყნიდან ორ თვეში 400 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციები გავიდა. იმ 200 მილიარდი დოლარის გარდა, რასაც თვითონ რუსული კომპანიები რეცხავენ და მალავენ საზღვარგარეთ, და ეს მხოლოდ პირველ 2008 წელს.

 

როგორც თვითონ რუსები იტყვიან, "дальше-больше" და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, შემდგომ ორ წელიწადში, კიდევ 600 მილიარდ დოლარზე მეტი გავიდა, ქვეყნიდან გარეცხილ ფულთან ერთად. მარტო წლევანდელი შედეგების ანალიზის თანახმად, რუსულმა კომპანიებმა არათუ მოუკლეს, არამედ მოუმატეს ფულის „სარეცხი მანქანის" სიჩქარეს და ქვეყნის გარეთ გაზიდეს 232 მილიარდი დოლარი. ამიტომაც, იმ ეკონომიკურ სიტუაციაში და ინვესტიციურ შიმშილში, რომელიც დღეს რუსეთშია, ვინმეს მიმართ აგრესია თვითმკვლელობის ტოლფასია.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 999 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28
საიტის მეგობრები