შაბათი, 04.05.2024, 18:50
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » მასალის არქივი



ორი რამ არის უსასრულო: ჩვენი სამყარო და სისულელე. ისე მაინც ეჭვი მეპარება, სამყარო უსასრულო იყოს.არ ვიცი რა იარაღი იქნება გამოყენებული მესამე მსოფლიო ომში, მაგრამ ცხადია რომ მეოთხეში მხოლოდ ჯოხები და ქვები იქნება.

მოგებულია ომი, მაგრამ არა მშვიდობა.ადამიანების უმეტესობა ამბობს, რომ ინტელექტი ქმნის დიდ მეცნიერს. ისინი სცდებიან: დიდ მეცნიერს ჰქმნის ხასიათი.ღმერთი კამათელს არ თამაშობს! (ალბათობის თეორიაზე გაღიზიანებულმა თქვა ეს სიტყვები)

პოლიტიკა უფრო რთული რამაა, ვიდრე ფიზიკა.

მე არასოდეს ვფიქრობ მომავალზე, ის ისედაც საკმაოდ სწრაფად მოდის.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1198 | Added by: hooligan:) | Date: 06.04.2010


სააღდგომო ეპისტოლე



ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო ღვთივკურთხეული ივერიის მიწისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!

ქრისტე აღდგა!

აი, დგება ჟამი ყოვლისმომცველი ბედნიერებისა! გმინავს შემუსვრილი ჯოჯოხეთი, ხოლო მისი დიადი მძლეველი ზეცად მაღლდება და თან შემხვედრ გაოცებულ ანგელოზთა ხმა მიჰყვება: `ვინ არს ესე მეუფე დიდებისაი?~ აწ უკვე ჩვენც, აღდგომის სიხარულით აღვსილნი ქრისტიანენი, პასუხად ვამბობთ: ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1099 | Added by: hooligan:) | Date: 06.04.2010




დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ძალიან გიყვართ შოკოლადი… მეც ძალიან მიყვარს და მის გარეშე ერთი დღე არ შემიძლია,ამიტომ შემოგთავაზებთ საჭირო ინფორმაციას შოკოლადის შესახებ…



სახელის ეტიმოლოგია

სიტყვა "შოკოლადი” კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სასმელის – "ჩოკოლატლის” დასახელებიდან მომდინარეობს. აცტეკების ენაზე "ჩოკოლი” "სიმწარეს” ნიშნავს, ხოლო "ატლი” – "წყალს”, რომლისგანაც შოკოლადის სასმელი მზადდება.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1250 | Added by: hooligan:) | Date: 06.04.2010

თამარ მეფე



თამარ მეფე იყო შვილიშვილი დავით აღმაშენებლისა და ერთადერთი შვილი თავისი დედ-მამისა. როდესაც თამარი დაიბადა და აღიზარდა, საქართველო ერთიანი და ძლიერი სამეფო იყო. თამარი იყო მეტად ჭკვიანი, მტკიცე ხასიათის, კაცთმოყვარე და იშვიათი სიმშვენიერის. თამარი ოცი წლისა გამეფდა.
თამარის მამის, გიორგის, მეფობის დროს ბევრი უღირი დიდგვაროვანი გადააყენეს თანამდებობიდან და მათ ადგილზე ღირსეული, უფრო ნიჭიერი და უანგარო, თუმც კი უფრო დაბალი გვარისანი დააყენეს. ამ გადაყენებულმა დიდგვაროვნებმა თამარს თანამდებობებზე დაბრუნება მოთხოვეს. რადგან მეფეს ქართველთა სისხლის დაღვრა არ სურდა, მან მშვიდობიან ხერხს მიმართა: აჯანყებულ დიდებულებთან ორი მოხუცებული, ყველასაგან პატივცემული მანდილოსანი გაგზავნა მოსარიგებლად. მათ აჯანყებულებს ურჩიეს, წინააღმდეგობაზე ხელი აეღოთ და აღუთქვეს, ვინც თქვენგანი ღირსეული აღმოჩნდება, ყველა შესაფერის ადგილს მიიღებსო. გაჭრა მანდილოსნების შუამავლობამ და აჯანყებულები დაშოშმინდნენ.

შემდეგ თამარი შეუდგა სამღვდელოების სრულ განახლებას, სამღვდელოების მეთაური კათალიკოსი მიქაელი იყო ანგარებიანი, მექრთამე ადამიანი. სამღვდელოებაშიც გავრცელდა ეს სენი. თამარმა საეკლესიო კრება მოიწვია და მის თავმჯდომარედ იერუსალიმიდან ჩამოაყვანინა ნიკოლოზ გულამბერიძე, კაცი წმინდა და ფრიად განსწავლული. ამ კრებამ ბევრი უღირსი ეპისკოპოსი და მღვდელი გადააყენა და საქართველოს ეკლესიაში სრული წესრიგი დაამყარა.

საქართველოს სიკეთისათვის საჭირო იყო, რომ თამარს მემკვიდრე ჰყოლოდა. ამიტომ სთხოვეს დაოჯახებულიყო. მეფეც დაჰყვა მათ ნებას. ქმრად ამოურჩიეს რუს ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1174 | Added by: Snookie | Date: 05.04.2010


მოწამე აბო ტფილელი დაიბადა არაბეთში 750 წლის ახლო ხანებში. აბოს მშობლები დახელოვნებულნი იყვნენ ნელსაცხებელთა დამზადებაში და აბოც ამ ხელობას დაეუფლა – "იყო ხელოვან კეთილად შემზავებელი სუნელთა მათ საცხებელთა და სწავლულ იყო მწიგნობრობათა სარკინოზთათა”.


არაბებს დაპყრობილი ჰქონდათ საქართველო და ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარი-ტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”. სამღდელოება და ერის საუკეთესო შვილები ეძებდნენ გამოსავალს. 766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსეს დაბრალდა. არაბთა ამირამ, მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო. სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო ჩვიდმეტი წლის მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა ერისმთავარს – "წარმოვიდა აქა ნერსეს თანამგზავრ ქრისტეს სიყუარულისათჳს”.

აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღდელოებას. აბო მთელი სულით ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას, მაგრამ "ვერ განაცხადებდა თავსა თჳსსა სრულად ქრისტიანედ, ხოლო ფარულად იმარხავნ და ილოცავნ ქრისტეს მიმართ და ეძიებდა ადგილსა კრძალულსა სადამცა ნათელ-იღო ქრისტეს მიერ”.

არაბთა ამირა ძალიან განარისხა ნერსე ერისთავის ქართულმა პოლიტიკამ, ნერსე იძულებული გახდა გაქცეულიყო ქვეყნიდან. მან ქართლის რჩეულ ერისთავებთან ერთად მოახერხა დარიალის ხეო ... კითხვის გაგრძელება »
Category: ენციკლოპედია | Views: 1838 | Added by: Snookie | Date: 05.04.2010

წესები გუნდებისათვის

სეზონი: 2010 წ.






1.საერთო მდგომარეობანი

1.1 თამაშში მონაწილეობას იღებს 2 გუნდი - „ტელემაყურებელთა გუნდი" (ტელემაყურებლები) და „მოაზროვნეთა გუნდი" (მოაზროვნეები).

1.2 ტელემაყურებლები მოაზროვნეებს უსვამენ კითხვებს. მოაზროვნეებს სწორი პასუხის მოსაფიქრებლად ეძლევათ ერთი წუთი.
– თუ მოაზროვნეები სწორად პასუხობენ დასმულ კითხვას, ისინი ეუფლებიან ქულას;
– თუ მოაზროვნეთა პასუხი მცდარია, ქულა ერიცხება ტელემაყურებლებს. ქულის გარდა, ტელემაყურებელი, რომლის კითხვაზეც მცდარი პასუხი იქნა გაცემული, ღებულობს ფულად ჯილდოს სპონსორისგან;
– პასუხის სისწორეს განსაზღვრავს თამაშის წამყვანი. საკამათო ან არასაკმარისი კონკრეტიკის შემცველი პასუხის დროს, წამყვანს შეუძლია კონსულტაციისთვის მიმართოს სტუდიაში დამსწრე ნებისმიერ პირს (როგორც წესი, უხუცესებს, სპონსორებს, ექსპერტებს და ა.შ.). ქულის ჩათვლა / არ ჩათვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს თამაშის წამყვანი.

1.3 სათამაშო მაგიდა გაყოფილია 12 სექტორად. მოაზროვნეებისთვის დასასმელ კითხვას „განსაზღვრავს" ბზრიალას ისარი. თუ ისარი მიუთითებს იმ სექტორზე, რომელმაც უკვე ითამაშა, მოაზროვნეებს დაესმება კითხვა მომდევნო სექტორიდან, რომელიც გადაითვლება საათის ისრის მიმართულებით;

1.4 სათამაშო მაგიდაზე შეიძლება აღმოჩნდეს სექტორი „სტუმარი". ამ რაუნდში მოაზროვნეების წინააღმდეგ თამაშობს დარბაზში უშუალოდ მყოფი საპატიო სტუმარი (საქართველოში საზოგადოდ ცნობადი ადამიანი ან უცხოეთიდან მოწვეული ცნობილი „ზნატოკი");

1.5 სათამაშო მაგიდაზე შეიძლება აღმოჩნდეს სექტორი „სუპერბლიცი". ამ ... კითხვის გაგრძელება »
Category: არქივი | Views: 1088 | Added by: Snookie | Date: 05.04.2010

 

       საბაშვილის ტრიუმფი


1. ოთარ საბაშვილი

... კითხვის გაგრძელება »

Category: ახალი ამბები | Views: 1099 | Added by: Snookie | Date: 05.04.2010

                                           

Category: ახალი ამბები | Views: 1502 | Added by: Snookie | Date: 05.04.2010

« 1 2 ... 231 232 233 234 235 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები