შაბათი, 18.05.2024, 14:05
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » მასალის არქივი

სამხრეთკორეელმა მეცნიერებმა გამოიგონეს 3D ფორმატის წიგნი, რომლის გმირები ფურცლებიდან ამოხტებიან – იტყობინება სააგენტო ”როიტერი”.

პროგრამის ხელმძღვანელის, კიმ სანგის განცხადებით, წიგნისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას სამი წელი დასჭირდა”.

მისივე თქმით, ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომი გარკვეული ხნის მერე გახდება”.

3D წიგნის სავარაუდო ფასის შესახებ ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ იგი ხელმისაწვდომი იქნება ფართო მასებისთვის.

”როიტერი” აქვე შეახსენებს მკითხველს, რომ ბელგიაში პირველი 3D ფორმატის გაზეთი გამოიცა.

Category: სტატიები | Views: 1043 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

კომპანია Samsung აპირებს ნახევრადგამჭვირვალე დისპლეიანი ნოუთბუქების გამოშვებას.
 კონცეფცია, რომელიც წარმოადგინეს სამხრეთკორეელმა მწარმოებლებმა შემოთავაზებულია ტექნოლოგია AMOLED–ის გამოყენება — აქტიური მატრიცით ორგანული შუქდიოდის ბაზაზე. თხევადკრისტალურ ეკრანებთან შედარებით, ესეთ პანელებს აქვს შემდეგი უპირატესობა: ნაკლები ენერგომოთხოვნილება, მცირე სისქის დისპლეი, გაუმჯობესებული ფერის აღქმა და მაღალი კონტრასტულობა.

«სამსუნგ»–მა უკვე დაამზადა ნოუთბუქის პროტოტიპი AMOLED–ეკრანით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დანახვა ეკრანის მიღმა. უჩვეულო 14–დიუმიანი ლეპტოპი წარმოდგენილ იქნა იანვარში CES 2010–ის გამოფენაზე. კომპანიაში როგორც აღნიშნეს, «გამჭვირვალე» ნოუთბუქების კომერციული მოდელი გაყიდვაში გამოჩნდება უახლოეს 12 თვეში.

ჯერჯერობით უცნობია, მსგავსი კომპიუტერების ღირებულება და შეუშლის თუ არა ინფორმაციის მიღებაში დისპლეის ნახევრადგამჭვირვალეობა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Samsung, პირველად მსოფლიოში, გეგმავს AMOLED–დისპლეების მასიურ წარმოებას, რომელსაც ექნება სენსორული მხარდაჭერა. დისპლეების გამოშვება დაიწყება მარტში.


Category: სტატიები | Views: 1019 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

გაიგეთ საქართველოს გეოგრაფიული რეკორდებზე გაგრძელების შემდეგ.
 ყველაზე ტენიანი ადგილი საქართველოში ბათუმის მიდამოებში, მთა მტირალას დასავლეთ ფერდობებია, სადაც ნალექების საშუალოწლიური რაოდენობა 4000 მმ–ს აღწევს. ყველაზე მშრალი ადგილი საქართველოში ელდარის ვაკეა. იგი მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში. აქ წლიურად 350 მმ ნალექი მოდის.
 საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აღრიცხულია ლათაში (კოდორის ხეობა) და ჭარნალში (აჭარა). აქ +43 გრადუსია დაფიქსირებული.
 საქართველოში ყველაზე დაბალი ტემპერატურა (–42) იყო აღრიცხული მეტეოსადგურზე "ყაზბეგი მაღალმთიანი”, რომელიც ზღვის დონიდან 3600 მეტრზე მდებარეობს. კარწახში (ჯავახეთი) აღრიცხულია –41 გრადუსი, ხოლო დასავლეთ საქართველოში, რაჭაში, შაორის წყალსაცავის მიდამოებში დაფიქსირდა –40 ჰაერის ტემპერატურა.

საქართველოში უდიდესი ჩანჩქერია კლიჩი, რომელიც მდებარეობს აფხაზეთში და რომლის სიმაღლე 100 მეტრს აღწევს.

საქართველოში ყველაზე მაღალი ჩამქრალი ვულკანია მყინვარწვერი – 5047 მ.

საქართველოს უმაღლესი მწვერვალია შხარა (5068 მეტრი)

საქართველოს ფარგლებში ყველაზე გრძელი მდინარეა ალაზანი (407 კმ), ხოლო წყალუხვი – მდინარე რიონი.

საქართველოში ყველაზე დიდია ფარავნის ტბა, რომელიც სამხრეთ საქართველოში მდებარეობს. მისი ფართობია 37.5 კვ. კმ.

საქართველოში ყველა ღრმაა რიწის ტბა, რომლის სიღრმეც აღწევს 101 მეტრს.

საქართველოში ყველაზე დიდი ეროვნული პარკია თუშეთის ეროვნული პარკი (76004 ჰა). ყველაზე დიდი ნაკ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1485 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

I საფეხური გულისხმობს "ფსიქიკურ განწმენდას”

- თავის შეკავებას სიბრაზის და გაბოროტებისგან, ემოციებისგან, ზედმეტი სქესობრივი ცხოვრებისგან და კვებისგან, სიკეთეს და მიმტევებლობას ყველა ცოცხალი არსებისადმი, სიმართლეს და ცხოვრების წესის სხვა მომენტებს. თავის შეკავების უნარის გამომუშავება ითვლება ფსიქიკური თვითრეგულაციის პირობად, რაც აუცილებელია მედიტაციისთვის.

II საფეხურის მიზანია ფსიქიკურის "გარე განწმენდა” – შინაგანი ორგანოების მოწესრიგება, მოქმედების ნელი ტემპი, თავის შეკავება ზედმეტი მოძრაობებისგან, ლაპარაკისგან.
III საფეხურის მიზანია იმ პოზების (ასანების) გამომუშავება, რომლებშიც, პატანჯალის მიხედვით, მოხსნილია დაპირისპირება ინსა და იანს შორის. თანამედროვე კლინიკური გამოკვლევები ადასტურებენ, რომ ასანები ახდენს ადამიანზე ფიზიკურ, ფსიქიკურ და თერაპიულ ზემოქმედებას.
IV საფეხურზე მიიღწევა სასიცოცხლო ენერგიის ჰარმონიზაცია სწორი სუნთქვის საშუალებით. ემოციების და სუნთქვის კავშირი დიდი ხნის შემჩნეულია. პრანაიამას ერთერთი მიზანია სუნთქვის ჩვეული რიტმის შენელება, რაც სასიცოცხლო ფუნქციების შენელებას გულისხმობს.
V საფეხურზე იოგის მიზანია შესაბამისი პოზის და სუნთქვის ფონზე თვითჩაღრმავება, გათავისუფლება გრძნობებისგან (მედიტაცია). ამ საფეხურზე გამოიყოფა 2 ეტაპი – თავისუფალი, ძალდაუტანებელი ფიქრები და მერე საკუთარი სხეულის გაქრობა ამ ფიქრებიდან.
VI საფეხურზე ხდება ყურადღების ფიქსაცია რაიმე კონკრეტულ წარმოსახულ ობიექტზე.
VII საფეხურზე ხდება მედიტაცია, კონცენტრაცია არახატოვან და აბსტრაქტუ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1199 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

რამდენიმე საინტერესო და უცნაური ფაქტი

1) თხუნელას ერთ ღამეში შეუძლია 91 მეტრიანი გვირაბის გათხრა.

2) ტარაკანას შეუძლია იცოცხლოს რამდენიმე კვირა, იმის მერე რაც თავს დაკარგავს. ის უბრალოდ შიმშილობისგან კვდება.

3) ზღარბის გული საშუალოდ ცემს 300-ჯერ წამში.

4) ჰიპოპატამს იმხელაზე შეუძლია პირის გაღება, რომ 1 მეტრი და 30 სანტიმეტრის სიმაღლის ბავშვი თავისუფლად შეეტევა შიგ.

5) ჩიტი კოლიბრი იწონის 5 თეთრიანზე ნაკლებს 

6) ჭამის შემდეგ სახლის ბუზი ამუშავებს ნაჭამს და თავიდან ჭამს 

7) ვაშლი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე კოფეინის შემცველი სასმელები დილაობით.

8) ხარები ვერ არჩევენ ფერებს. შესაბამისად არ აქვს მნიშნველობა მატადორს რა ფერის "დროშა” ეჭირება, წითელი თუ ყვითელი.

9) აქლემებს აქვთ სამი ფენა ქუთუთოები ქვიშისგან თავის დასაცავად.

10) კატები და ძაღლები არიან ცაციები და მემარჯვენეები ადამიანის მსგავსად.

11) ადამიანის კბილები ისეთივე მაგარია, როგორც ქვები.

12) საქმე რომ არ გქონდეთ და 24 საათი ითვლიდეთ, ტრილიონს მიაღწევთ 31,688 წლის შემდეგ

13) ცხვირის ანაბეჭდები გამოიყენება ძაღლების ამოსაცნობად, ისევე, როგორც ადამიანებისთვის თითის ანაბეჭდები.

14) წელიწადში დაახლოებით 10,000 ჩიტი კვდება ფანჯრებზე შეჯახებით.

15) არცერთ ინგლისელ მწვრთნელს არ მოუგია არასდროს ინგლისის პრემიერ ლიგა ფეხბურთში
Category: სტატიები | Views: 1194 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010


ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ისტორიის შექმნაში. ისინი გავლენას ახდენენ კონკრეტული პერიოდის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ სხვა სფეროში მიმდინარე პროცესებზე. ზოგჯერ ისინი სულაც არ თამაშობენ დადებით როლს, თუმცა თავიანთი ქარიზმატული და ლიდერული თვისებებით მნიშვნელოვან და დაუვიწყარ პიროვნებას ქმნიან.
 დღესდღეობით, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პიროვნებები არიან ისინი, ვინც მთლიანად არიან ჩართულნი საერთაშორისო მოვლენებში და გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ათი ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში უმეტესად პოლიტიკური მოღვაწენი ხვდებიან სხვა სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლებთან ერთად.

1. დალაი ლამა – ათ მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში მუდამ ხვდება ტიბეტელი ხალხის სულიერი და პოლიტიკური ლიდერი.
 დალაი ლამა დაიბადა ტიბეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პატარა სოფელში. მის უწმინდესობად იგი აღიარეს ორი წლის ასაკში ტიბეტური ტრადიციებიდან გამომდინარე, როგორც წინამორბედი დალაი ლამა მე-13-ს რეინკარნაცია.
დალაი ლამა ცნობილია თავისი დაუღალავი წინააღმდეგობით ჩინეთის მთავრობის მიმართ ჩინეთის მიერ ტიბეტის დაპყრობის დროს. 1959 წელს ტიბეტის აღების შემდეგ იგი გაიქცა ინდოეთში სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, მასთან ერთად 80, 000 ათასი ტიბეტელი ლტოლვილი გაიქცა სამშობლოდან.

დალაი ლამა ამჟამად 72 წლის არის და კვლავ ტიბეტელი ხალხის მთავარ სულიერ წინამძღოლად ითვლება. მან მთელი მისი ცხოვრება მიუძღვნა ძალადობასთან ბრძოლას. მისი სიტ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1108 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010


ასტროლოგია – ოკულტური სწავლება, რომლის მიხედვით ციური სხეულების, ძირითადად პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნების და ე. წ. ასტროლოგიური სახლების დახმარებით შესაძლებელია ცალკეული ადამიანებისა და ქვეყნების მომავლის წინასწარმტყველება. ასტროლოგია შეიქმნა უძველეს წარსულში მესოპოტამიაში და შემდგომ განვითარდა ასურეთში, ბაბილონში, საბერძნეთში, რომში, ინდოეთში, ასევე ისლამურ ქვეყნებსა და ევროპაში.


ვერძი
1. კარგი იქნება, თუ ჩემთან არ იკამათებთ!
2. ჯერ ვაკეთებ, შემდეგ ვფიქრობ!
3. სადაც სხვები ამუხრუჭებენ, მე იქ წინ ვისწრაფვი!
4. ვიქნები მუდამ ახალგაზრდა!
5. გააკეთე ჩემსავით – ჩემზე უკეთესად ვერ გააკეთებ!
6. ჩემთვის ყველაზე ძნელია _ თანამოსაუბრეს ბოლომდე მოვუსმინო!
7. სიჯიუტე – ნაკლი არ არის!
8. უფრო ადვილად ვაკოტროლებ სიტუაციას, ვიდრე ემოციას!
9. ერთი ვერძი – კარგია, ორი ვერძი – ბევრია!
10. თავს პირველი არ ვესხმი, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროთ, თავს დამესხათ!

კურო
1. ფულს დავხარჯავ პრაქტიკულ საყიდლებზე, ფულს არ დავფლანგავ.
2. სხვისი არაფერი მინდა და ჩემსასაც ნუ შეეხებით.
3. "ცუდი” მშვიდობა – "კარგ” ომს სჯობს.
4. უფრო კარგია ლამაზი დივანი, ვიდრე ლამაზი დაისი.
5. ჭამა – მნიშვნელოვანი საქმეა.
6. არ შეაწუხო ის, ვინც მოხერხებულად ზის.
7. ნუ მაიძულებთ რაიმე გავაკეთო, უბრალოდ მთხოვეთ.
8. ვერ ვიტან ერთჯერად გარემოებებს.
9. როდესაც მეორე მიდიხარ – ამით ძალე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1227 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

დეჟა ვუ-ს ადამიანები ქვეცნობიერს, რეინკარნაციას, სხვა სამყაროდან შემორჩენი ფრაგმენტებს, სიზმრებს და ვინ იცის კიდევ რას აღარ უკავშირებენ. 
მუდმივად მიდის მსჯელობა ამ ფენომენის შესახებ, მეცნიერები ამას ტვინის სახვადასხვა სფეროების არათანმიმდევრულ მუშაობას უკავშირებენ, ანუ როდესაც ერთი ნახევარსფერო აღიქვამს საგანს მეორე ნახევარსფერო შედარებით გვიან ამუშავებს აღქმით მიღებულ სურათს და როდესაც აღქმა დამუშავების ეტაპი მთავრდება გვაქვს იმის ილუზია, რომ ეს უკვე იყო, მარტივად ეს ყველაფერი დაახლოებით ასე იქნება >

ადამიანს გააჩნია უამრავი იმპულსი, თუმცა სამყაროს შესაგნებად და გასაგებად, ორი უმთავრესი არის მხედველობითი და აღქმითი. რაღაც საგანს ვხედავთ, თან ამ საგანს აღვიქვამთ კიდეც, აი მაგალითად როდესაც თვალი გვიშტერდება, ხდება აღქმითი იმპულსის გამოთიშვა, სხვადასხვა მიზეზების გამო (ფიქრებში წასვლა და ა.შ.). შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ საგანს ძალიან კარგად ვხედავთ, ჩვენ მას ვერ აღვიქვამთ და რეალურად შეიძლება მეორე წამს ვერც ვთქვათ რა საგანზე გაგვიშტერდა თვალი. ან მეორე ვარიანტი – ბინდში ჩვენ კონკრეტულ საგანს ვერ ვხედავთ, მაგრამ გონების დაძაბვის შედეგად ჩვენ შეგვიძლია იგი დიდი გაჭირვებით აღვიქვათ (აქ აშკარაა რომ მხედველობითი იმპულსი წინ უსწრებს აღქმითს)

ზემოთ აღნიშნული ორივე იმპულსი აბსოლუტურად პარალელურად მოქმედებენ, ჩვენ საგანს ვხედავთ თუ არა, მაშინვე აღვიქვამთ, ანუ ვაწვდით მის შესახებ ინფორმაციას მთელ ტვინს, იმ შემთხვევაშიც კი თუ საგნის შესახებ არაფერი ვიცით. ნებისმიერ საგანს, პირველ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1023 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010


10 სიცოცხლისთვის სახიფათო ქვეყანა 



10. რუსეთი
რუსეთი შეიცავს დიდი საფრთხეს რადგან იქ მაღალია კრიმინალის მაჩვენებელი. რუსეთი ერთ ერთი "უმდიდრესი” ქვეყანაა კრიმინალური დაჯგუფებებით. იქ ყოველდღიურად ყოველ 18 წუთში დაახლოებით 84 ადამიანს კლავენ (ეს რამდენად მართალია არ ვიცი)



9. ბრაზილია
ბრაზილიაში მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი და აგრეთვე ქუჩის კრიმინალის. იქ ხდება თავდასხმები არამარტო მშვიდობიან მოქალაქეებზე არამედ ძალოვან სტრუქტურებზეც.



8. სამხრეთ აფრიკა
სამხრეთ აფრიკა ცნობილია როგორც "ძალადობის დედაქალაქი”. აქ ხშირია ძალადობა და ძარცვა აგრეთვე სხვა სახის კრიმინალი. აქ 10 მილიონზე მეტი შიდცით არის დაავადებული.



7. ბურუნდი
ბურუნდი არის პატარა ქვეყანა რომელიც გაანადგურა სამოქალაქო ომმა სადაც ორი დაჯგუფება Hutus და Tutsis უპირისპირდება ერთმანეთს. მათ ძირითად პრობლემებს შეადგენ სიღარიბე, კრიმინალის მაღალი მაჩვენებელი და შეიარაღებული სეპარატისტული დაჯგუფებები.



... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1561 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

ამ წიგნს (მკვდართა წიგნი) ეგვიპტურად ჰქვია "დღის შუქზე გამოსულთა წიგნი”.  

მისი შელოცვები საშუალებას აძლევენ გარდაცვლილის "ბა” – ს ანუ სამშვინველს, მიიღოს სხვადსხვა ფორმა და იმოგზაუროს სამარხიდან გარეთ და შიგნით. ეს წიგნი ასევე მოიცავს გარდაცვლილის გასამართლებას ღმერთების კრებულის მიერ. ამ დროს გარდაცვლილის გული იწონებოდა ჭეშმარიტების ბუმბულთან მიმართებაში. ტურისთავიანი ღმერთი ანუბისი გულს წონის, ხოლო იბისისთავიანი თოტი კი განაჩენს იწერს. თუ გარდაცვლილი მართალია, მაშინ შეუძლია შევიდეს ოსირისის საბრძანებლში, თუ არა, მის სულს ყლაპავს ნიანგისთავიანი მშთანთქმელი ამამათი


თავი 30ბ


თავი იმისათვის, რომ გულმა წინააღმდეგობა არ გაუწიოს ანის ღმერთთა საუფლოში.

 ოსირისი, გადამწერი ანი, ამბობს: "გულო, დედაო ჩემო, გულო, დედაო ჩემო, გულო, ჩემო შემქმნელო. დაე, არაფერი აღმიდგეს წინ სამსჯავროს ჟამს. დაე, არ იყოს წინააღმდეგობა ჩემდამი დამსწრეთაგან. არ განვეშორდეთ მე და შენ მის წინაშე, ვინც სასწორით წონის (გულისხმობს ანუბისს. ავტ.) შენ ხარ კა ჩემი, რომელმაც შემასხა და გამიმაგრა კიდურნი ჩემნი. ნებადართული ხარ, გააგრძელე გზა მიმავალი ბედნიერების ადგილისაკენ, რომელისაკენაც მივისწრაფი მე. დაე კაცთა შემქმნელთა არ დააგდონ საწყევარად ჩემი სახელი, და არ თქვან ტყული ჩემზე ღვთის წინაშე. ღმერთი აქ არის ჩემს მოსასმენად.”

თოტმა, ღმერთების დიდი კრებულის სამართლიანმა მსაჯულმა, ღმერთი ოსირისის თანდასწრებით თქვა: "ისმინეთ განაჩენი. ოს ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1499 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

« 1 2 ... 229 230 231 232 233 234 235 »
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
საიტის მეგობრები