|
მთავარი » ენციკლოპედია

"კვადრატის პატივსაცემად", აკრილი ტილოზე, 61x61 სმ, 1965. იოზეფ ალბერსი (Josef Albers; დ. 19 მარტი, 1888 – გ. 26 მარტი, 1976) — გერმანელი მხატვარი, მათემატიკოსი, მასწავლებელი, რომლის ნამუშევრებმა და მეთოდებმა ევროპასა და აშშ-ში ჩამოაყალიბა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ყოვლისმომცველი სწავლების პროგრამა.
ბიოგრაფია,
დაიბადა ბოტროპში, ვესტფალია (გერმანია). სწავლობდა ბერლინში, ესენში და მიუნხენში, სანამ 1920 წელს ვაიმარში პრესტიჟულ ბაუჰაუზში შევიდოდა. 1922 წელს დაიწყო დიზაინის ფაკულტეტზე დამწყებთა კურსის სწავლება, ხოლო 1925 წელს პროფესორად დააწინაურეს, ამავე წელს ბაუჰაუზი დასაუში გადავიდა.
1933 წელს ნაცისტების ზეწოლით ბაუჰაუზის დახურვის შემდეგ ალბერსი აშშ-ში გადადის და ჩრდ. კაროლინაში ბლეკ მაუნტენ კოლეჯში იწყებს მასწავლებლობას, სადაც ის ხატვის პროგრამას ხელმძღვანელობდა 1949 წლამდე.
აქ მის სტუდენტთა შორის იყვნენ რობერტ რაუშენბერგი, რობერტ მოზერუელი, რეი ჯონსონი და სუზან ვეილი. 1950 წელს ალბერსი იელის უნივერსიტეტში გადადის, სადაც ის დიზაინის ფაკულტეტის ხელმძღვანელი ხდება 1958 წელს პენსიაზე გასვლამდე.
...
კითხვის გაგრძელება »
|

ფრენკ სტელა (Frank Stella; დ. 12 მაისი, 1936) — ამერიკელი მინიმალისტი მხატვარი და ლითოგრაფი. ოპ-არტის ერთ-ერთი მამამთავარი.
დაიბადა მალდენში, მასაჩუსეტსი. სწავლობდა პრინსტონის უნივერსიტეტში ისტორიის განხრით, სადაც აბსტრაქტი ექსპრესიონისტების ჯექსონ პოლოკისა და ფრანც კლაინის გავლენით ხატავდა. ნიუ-იორკის გალარეების ადრეულმა დათვალიერებამ გავლენა იქონია მისი ხელოვნების განვითარებაზე, რის გამოც ნიუ-იორკში გადადის 1958 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ...
|

ალექსანდერ ლიბერმანი (Alexander Liberman; 4 სექტემბერი, 1912 - 19 ნოემბერი, 1999) — რუსი-ამერიკელი მხატვარი, მოქანდაკე, გამომცემელი.
დაიბადა კიევში, განათლება მიიღო პარიზში, სადაც გამომცემლის კარიერას მიჰყო ხელი ჟურნალში Vu. 1941 წელს ნიუ-იორკში ემიგრირების შემდეგ დაიწყო მუშაობა გამომცემლობაში Conde Nast Publications, სადაც მალე რედკოლეგიის დირექტორი გახდა (1962-94).
ლიბერმანმა ხატვა მხოლოდ 1950-იან წლებში დაიწყო, მოგვიანებით კი ლითონის სკულპურასაც მიჰყო ხელი. მისი ადვილად ცნობადი ქანდაკებები აწყობილია ინდუსტრიული ობიექტებისგან (რკინის რელსების სეგმენტები, მილები, დოლები, მისთ...) და ხშირად ერთგაროვან კაშკაშა ფერებშია შეღებილი. გამორჩეული ნიმუშები მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის, სტორმ კინგის ხელოვნების ცენტრის, ჰირშჰორნის მუზეუმის, ტეიტის გალერეასა და გუგენჰაიმის მუზეუმის კოლექციების ნაწილია.
|

ჯორჯია ო’კიფი (Georgia O'Keeffe)(დ. 15 ნოემბერი, 1887, სან-პრერი, ვისკონსინი; გ. 6 მარტი, 1986, სანტა-ფე, ნიუ-მექსიკო) — მოდერნისტი ფერმწერი. ო’კიფი დაიბადა და იზრდებოდა ქალაქ სან-პრერიში, ვისკონსინი, მერძევე ფერმერთა ოჯახში. ის ო'კიფთა შვიდი შვილიდან მეორე იყო. აქვე შევიდა სკოლაში, სადაც აკვარელით ხატვის გაკვეთილებს მხატვარი სარა მანი უტარებდა. 1902 წლიდან ის ვილიამსბურგის, ვირჯინია, სკოლაში გადავიდა. ადრეული ასაკიდან მიზნად დაისახა მხატვარი გამოსულიყო და 1904-1905 წლებში ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში, ხოლო 1907-1908 წლებში კი ნიუ-იორკის სამხატვრო სტუდენტთა ლიგაში სწავლობდა. შემდეგ ის ხელოვნებას ასწავლის ტეხასისა და სამხრეთის შტატების სხვადასხვა სკოლებში 1912-1916 წლებში. მოგვიანებით ნიუ-იორკში მისი ნამუშევრები აღმოაჩინა ამერიკელმა ფოტოგრაფმა ალფრედ შტიგლიცმა. შტიგლიცი ყოველმხრივ ხელს უწყობდა მისი ნამუშევრების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას. ამ ორი ხელოვნის ცხოვრებისეული ურთიერთობა მათი შეუღლებით დაწყო 1924 წელს. შტიგლიცთან შეხვედრის შემდეგ ო'კიფი ნიუ-იორკში სახლდება, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კი (1946) ის ნიუ-მექსიკოში გადადის.
ადრეული მოღვაწეობა,
ო’კიფის ადრეული სურათები ძირითადად
...
კითხვის გაგრძელება »
|
პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში. პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში, ძვ. წ. 65 წელს, იმ ომების ეპიზოდი, რომელოიც წამოიწყო ძვ. რომის სახელმწიფომ აზიაში გაბატონებისათვის. პომპეუსის ლაშქრობის შედეგად საქართველოში რომაელების გავლენა დამყარდა. აღმოსავლეთ ჰეგემონობისათვის ძირითადად რომი და პონტოს სამეფო იბრძოდა.
პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორს დაუკავშირდა სომხეთის მეფე ტიგრან II. პონტო-სომხეთის მოკავშირენი იყვნენ იბერია (ქართლი) და ალბანეთი (თანამედროვე აზერბაიჯანი).
ძვ. წ. 74-ძვ. წ. 66 პონტოს წინააღმდეგ ომს მეთაურობდა რომაელი სარდალი ლუკულუსი. ძვ. წ. 66 წელს მის მაგივრად სენატმა მთავარსარდლად დანიშნა გნეუს პომპეუს მაგნუსი. იმავე წელს მან აიღო სომხეთის დედაქალაქი არტაშატი, ტიგრან II რომის ვასალი გახდა, მითრიდატე VI კი ჯერ კოლხეთში, შემდეგ თავის ბოსფორის სამფლობელოში გაიქცა. პომპეუსი ალბანეთისა და ქართლის დაპყრობის სამზადისს შეუდგა. ქართლის მეფე არტაგმა რომაელთა სარდალს ელჩების პირით მეგობრობა შესთავაზა, პომპეუსმა ზავის დადება აღუთქვა, მაგრამ იმ საბაბით, რომ ქართველები თავდასხმისათვის ემზადებოდნენ, მოლაპარაკების დამთავრებამდე, ძვ. წ. 65 წლის გაზაფხულზე, თავისი ლაშქარი მოულოდნელად ქართლში შემოიყვანა.
მტერი არმაზციხეს მიადგა. არტაგ II-მ არმაზციხე დატოვა, მტკვრის მარცხენა ნაპირზე გადავიდა და ხიდი დაწვა, რომ რომაელთა გადასვლისათვის ხელი შეეშალა. არმაზციხის გარნიზონი იძულებული გახდა მტერს დანებებოდა. შემდეგ პომპ
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 98 99 100 101 102 ... 173 174 » |
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|