კვირა, 15.06.2025, 07:26
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია



ტრიბუნი (ლათ - tribunus) თანამდებობა ძველ რომში.


სახალხო ტრიბუნის ინსტიტუტი ძვ. წ. 494 წელს შემოიღეს. ტრიბუნის ფუნქცია იყო დაეცვა პლებსის უფლებები. ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც პლებეებმა დატოვეს რომი და პატრიციუსებმა მათი დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს, როდესაც დათანხმდნენ ახალი მაგისტრატურის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც პლებსის ინტერესები უნდა დაეცვა.

ტრიბუნების არჩევა ხდებოდა ყოველწლიურად კომიციაზე. თავდაპირველად ირჩევდნენ ორ ტრიბუნს, ხოლო დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა გაიზარდა, ძვ. წ. 450 წელს უკვე 10 ტრიბუნი ირჩეოდა. ტრიბუნები ხელშეუხებლები იყვნენ, მათ ჰქონდათ უფლება ჩარეულიყვნენ სხვა მაგისტრატუსების საქმეებში და სარგებლობდნენ ვეტოს უფლებით (veto- ლათინურად ნიშნავს ვკრძალავ). მათ ასევე ერთმანეთის საქმიანობისთვის შეეძლოთ ვეტოს დადება (დიქტატორის გარდა).

ტრიბუნის სახლი ყოველთვის ღია უნდა ყოფილიყო და იგი ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო რათა პლებეებისთვის აღმოეჩინა დახმარება. ტრიბუნი ერთადერთი მაგისტრატუსი იყო, ვისაც შეეძლო პლებეების კომიციაზე თავმჯდომარეობა. მას ასევე შეეძლო სენატის სხდომაზე წამოეყენებინა მოთხოვნები. მიუხედავად ამისა ტრიბუნის ძალაუფლება ქალაქის გარეთ არ ვრცელდებოდა.

ძვ. წ. 421 წლამდე ტრიბუნატი პლებსისთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი მაგისტრატურა იყო. გვიანი რესპუბლიკის ეპოქაში კი პატრიციუსებმაც დაიწყეს კენჭის ყრა ამ თანამდებობაზე. ტრიბუნების ძალაუფლება ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1043 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

პრეტორი ძველ რომში ერთერთი მაგისტრატურა. პრეტორი praetor ლათინურად მომდინარეობს სიტყვა prae-ire-დან რაც წინ მავალს ნიშნავს.

დროთა განმავლობაში პრეტორთა დანიშნულება იცვლებოდა, თავდაპირველად პრეტორებს უწოდებდნენ უმაღლეს მაგისტრატუსებს - კონსულებს და დიქტატორებს.

ძვ. წ. 367 წლიდან კი პრეტორი დაერქვა კონსულზე ქვემოთ მდგომ მაგისტრატუსს. ამ დროიდან პრეტორის ფუნქცია განისაზღვრა სასამართლოებში საქმეების გარჩევით, ხოლო კონსულის ქალაქში არ ყოფნის დროს, პრეტორს ეკუთვნოდა უმაღლესი ხელისუფლება.

თავდაპრველად პრეტორი შეიძლებოდა გამხდარიყო მხოლოდ პატრიციუსი, მას ისევე როგორც კონსულს ცენტურიების კომიციაზე ირჩევდნენ ერთი წლის ვადით. ძვ. წ. 337 წლიდან კი ეს თანამდებობა პლებეებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი.

ძვ. წ. 246 წლიდან მეორე პრეტორის არჩევაც დაიწყო. პირველ პრეტორს ერქვა Praetor urbanus - ქალაქის პრეტორი და იგი არჩევდა საქმეებს რომლებიც მხოლოდ რომის მოქალაქეებს ეხებოდათ, მეორე პრეტორი კი Praetor peregrinus იხილავდა საქმეებს რომლებიც რომის მოქალაქეებსა და უცხოელებს, ან მხოლოდ უცხოელებს ეხებოდათ.

იმპერიის ზრდამ გამოიწვია პრეტორების რაოდენობის ზრდა. ძვ. წ. 227 წლიდან პრეტორებს ირჩევდნენ სიცილიაშიც და სარდინიაშიც. ორი ესპანური პროვინციის დამატების შემდეგ, ძვ. წ. 197 წლიდან კი ორივე პროვინციას ჰყავდა თითო პრეტორი.

პროვინციული პრეტორი ვადის გასვლის შემდეგ ხშირად ინიშნებოდა პროვინციის პროპრეტორად ან პ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1054 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

ლიქტორი (ლათ. lictor - ligare - შეკვრა, დაბმა) რომში ერთერთი უმდაბლესი თანამდებობა. ამ თანამდებობის წარმოშობაზე ცნობები არ გვაქვს, პირველად ლიქტორები მეფეების პერიოდთან არიან მოხსენებულნი.

თავდაპირველად ლიქტორები მაგისტრატუსების ბრძანებების შემსრულებელნი იყვნენ, შემდგომში კი მათ მაგისტრუსების დაცვა ევალებოდათ.

ლიქტორები როგორც წესი ან პლებეები ან განთავისუფლებული ხდებოდნენ. ისინი აუცილებლად რომის მოქალაქეები იყვნენ, ვინაიდან ტოგას ატარებდნენ.

ისინი სამხედრო სამსახურიდან განთავისუფლებულნი იყვნენ, ადრეული იმპერიის ხანაში მათ ფიქსირებული ხელფასი ჰქონდათ 600 სესტერციუსი და გაერთიანებულნი იყვნენ კორპორაციაში.

ლიქტორს ევალებოდა მაგისტრატუსის დაცვა და მისი ძალაუფლების სიმბოლოს - ფასცების ტარება, ქალაგარეთ კი ფასცებში ნაჯახები იდებოდა.

დიქტატორის ლიქტორები კი ყოველთვის ატარებდნენ ნაჯახებს. ისინი მაგისტრატუსს ყოველთვის თან დაჰყვებოდნენ. ისტორიული წყაროების მიხედვით ადრეული რესპუბლიკის პერიოდში ლიქტორი მაგისტრატუსის მიერ გამონატილ განაჩენსაც ასრულებდა.

ვესტას ქურუმებსაც ახლდათ თითო ლიქტორი, როდესაც ისინი საჯარო ღონისძიებებში იღებდნენ მონაწილეობას. მაგისტრატუსების ლიქტორების რაოდენობა მკაცრად რეგლამენტირებული იყო, რაც უფრო მეტი ლიქტორი ახლდა მაგისტრუსს, მით უფრო მაღალი რანგი ეკავა მას.
დიქტატორი - 24 ლიქტორი
კონსული - 12 ლიქტორი
... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1026 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

ისტორია ქალაქის დაარსებიდან - Ab Urbe condita ტიტუს ლივიუსის ფუნდამენტალური ნაშრომი რმის ისტორიის შესახებ. ნაშრომი შეადგენს 142 წიგნს, რომლიდანაც მხოლოდ 35 შემორჩა.

წიგნებზე მუშაობა ლივიუსმა ძვ. წ. 27 წლიდან დაიწყო და როგორც მიიჩნევენ დასრულება ვერ მოასწრო. სამწუხაროდ მისი ნაშრომების დიდმა ნაწილმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ეს ნაწარმოები მოიცავს რომის ისტორიას მისი ლეგენდარული დაარსებიდან (ძვ. წ. 753) ავგუსტუსის გერის დრუზუსის სიკვდილამდე (ძვ. წ. 9).

სრულიად შემოინახა 35 წიგნი, I-X წიგნები, ანუ პირველი დეკადა, სადაც აღწერილია ქალაქის ისტორია დაარსებიდან ძვ. წ. 293 წლამდე, ანუ მესამე სამნიტურ ომამდე, XXI—XLV წიგნები, სადაც მოცემულია ისტორია ძვ. წ. 218 წლიდან, ანუ მეორე პუნიკური ომიდან ძვ. წ. 167 წლამდე, ანუ მესამე მაკედონიის ომამდე, ასევე შემორჩა XCI წიგნის ფრაგმენტები, სადაც სერტორიუსთან ომია აღწერილი და CXX წიგნის ფრაგმენტები, სადაც ციცერონის სიკვდილზეა საუბარი.

არსებობს მოსაზრებები რომ პირველი წიგნები დაიწერა ძვ. წ. 27 - ძვ. წ. 25 წლებში, IX წიგნი დაიწერა ძვ. წ. 20 წელს, ხოლო უკანასკნელი წიგნები ავგუსტუსის სიკვდილის შემდეგ. ავტორს ალბათ სურდა ნაშრომის დასრულება პირველი იმპერატორის სიკვდილით, მაგრამ ვერ მოასწრო.

ნაწარმოების დეკადებად დაყოფა და მის ბაზაზე მოკლე თხზულებების შედგენა დაახლოვებით IV საუკუნიდან დაიწყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადმოცემუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1054 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

ლუციუს იუნიუს ბრუტუსი (LVCIVS IVNIVS BRVTVS) (* ? ― † ძვ. წ. 508), რომის რესპუბლიკის დამაარსებელი და პირველი კონსული. რომის უკანასკნელი მეფის ლუციუს ტარკვინიუსის დის შვილი.

რომის რესპუბლიკის შექმნამდე ქვეყანას მეფეები მართავდნენ. ბრუტუსის წინამძღოლობით აჯანყებულებმა მეფე ტარკვინიუსი მისი ძის მიერ არისტოკრატი ქალის ლუკრეციას გაუპატიურების შემდეგ ტახტიდან ჩამოაგდეს და რომიდან გააძევეს.

ეს მოვლენა აღწერილია ლივიუსის Ab Urbe Condita-ში რომის ისტორიის პერიოდში, რომლის შესახებაც სარწმუნო წყაროები არ მოიპოვება (ძვ. წ. 390 წელს გაულების მიერ რომის გადაწვით განადგურდა თითქმის ყველა მანამდე არსებული დოკუმენტი).

ლივიუსის თანახმად, ბრუტუსს მეფის წინააღმდეგ ამბოხების რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ტარკვინიუსის მიერ მისი ძმის, გავლენიანი სენატორის, მკვლელობის მოწყობა, რომელიც ტარკვინიუსს სამეფო ტახტისთვის ეპაექრებოდა.

ბრუტუსი მეფის დამხობამდე.


ტარკვინიუსი ხელისუფლებაში უკანონოდ, სიმამრის ვერაგული მკვლელობით მოვიდა, რის გამოც პრეცენდენტის განმეორების მუდამ ეშინოდა და ამიტომ არა მარტო უკმაყოფილო სენატორები, არამედ საკუთარი ნათესავებიც კი გაწყვიტა.

ლუციუს იუნიუსი გონიერი ახალგაზრდა იყო და ადრევე მიხვ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1045 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

« 1 2 ... 99 100 101 102 103 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები