შაბათი, 14.06.2025, 17:13
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

რომაული ღვთაება–განიუსის თავი (მარმარილოს ქანდაკება.

გენიუსი (ლათ. genius) რომაელთა წარმოდგენით კეთილი სული, რომელიც მფარველობდა თითოეულ ადამიანს და აყალიბებდა მის ხასიათს. გენიუსი ითვლებოდა ადამაინის თანამგზავრად მთელი სიცოცხლის განმავლობაში. გენიუსი ეხმარებოდა მხოლოდ მამაკაცებს, ქალთა შემწედ კი იუნონა ითვლებოდა.

ყოველი რომაელის დაბადება გენიუსის დღესასწაულად მიაჩნდათ და უსისხლო მსხვერპლს სწირავდნენ. საკუთარი გენიუსი ჰყავდა ყველა ქალაქს, ოჯახს, ხალხს, ტომს და ა.შ. რომში იდგა მისი ქანდაკება.

მას თავზე გვირგვინი ედგა, სახეს გრძელი წვერი უმშვენებდა, მარჯვენა ხელში სიუხვის ქვა ეჭირა, ხოლო მარცხენაში – კვრთხი. ყოველი წლის 9 ოქტომბერს მას მსხვერპლს სწირავდნენ. იმპერიის პერიოდში გენიუსისათვის მხვერპლი იმპერატორსაც კი მიჰქონდა.

ხალხი გენიუსს გველის სახითაც წამოიდგენდა. ხელოვნებაში გენიუსი ჩვეულებრივ ფრთოსან არსებად გამოისახებოდა.

Category: ენციკლოპედია | Views: 1113 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

მარსი (ლათ. Mars) რომაულ მითოლოგიაში ომის ღმერთი, ძე იუნოსა და იუპიტერის (ან მაგიური ყვავილის). ვინაიდან სიტყვას მარსი ინდო-ევროპული ძირი არა აქვს, სავარაუდოა, რომ ეს იყოს ეტრუსკული მიწათმოქმედების ღმერთი მარისის ლათინიზირებული ფორმა.

მარსი ერთერთი უძველესი რომაული ღმერთია და შედიოდა რომაული პანთეონის მთავარ ღვთაებათა ტრიადაში (მარსი, იუპიტერი, კვირინი).

თავდაპირველად იგი ნაყოფიერების, მცენარეების, ველური ბუნების, ყველაფრის რაც დასახლების გარეთ იყო, საშიში და უცნობი, იმის ღვთაებად ითვლებოდა, მხოლოდ მოგვიანებით შეიძინა მეომრის თვისებები.

მარსს ეძღვნებოდა მარტის თვე, ძველი რომაული კალენდარით წელიწადის პირველი თვე. მარსი უძღვებოდა მეომრებს ომში, იღებდა ბრძოლის წინ მსხვერპლად სეწირულ ძღვენებს და ბრძოლის ველზე გამოჩნდებოდა ომის ქალღმერთ ბელონასთან ერთად.

მარსის სიმბოლო იყო შუბი და ფარი, რომელიც ლეგენდის თანახმად ციდან ჩამოვარდა, რომაელთა დაუმარცხებლობის აღსანიშნავად.

შემდეგ, ნუმა პომპილიუსის ბრძანბით, დამზადდა მისი 11 ასლი, რათა ფარი დაეცვათ მძარცველთაგან და ეს რელიკვიები მეფის სასახლეში ინახებოდა. მხედართმთავარი ომში წასვლამდე მოუხმობდა მარსს, შუბის და ფარის ამოძრავებით.

ხოლო თუ შუბი და ფარები თავისით ამოძრავდებოდნენ, ეს დიდი უბედურების მომასწავებლად ითვლებოდა. სი ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1584 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

იუპიტერი და თეტისი, ჟან ინგრესი, 1811.


იუპიტერი - რომაულ მითოლოგიაში ჭექაქუხილის და ელვის ღმერთი, და მას იგივე როლი ჰქონდა, როგორც ზევსს ბერძნულ პანთეონში. მას უწოდებდნენ იუპიტერ ოპტიმუს მაქსიმუსი (იუპიტერი უმაღლესი, უდიდებულესი), როგორც რომაული სახელმწიფოს მფარველ ღვთაებას, კანონისა და სოციალური წესრიგის განმკარგავს. სახელი მომდინარეობს სიტყვებიდან Jove და pater (ლათ. მამა).

ამავე ღმერთის სახელი დაერქვა პლანეტა იუპიტერს და თავდაპირველად ხუთშაბათსაც (ამჟ. ფრანგ. jeudi, ლათ. Jovis Dies-დან). ლინგვისტური კვლევების თანახმად ეს სახელი უნდა მომდინარეობდეს გერმანიკული Tiwaz (და Zeus)-დან, რომელიც ასევე სამშაბათს ერქვა. ასევე ეტიმოლოგიური კავშირია ვედურ რელიგიასთან (Dyaus Pita).

Category: ენციკლოპედია | Views: 1639 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

მგელი, რომელმაც ჩვილი რომულუსი და რემუსი გამოკვება
რომის მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 753
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 717
წინამორბედი: არავინ
მემკვიდრე: ნუმა პომპილიუსი
დაბ. თარიღი: ძვ. წ. 771
დაბ. ადგილი: ალბა-ლონგა
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 717
გარდ. ადგილი: რომი
მამა: მარსი


რომულუსი (ლათ. Romulus) (ძვ. წ. 771 - ძვ. წ. 717) რომის ლეგენდარული დამაარსებელი მის ტყუპისცალ ძმასთან - რემუსთან (დაახ. ძვ. წ. 771 - ძვ. წ. 753) ერთად, რომლებიც ომის ღმერთის, მარსის, შვილები იყვნენ. გადმოცემით, რომელიც პლუტარქესა და ტიტუს ლივიუსის ცნობებს ეყრდნობა, რომულუსი რომის პირველი მეფე იყო.

რომულუსმა რემუსი მოკლა უთანხმოების გამო იმაზე, თუ ვის უჭერდა მხარს ღმერთი, როგორც ახალი ქალაქის მმართველს, და ვისი სახელი უნდა რქმეოდა ამ ქალაქს. ქალაქს მათ რომი დაარქვეს. თქმულების მიხედვით რომულუსი ერთ ბორცვზე იდგა, რემუსი კი მეორეზე, როდესაც ჩიტების ჯგუფმა რომულუსს კამარა შემოარტყა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის მეფე უნდა გამხდარიყო.

ქალაქის დაფუძნების შემდეგ, რომულუსმა ლეგიონებისა და სენატის დაარსებასთან ერთად, მას ახალი მოქალაქეებიც შემატა მეზობელი საბინების ტომებისგან ქალების მოტაცებით, რამაც საბინებისა და რომაელების ერთ ხალხში აღრევა გამოიწვია.

წა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1575 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

დროშა (ფრაგმენტი). თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი). ეს სურათი გამოსახავს ჯონსის ადრეულ ხატვის ტექნიკას სქელი თხევადი ცვილით კოლაჟზე, რომელიც შექმნილია ნაპოვნი მასალით, როგორიცაა გაზეთი. თუმცა ნამუშევრის ამგვარი კონსტრუქცია ზოგადად თითქმის შეუმჩნეველია მისი ნამუშევრების რეპროდუქციებში.

ჯასპერ ჯონსი, უმც. (Jasper Johns, Jr.; *15 მაისი, 1930, აუგუსტა, ჯორჯია) — თანამედროვე ამერიკელი მხატვარი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია "დროშა" (1954-55). მის შემოქმედებას ხშირად აღწერენ როგორც "ნეოდადაიზმს", და არა როგორც "პოპარტს", მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრების სუბიექტები თანამედროვე კულტურის ობიექტები და გამოსახულებებია.

Category: ენციკლოპედია | Views: 1196 | Added by: NaTia | Date: 21.05.2010

« 1 2 ... 97 98 99 100 101 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები