ორშაბათი, 23.06.2025, 07:27
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

ეროვნული გალერეის აღმოსავლეთის შენობა.

ხელოვნების ეროვნული გალერეა ხელოვნების მუზეუმია, რომელიც მდებარეობს ნაციონალურ მოლთან ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი. მუზეუმი დაფუძნდა 1937 წელს კონგრესის მიერ, ხოლო შენობის კონსტრუქციისა და მნიშვნელოვანი სამხატვრო კოლექციისთვის ფონდები გაიღო ენდრიუ მელონმა. სემუელ კრესმა მუზეუმს უსახსოვრა მისი თავდაპირველი იტალიური ხელოვნების კოლექცია.

მუზეუმი ორი ნაწილისგან შედგება, აღმოსავლეთისა და დასავლეთის შენობებისგან, რომლებიც მიწისქვეშა კორიდორითაა დაკავშირებული. მუზეუმის საწყისი შენობა (ამჟამად დასავლეთის ფრთა) გაიხსნა 1941 წლის 17 მარტს.

არქიტექტორ ჯონ რასელ პოუპის დაპროექტებული შენობა ნეო-კლასიკურ სტილშია გიგანტური სვეტებიანი პორტიკოთი და მასიური თაღით პანთეონის მსგავსად (პოუპის მეორე ღირსშესანიშნავი ქმნილების - ჯეფერსონის მემორიალის - მსგავსად), სიმეტრიული გვერდითი ფრთების გარდა. აღმოსავლეთის შენობის დიზაინი (ი. მ. პეი) ასევე გეომეტრიულია, მაგრამ უფრო ფრაგმენტული და სწორკუთხოვანია დასავლეთის შენობის ცივ კლასიკურობასთან შედარებით; ზემოდან ის ერთმანეთში გადაჯაჭვულ ალმასებს წააგავს. აღმოსავლეთის შენობა გაიხსნა 1978 წელს.

გალერეამ 1999 წელს ასევე გახსნა სკულპტურათა ბაღი დასავლეთის შენობის გვე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1730 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

  

ხედი ციდან.                                     ცვინგერი.

დრეზდენის ცვინგერი (გერმ.: Dresdner Zwinger) არის ბაროკოს სტილში აგებული სასახლე ქალაქ დრეზდენში; გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურულ-ისტორიული ძეგლი.


გვირგვინიანი კარიბჭე .

დას. ფლიგელი გვირგვინიანი კარიბჭით

მსოფლიოში სახელგანთქმული და «ცვინგერის» ყველაზე პოპულარული ნაწილია «გვირგვინიანი კარიბჭე» , რომლის წვერს ამშვენებს პოლონეთის სამეფო გვირგვინი. კარიბჭის მოპირდაპირე მხარეს მეორე პორტალია მხედრის ქანდაკებისა და თეატრის მოედნაზე ხედით.


ნიმფების აუზი .

დას. ფლიგელი გვირგვინიანი კარიბჭით.


«ნიმფების აუზი» (გერმ.: Nymphenbad) მდებარეობს «ცვინგერის» ციხესიმაგრის კედლების შიგნით ფრანგული პავილიონის უკანა მხარეს. ბალთაზარ პერმოზერის მიერ შექმნილი შადრევა ერთ-ერთი ულამაზესეთაგანია ბაროკოს შადრევნებს შორის.


ზარების პავილიონი .

«ცვინგერის» კიდევ ერთი ღირშესანიშნაობაა "ზა ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1224 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმი (the Philadelphia Museum of Art) მდებარეობს ფილადელფიის ფეარმონტის პარკში ბენ ფრანკლინის პარკვეის დასავლეთ ბოლოში, დაფუძნდა 1876 წელს ქვეყნის ას წლისთავთან დაკავშირებით და დღეისთვის აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მუზეუმია.

მნახველებისთვის კარი 10 მაისს, 1877 წელს გაიხსნა. მისი ამჟამინდელი შენობის პირველი ნაწილი, რომელზეც მშენებლობა 1919 წელს დაიწყო, 1928 წლის გაზაფხულზე დასრულდა.

ყოველწლიურად მუზეუმი 20-მდე სპეციალურ გამოფენას აწყობს და მას დაახლოებით 800.000 ადამიანი სტუმრობს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი სპეციალური გამოფენები, რომლებსაც ათასობით ადამიანი სხვადასხვა შტატიდან და საზღვარგარეთიდან დაესწრო იყო სეზანის (1996-ში, 548.000 მნახველი) და სალვადორ დალის (2005-ში, 370.000 მნახველი) ნამუშევართა გამოფენა.

ამ გამოფენების უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ მუზეუმმა მოახერხა კერძო კოლექციებიდან გამოეთხოვა მხატვართა თითქმის ყველა ცნობილი ნამუშევარი და მათი სრული კოლექცია წარმოედგინა მნახველებისთვის.

მუზეუმი განსაკუთრებით ცნობილია პენსილვანიის გერმანული ხელოვნების, მე-18 და მე-19 საუკუნეების ავეჯისა და ჭურჭლის მნიშვნელოვანი კოლექციებითა და ფილადელფიელი მხატვრის თომას იკინსის ნამუშევრებით.

მუზეუმი ცნობილია არა მხოლოდ მისი არქიტექტურითა და კოლექციებით, არამედ იმ როლითაც, რემელიც მან კინოფილმ "როკის" განთქმუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1109 | Added by: NaTia | Date: 13.05.2010

პრადო (Museo del Prado)( ესპ. prado - მინდორი, მდელო) - განთქმული მუზეუმი და ხელოვნების გალერეა მადრიდში, ესპანეთი. მასში მე-14-დან მე-19 საუკუნეებამდე ევროპული ხელოვნების მსოფლიოში საუკეთესო კოლექციაა მოთავსებული.

დაფუძნდა როგორც ფერწერულ ტილოთა და სკულპტურათა მუზეუმი, თუმცა მუზეუმს ასევე 5.000-მდე მონახაზების, 2.000-მდე ანაბეჭდებისა, 1.000-მდე მედლისა და მონეტის მნიშვნელოვანი კოლექცია გააჩნია. სკულპტურები წარმოდგენელია დაახლოებით 700-ზე მეტი ნიმუშით და რამდენიმე ფრაგმენტით. შესანიშნავი ფერწერული გალერეა, რომელიც 8.600 ნახატისაგან შედგება მუზეუმს მსოფლიო კლასის სტატუსს ანიჭებს.

პრადოს დიეგო ველასკესის და ფრანსისკო გოიას ნამუშევრებისა და ასევე ჰიერონიმუს ბოსხის (მეფე ფილიპ II-ის პირადი ფავორიტი) საუკეთესო კოლექცია აქვს ესპანეთში. მუზეუმს ელ გრეკოს, რუბენსის, რაფაელის, ტიციანის, ბართოლომეო ესტებან მურილიოს შედევრების ბრწყინვალე კოლექცია აქვს.

აქვეა ასევე მელოცო და ფორლის, ბოტიჩელის, კარავაჯოს, ალბრეხტ დიურერის, რემბრანდტის, ვერონეზეს საუკეთესო ექსპონატები.

მუზეუმის კოლექციაში ყველაზე განთქმული ექსპონატია ველასკესის "ლას მენინიას". ველასკესმა თავად დაუთმო საკუთარი საუკეთესო ნამუშევრების დიდი ნაწილი მუზეუმს და ასევე მისი დამსახურებაა მუზეუმში იტალიური ხელოვნების ნიმუშების მოზიდვა.

პაბლო პიკასოს "გერნიკა" პრადოში იყო ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 2423 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

ოკეანოგრაფიული მუზეუმი მდებარეობს მონაკო-ვილში, მონაკო. დაფუძნდა 1910 წელს მონაკოს დიდი რეფორმატორი, პრინცი ალბერ I-ის მიერ.

მუზეუმში დიდი რაოდენობით ზღვის ცხოველია თავმოყრილი (ზღვის ვარსკვლავები, ცხენთევზები, კუები, მედუზები, კიბორჩხლები, კიბოსნაირნი, გველთევზასნაირნი, ზვიგენები, და მრავ. სხვა). მუზეუმის საკუთრებაშია ასევე დიდი რაოდენობით ზღვასთან დაკავშირებული საგნები, მათ შორის გემების მოდელები, ზღვის ცხოველთა ჩონჩხები, ხელსაწყოები, იარაღი და სხვ.

მუზეუმის დირექტორი დიდი ხნის განავლობაში, 1957 წლიდან მოყოლებული იყო ჟაკ კუსტო.


უზარმაზარი ჩონჩხი.


დიდი თევზი.

Category: ენციკლოპედია | Views: 1320 | Added by: NaTia | Date: 12.05.2010

« 1 2 ... 114 115 116 117 118 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები