|
მთავარი » ენციკლოპედია

მუზეუმის ფასადი. ბრიტანეთის მუზეუმი ლონდონში გაერთიანებულ სამეფოშო, ისევე როგორც მსოფლიოში, ადამიანის ისტორიისა და კულტურის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მუზეუმია. მსოფლიოს უძველესი მუზეუმი დაარსდა 1753 წელს და ძირითადად შედგებოდა მეცნიერ-ფიზიკოსი სერ ჰანს სლოანის კოლექციისგან. მუზეუმი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1759 წლის 15 იანვარს მონტეგი-ჰაუზში, ბლუმსბერი, ამჟამინდელი მუზეუმის შენობის ადგილას.
ბრიტანეთის მუზეუმში ინახება შვიდ მილიონზე მეტი ობიექტი, რომელიც დოკუმენტური ნივთმტკიცებაა ადამიანთა მოდგმის კულტურის ისტორიისა მისი დასაბამიდან დღემდე. ნიმუშთა დიდი ნაწილი მიწისქვეშა საცავში ინახება გამოსაფენი ადგილის უკმარისობის გამო.
ბტიტანეთის მუზეუმში, ისევე როგორც ლონდონის სხვა გალერიებში, შესვლა უფასოა. თუმცა ზოგიერთი სპეციალური დროებითი გამოფენები ფასიანია.

ნორმან ფოსტერის ბრიტანეთის მუზეუმის დიდი ეზოს სახურავი.
|

ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკა (Boston Public Library) იყო პირველი საზოგადოებრივი მუნიციპალური ბიბლიოთეკა აშშ-ში, დაარსდა 1848 წელს. ეს ასევე პირველი საჯარო ბიბლიოთეკა იყო, რომელიც მკითხველს წიგნებისა და სხვა მასალის დროებით გატანის უფლებას აძლევდა.
მოცულობით 14,9 მილიონი წიგნითა თუ პერიოდული გამოცემით, ბოსტონის საჯარო ბიბლიოთეკა სიდიდით მესამეა აშშ-ში. ბიბლიოთეკის კოლექციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელევონებისა და ხელოვნების ისტორიის გამოცემები (მაკკიმის შენობის მესამე სართულზე) და ამერიკის ისტორიის გამოცემები (მნიშვნელოვანი კვლევითი ნამუშევრების ჩათვლით). აქვეა ლითოგრაფიების, ფოტოსურათების, რუკების, იშვიათი წიგნებისა და შუასაუკუნეების მანუსკრიპტების ვრცელი კოლექცია. არქიტექტურა .
ბიბლიოთეკა თავდაპირველად მდებარეობდა ყოფილ სასკოლო შენმობაში მეისონის ქუჩაზე და საზოგადოებისთვის გაიხსნა 1854 წლის 20 მარტს. მოგვიანებით იმავე წელს ბიბლიოთეკის კომისიამ ახალი შენობის აგების უფლება გასცა, რომელიც ბოილსტონისა და დარტმუზის ქუჩების კუთხეში უნდა განლაგებულიყო, კოპლის მოედანზე.
1888 წელს ჩარლზ ფოლენ მაკკიმმა, არქიტექტურული ფირმა მაკკიმი, მიდი და უაიტიდან, ახალი შენობის პროექტი შექმნა, რომლის მშენებლობა 1895 წელს დასრულდა. შენობა მოიცავდა ბავშვთა ოთახს (პირველად აშშ-ში) და ქანდაკებათა ბაღს მის ცენტრალურ ეზოში.
...
კითხვის გაგრძელება »
|

უზენაესი ჰარმონიის ტაძარი აკრძალულ ქალაქში. აკრძალული ქალაქი ან აკრძალული სასახლე (ჩინ.: 紫禁城; ნიშნავს "მეწამულ აკრძალულ ქალაქს") მდებარეობს პეკინის ცენტრში და მინის და ქინის დინასტიების დროს იმპერიული სასახლის დანიშნულებას ასრულებდა. ამჟამად სასახლის მუზეუმად არის ცნობილი. კომპლექსს 720.000 კვ.მ ფართობი უჭირავს, 800 შენობით და 8.000-ზე მეტი ოთახით. იუნესკოს მიერ შეფასებულია როგორც მსოფლიოში უდიდესი უძველეს შემონახულ ხის ნაკეთობათა კოლექცია და 1987 წელს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, როგორც "მინისა და ქინის დინასტიების იმპერიული სასახლე". სასახლის მიმდებარე ტერიტორია ტიანანმენის მოედნის ჩრდილოეთით იწყება და მასტან ტიანანმენის კარიბჭე აკავშირებს. მის ირგვლივ კი იმპერიული ქალაქი მდებარეობს.
|

აია-სოფია (ასევე ჰაგია-სოფია, ამჟამად აია-სოფიას მუზეუმი) არის ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ, ამჟამად კი მუზეუმია ქალაქ სტამბოლში, თურქეთი. მას უნივესალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული ორთოდოქსული ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული.
ტაძრის სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან - Αγία Σοφία. მისი ლათინური ექვივალენტია Sancta Sophia, ხოლო თურქული - Ayasofya.
2006 წელს აია-სოფიას მეჩეთში განახლდა მაჰმადიანური რელიგიური რიტუალების აღსრულება.
გალერეა.

მოზაიკა. 
მეორე სართულის მარმარილო. .jpg/600px-Le_24feb_a_11h23_-_Ste_Sophie_(1280x1280).jpg)
თაღის მო
...
კითხვის გაგრძელება »
|

მოაი — დაპრესილი ვულკანური ფერფლისგან დამზადებული ქვის ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე. მოაის ყველა ქანდაკი მონოლითურია, ანუ ქვის ერთი ნატეხისგან არის დამზადებული და არ არის შეწებებული ან მიმაგრებული ერთმანეთზე. წონა ზოგჯერ 20 ტონასაც აღწევს, სიმაღლე კი 6 მეტრს. ნაპოვნია 20 მეტრამდე სიმაღლისა და 270 ტონა სიმძიმის დაუსრულებელი ქანდაკება. აღდგომის კუნძულზე სულ 997 ასეთი ძეგლია. ყველა მოაი, გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, კუნძულის სიღრმისკენ იმზირება და არა ოკეანისკენ. მოაის ქანდაკებების მეხუთედი საზემო მოედნისკენ იქნა გადატანილი, სადაც მოწითალო ფერის ქვის ცილიდრი დაადგეს თავზე. დაახლოებით 95% რანო რარაკუს დაპრესილი ფერფლისგან არის ნაქანდაკევი, სადაც ახლა 394 ნიმუშიღაა დარჩენილი. როგორც ირკვევა, რანო რარაკუ მოულოდნელად დატოვებიათ, ამიტომ, იქ ბევრი დაუსრულებელი მოაი დარჩა. შეიძლება ითქვას, რომ ყველა დამთავრებული ქანდაკება რანო რარაკუდან საზეიმო ფლატფორმაზე იქნა გადატანილი აღდგომის კუნძულის მდებარეობა და მოაის განლაგების წერტილები. ახლანდელი გამოკვლევებით დადგინდა, თვალის ღრუებისთვის გაკეთებული ამონაჭდევები წინათ მარჯნებით ყოფილა ამოვსებული.
რამდენიმე ქანდაკება რეკონსტრუირებულიც არის.
ყველაზე გავრცელებუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|