|
მთავარი » ენციკლოპედია

მუზეუმის მთავარი ფასადი. cვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმი (Victoria and Albert Museum) — დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის უმსხვილესი მუზეუმი მსოფლიოში; მდებარეობს სამხრეთ კენსინგტონში, დასავლეთ ლონდონი; დაფუძნდა 1852 წელს. შესვლა 2001 წლიდან უფასოა.
მუზეუმი თავდაპირველად დაარსდა, როგორც სამხრეთ კენსინგტონის მუზეუმი 1851 წლის |დიდი გამოფენის წარმატებით ჩატარების შემდეგ, ბუნების ისტორიის მუზეუმის, როიალ ალბერტ ჰოლის, ალბერტის მემორიალისა და მეცნიერების მუზეუმთან ერთად. ერთობლიობაში ისინი ქმნიან კულტურულ დაწესებულებათა კომპლექსს, ცნობილს სახელით ალბერტოპოლისი. პირველი ხელმძღვანელი იყო სერ ჰენრი კოული, რომელიც ასევე ორგანიზატორი იყო დიდი გამოფენის და, რომელმაც მუზეუმის კოლექციისთვის რამდენიმე ობიექტი ამ გამოფენაზე შეიძინა. წლების განმავლობაში მუზეუმმა მრავალი მნიშვნელოვანი ნივთი შემატა საკუთარ კოლექციას. თავდაპირველად მუზეუმში გამოფენილი იყო ხელოვნებისა და მეცნიერების ექსპონატები, რათა მნახველი ამ დარგებში მიღწევების ნიმუშებით დაეინტერესებინა. ამ პერიოდში ითვლებოდა, რომ ეს მომხმარებელთა, მწარმოებელთა და დიზაინერთა გემოვნებას გააუმჯობესებდა, რაც ზოგადად კულტურასა და ეკონომიკასაც აამაღლებდა
|

მუზეუმი მარია-ტერეზიენ-პლაცზე, ვენა. ხელოვნების ისტორიის მუზეუმი (გერმ. Kunsthistorisches Museum) ვენაში, ავსტრია, რინგშტრასეზე მდებარეობს და ერთ-ერთი წამყვანი სახვითი და დეკორატიული ხელოვნების მუზეუმია მსოფლიოში.
მუზეუმი გახსნა 1891 წელს ბუნების ისტორიის მუზეუმთან (Naturhistorisches Museum) ერთად ავსტრო-უნგრეთის იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის მიერ. ორივე მუზეუმს იდენტური ფასადი აქვს და ერთმანეთს უყურებს მარია-ტერეზიენ-პლაცზე. ორივე შენობა აიგო 1872-91 წლებში გოტფრიდ სემპერისა და კარლ ფრაიჰერ ფონ ჰაზენაუერის პროექტით.
რინგშტრასეზე მდებარე ორივე მუზეუმი იმპერატორის ხაზინიდან დაფინანსდა ჰაბსბურგის ვრცელი კოლექციის საზოგადოებისთვის გამოფენის მიზნით. შენობების ფასადები ქვიშანარევი ქვით არის მოპირკეთებული. შენობები მართკუთხა ფორმისაა და თავზე 60 მეტრი სიმაღლის ოქტაგონალური გუმბათი ადგას. შენობების ინტერიერი მოპირკეთებულია მარმარილოთი, შტუკოს ორნამენტებით, ოქროთი მოვარაყებული და მოხატული, რაც შენობებს თავად ხელოვნების მინუშად ხდის.
მუზეუმის კოლექცია.
...
კითხვის გაგრძელება »
|

მუზეუმის შესასვლელს მძარცველებისგან იცავს ამერიკული ტანკი. ერაყის ეროვნული მუზეუმი მდებარეობს ბაღდადში, ერაყი. დაფუძნდა ბრიტანელი მოგზაურისა და მკვლევარის გერტრუდ ბელის მიერ და გაიხსნა მისი გარდაცვალების შემდეგ 1926 წელს. თავდაპირველად ეწოდებოდა ბაღდადის არქეოლოგიური მუზეუმი. მესოპოტამიის არქეოლოგიური სიმდიდრის წყალობით მუზეუმი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში. ბრიტანეთის მკვლევართან ასოციაციის გამო მუზეუმი გამოფენები ორენოვანია (არაბული და ინგლისური). მუზეუმი 28 გალერეასა და საცავში.
სპარსეთის ყურის ომის დროს 1991 წელს მუზეუმი დაიხურა აშშ-ის საჰაერო დაბომბვის შიშით. მუზეუმი ხელახლა გაიხსნა 2000 წლის 28 აპრილს ყოფილი პრეზიდენტი სადამ ჰუსეინის დაბადების დღეს.
|

დედოფალი სოფიას ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (ესპ. Museo Nacional Centro de Arte Reina Sofía) ესპანეთის მე-20 საუკუნის ხელოვნების ეროვნული მუზეუმია (შემოკლ. დედოფალი სოფიას მუზეუმი). მუზეუმის ოფიციალური ინაუგურაცია 1992 წლის 10 სექტემბერს მოხდა და სახელი ესპანეთის დედოფფლის სოფიას საპატივცემლოდ დაერქვა. მდებარეობს მადრიდში, ე.წ ხელოვნების სამკუთხედის სამხრეთ ბოლოში (მუზეო დელ პრადოსა და მუზეო თისენ-ბორნამისცასთან ერთად).
მუზეუმის მთავარ კოლექციათა შორისაა მე-20 საუკუნის უდიდეს ხელოვანთა პაბლო პიკასოსა და სალვადორ დალის ნამუშევრები. უდაოდ ყველაზე განთქმული ხელოვნების ნიმუში მუზეუმში არის პიკასოს "გერნიკა". რეინა სოფიაში ასევე ხუან გრის, ხოან მიროს, ხულიო გონზალესის, ედუარდო ჩილიდას, პაბლო პალზუელოს, ანტონი ტაპიეს, ლუციო მუნიოს და სხვა მრავალ განთქმულ მხატვართა თვალსაჩინო კოლექციებია. აქვეა თავისუფალი ბიბლიოთეკა 100.000-ზე მეტი წიგნით, 3.500 ხმისა და 1.000-ზე მეტი ვიდეო ჩანაწერებით.
მუზეუმის ცენტრალური შენობა მე-18 საუკუნეში საავადმყოფო იყო. ინტენსიური თანამედროვე რესტავრაციითა და დამატებებით ძველი შენობა მნიშვნელოვანწილად განახლდა 1980-ში. 1988 წელს ახალი მუზეუმის ნაწილიც გახსნა და ამავე წელს იგი ეროვნულ მუზეუმად გამოცხადდა. ფრანგი არქიტექტორი ჟან ნუველის პროექტის 800
...
კითხვის გაგრძელება »
|

მუზეუმის ფასადის დეტალი. ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია ბილბაოში, ბასკეთი, ესპანეთი. ის ერთ-ერთია სოლომონ გუგენჰაიმის ფონდის მუზეუმთაგან.
შენობის სტრუქტურის პროექტი ეკუთვნის ფრენკ გერის არქიტექტურულ ფირმას, საზოგადოებისთვის 1997 წელს გაიხსნა და მყისვე მოიხვეჭა მსოფლიოს ყველაზე წარმტაცი შენობის სახელი დეკონსტრუქტივიზმის სტილში. მუზეუმის შენობის დიზაინი და კონსტრუქცია ფრენკ გერის სტილისა და მეთოდის შესწავლის სანიმუშო მაგალითია. გერის სხვა ნამუშევართა მსგავსად მუზეუმის სტრუქტურა შედგება რადიკალურად ნაგები ორგანული კონტურებისგან. მუზეუმის მტკიცებით შენობას არცერთი ბრტყელი ზედაპირი არ გააჩნია მთელ სტრუქტურაში. შენობის ნაწილს ჰკვეთს ავტოსტრადა, და სტრუქტურის უდიდესი ნაწილი დაფარულია სიფრიფანა ტიტანიუმის პანელებით.  ჯეფ კუნსის ლეკვი, 1992.
შენობა, რომელიც საპორტო ქალაქში დგას, შორიდან აფრიან გემს ჰგავს. მისი ამრეკლი პანელები თევზის ქერცლს ემსგავსება, რაც გამოძახილია გერის დიზაინში განმეორებადი სხვა ორგანული ფორმების და ერწყმის მდინარე ნერვიონს, რომლის პირასაც ის მდებარეობს. შენობა იმენად ჰაეროვანია, რომ შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს დღის სხვადასხვა მონაკვეთში ფორმას იცვლიდეს, როცა ქუჩის
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|