ოთხშაბათი, 14.01.2026, 14:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სტოკჰოლმში დიდი თოვლი მოვიდა. ერთი ჩვეულებრივი შვედი დიასახლისი ასტრიდ ლინდგრენი ქუჩაში წაიქცა და ფეხი იტკინა. ექიმებმა მას წოლითი რეჟიმი გამოუწერეს. ლოგინში უსაქმოდ წოლა ფრუ ლინდგრენს მალე მობეზრდა და მან დროის მოკვლის მიზნით წიგნის წერა დაიწყო. ეს წიგნი არ იყო დასაბეჭდად განკუთვნილი. ასტრიდი საკუთარი ქალიშვილის დაბადების დღისთვის საჩუქარს ამზადებდა.

1907 წლის 14 ნოემბერს პატარა შვედური ქალაქის ვიმერბიუს გაზეთის რუბრიკაში "დაიბადნენ”, სხვა განცხადებებთან ერთად, ასეთი ტექსტიც იყო გამოქვეყნებული: "არენდატორ სამუელ ავგუსტ ერიქსონს შეეძინა ქალიშვილი ასტრიდ ანა ემილია”. ასე გამოჩნდა პირველად პრესაში მომავალი საბავშვო მწერლის სახელი. ასტრიდს "დამატებითი” ორი სახელი არ მოსწონდა – მისი აზრით ისინი ზედმეტად ხმამაღლა ჟღერდნენ. მას უფროსი ძმა და 2 უმცროსი და ჰყავდა. დროის უდიდეს ნაწილს ის სწორედ მათთან ერთად ატარებდა.

... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1436 | Added by: hooligan:) | Date: 07.04.2010

1. "მანდარინისებრი თევზი”

თევზის ყველაზე იშვიათი სახეობა, იგი ალბათ ერთადერთია, რომელიც გამოირჩევა ასეთი მრავალფეროვნებით. არსებობს მისი მხოლოდ ორი სახეობა, თუმცა ორივე ულამაზესია. სტანდარტულ სახეობას აქვს უფრო მეტი და საინტერესო მოხატულობა. ეს პატარა თევზი არ ღირს 20 დოლარზე მეტი, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა მისი პოვნაა. ისინი ჭამენ მხოლოდ პატარა უხერხემლო ცხოველებს, რომლებიც მარჯნის რიფებში ცხოვრობენ. მათი სახლის პირობებში შენახვა ძალიან რთულია. ყველა ადამიანმა უნდა ნახოს ეს გასაოცარი თევზი, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დაავიწყდეს მისი ფერთა გამა.

2. თევზი "დისკო”

მტკნარი წყლის თევზი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახეობა მტკნარი წყლის თევზებისა. ეს თევზი ფასობს ძალიან ძვირად, ერთი პატარა ღირს 50 დოლარიდან 80 დოლარამდე. ის უფრო ძვირი ღირს, ვიდრე რომელიმე სხვა მარილიანი წყლის თევზი. მისი ძალიან ბევრი ფერადი სახეობა არსებობს. მათ ჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა.

3. "ლომთევზა”

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი თევზის სახეობა. ამ თევზს შეუძლია დააჰიპნოზოს ადამიანი რომელიც უყურებს მ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2682 | Added by: NaTia | Date: 07.04.2010

  

ბანა, საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიულ ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდ. ბანის მარჯვენა ნაპირას. ამჟამად თურქეთის საზღვრებშია „ფანაკის" სახელწოდებით.
ფანაკის ჭეშმარიტ ქართულ სახელად უფრო ბანა ჩანს. „ქართლის ცხოვრებაში" ყველგან ბანა გვაქვს „…მოერთვის ჭოროხს მდინარე ბანა-ფანასკერტისა, გამომდინარე ყალნუ მთისა და მომდინარე აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. …ამ წყალზედ, მთაში არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს". ამ პუნქტის სახელი უფო ძველად მარტივად ბანა კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ ბანაკი (შდრ. აგარაკი → აგარა, მუშაკი → მუშა).

VII საუკუნის შუა წლებში აქ ააშენეს დიდი ტაძარი. ადარნასე II-ის დროს (881-923) დაარსდა ბანის საეპისკოპოსო, ხოლო ტაძარი გადაკეთდა. XI საუკუნის ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე გვამცნობს, რომ ტაძარი აუგია დავით I კურაპალატის ძეს — ადარნესე II-ს, კვირიკე ბანელის ხელით, რომელიც ბანას პირველი ეპისკოპოსი გამხდარა. გარდაცვალების შემდეგ იქვე დაუკრძალავთ. ბანა ქართველ მეფეთა საზაფხულო სამყოფი და აგრეთვე მეფეთა განსასვენებელიც იყო. X-XI საუკუნეებში ბანში მოღვაწე ზაქარია ბანელის თაოსნობით ბევრი ძვირფასი ხელნაწერი შეიქმნა.ბანის ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. დიდი ზომის მაღალ ტეტრაკონქს გარს ეკვრის თითქმის 40 მ დიამეტრის მრავალწახნაგა გარსშემოსავლელი. შუაში აღმართულია ცილინდრული გუმბათის ყელი. ტეტრაკონქის მკლავებს შორის განლაგებულია გუმბათქვეშა ბურჯები — პილონები, სადაც სამ იარუსად მოწყობილი სადგო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1128 | Added by: NaTia | Date: 07.04.2010

რა შეუძლია ანგელოზს?

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანები ირწმუნებიან,რომ პირადად შეხვდნენ არამიწიერ არსებებს და სჯერათ,რომ ისინი ანგელოზები იყვნენ. ჯოან უესტერ ანდერსონი ცნობილი მწერალია.იგი ადამიანებისა და ანგელოზების ასეთ შეხვედრებზე წერს.ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა,რაც მისი ვაჟი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.ჯოანის აზრით ის ანგელოზმა გადაარჩინა.ანგელოზი ებრაულად და ბერძნულად მაუწყებელს ნიშნავს. "ანგელოზებზე არსებულ ისტორიებში ერთი რამ ყოველთვის მაოცებს,-წერს იგი-კერძოდ ,ეს ზეციური არსებები ადამიანს დიდ განსაცდელში დასახმარებლად ან ნუგეშისსაცემად,გასაფრთხილებლად ან რჩევის მისაცემად ევლინებიან.ბევრი ირწმუნება,რომ მუდმივად გრძნობს მფარველი ანგელოზის დახმარებას.ქვეყნდა უამრავი ადამიანია,რომელსაც დახმარება სჭირდება,მაგრამ გასაკვირია ის,რომ ანგელოზები მხოლოდ ზოგიერთებს ეხმარებიან.მგონი,მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს რამდენად მორწმუნეა ადამიანი.ისინი ისეთებსაც დახმარებიან,რომლებიც იმ წუთას ღმერთზე იყვნენ გამწყრალი.დარწმუნებული ვარ,რომ გულმურალე ლოცვას ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.განსაცდელში კარგი ადამიანებიც ხვდებიან,მაგრამ ანგელოზებს მათთვის ამის არიდება არ შეუ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1151 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

 

ადამიანები უძველესი დროიდან ვაჭრობდნენ. თავიდან ვაჭრობისას ძირითადად მიღებული იყო საქონლის ნატურალური გაცვლა. მაგალითად, ერთი ხარი შეიძლება იარაღში გადაგეცვალა, ცხენის საფასურად სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ნივთი შეგეძინა და სხვა. ფული, როგორც ვაჭრობის საშუალება, შედარებით გვიან შემოიღეს.

პირველი ოქროს მონეტები მცირე აზიაში – ლიდიაში მოიჭრა. თავიდან მონეტებს ძირითადად საგარეო ვაჭრობაში იყენებდნენ. ძვ.წ. V საუკუნიდან საბერძნეთის შიდა ბაზარზე სპილენძის მონეტები გამოჩნდა.

საქართველოში პირველი მონეტა – კოლხური თეთრი – ძვ.წ. VI საუკუნიდან იჭრება. ანტიკურ პერიოდში იბერიასა და კოლხეთში გავრცელდა ბერძნულ – რომაული მონეტები.

საკუთარ მონეტებს ჭრიდნენ ქართლის ერისთავები, ერთიანი საქართველოს მეფეები, გვიან შუა საუკუნეებში ქართველი მეფე – მთავრები. ფულს ჭრიდნენ ასევე თბილისის საამიროში, არაბთა ხალიფას სახელით, ასევე დმანისში და ქალაქებშიც. საქართველოში ადგილობრივი ფულის გარდა მიმოქცევაში იყო უცხოური მონეტებიც – სასანიდური, არაბული, ბიზანტიური, თურქული, ირანული, ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს ლითონის ფული და სხვა.
მონეტა იყო ქალღმერთი იუნონას ერთ-ერთი ეპითეტი და სახელი. ლითონის ფულს მონეტა ეწოდა იმის გამო, რომ კაპიტოლიუმის ბორცვზე იუნონას – მონეტას ტაძარში მოთავსებული იყო ზარაფხანა, სადაც იჭრებოდა ფული.

Category: სტატიები | Views: 1973 | Added by: NaTia | Date: 07.04.2010

« 1 2 ... 144 145 146 147 148 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
საიტის მეგობრები