ორშაბათი, 16.06.2025, 02:28
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » სტატიები

შევიკრათ უსაფრთხოების ღვედები და გავეშუროთ ძვ. წ. 356 — 323 წლებში სადაც ზაფხული ბობოქრობდა…და არამარტო ზაფხული ,ხანა რომელიც მაკედონელის სახელითაა ცნობილი..  

ალექსანდრე დიდი, მაკედონელი დაიბადა ძვ.წ. 356 წლის 20 ივლისს მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში. ის იყო მაკედონიის მეფის ფილიპე II-სი და მისი მეოთხე ცოლის, დედოფალ ოლიმპიადას შვილი. ცნობილია, რომ იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა, ჰეროსტრატემ გადაწვა ქალღმერთ არტემიდეს ტაძარი, ეფესოში.

ბავშვობა
გადმოცემით ალექსანდრემ 10 წლის ასაკში მოათვინიერა ველური ცხენი, რომელიც ფილიპეს ერთმა თესალიელმა ვაჭარმა მიჰგვარა. მისი მოთვინიერება ვერავინ შესძლო და ამიტომ ფილიპე მის დაბრუნებას აპირებდა. პლუტარქეს გადმოცემით, ალექსანდრემ შეამჩნია, რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა. ამიტომ ის მზისკენ შეაბრუნა და დაუბრკოლებლად დაიმორჩილა. საბოლოოდ ფილიპემ ცხენი თავის შვილს უყიდა და უთხრა: "მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი საბრძანისი ქვეყანა უნდა ეძიო”
ალექსანდრემ მას ბუცეფალი დაარქვა, რაც ხარისთავას ნიშნავს.


განათლება
როდესაც ალექსანდრეს 13 წელი შეუსრულდა ფილიპემ გადაწყვიტა მასწავლებლად მოეწვია პლატონის მოსწავლე არისტოტელე, რომელიც იმ პერიოდში ყველაზე განათლებულ პიროვნებად ითვლებოდა. ცნობილია, რომ განათლების მიცემის სანაცვლოდ ფილიპე დათანხმდა აღედგინა მის მიერვე დანგრეული სტაგირე, არისტოტელეს მშობლიური ქალაქი. არისტოტელემ ალექსანდრეს ზედმიწევნით შეასწავლა მედ ... კითხვის გაგრძელება »
Category: სტატიები | Views: 1901 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010



პატარა ისტორია "Hollywood”-ის შესახებ.

წარწერა "Hollywood”-ი , Los Angeles-ის ამ პატარა გარეუბანზე, აშენებული იქნა ერთ-ერთი უძრავი ქონების აგენტის და ინვესტორის, Harry Chandler-ის მიერ 1923 წელს, რეკლამის მიზნით. მის მშენებლობაში $21.000 დაიხარჯა, რომელიც 18 თვით იყო დაქირავებული.

თუმცა თვით ჰარი არ თვლიდა, რომ ეს რეკლამა ასეთ პოპულარულობას მოიპოვებდა. "Hollywood”-ი დღესდღეობით 87 წლისაა. თავდაპირველად, აბრა იკითხებოდა როგორც "Hollywood Land”, მაგრამ 1949 წელს სიტყვა "Land” ამოღებულ იქნა და მხოლოდ "Hollywood” დატოვეს. თვით აბრა "Hollywood” დაზღვეულია "Hollywood Sign Trust”-ის მიერ, რომლის ხელშეკრულება 1995 წელს გაფორმდა.

18 სექტემბერი, 1932 წელი, Lillian Millicent "Peg” Entwistle "Hollywood”-ში წარუმატებელი კარიერის გამო, გადმოხტა ასო "H”-დან და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, 24 წლის ასაკში.

Category: სტატიები | Views: 1187 | Added by: snake | Date: 07.04.2010

ნაპოლეონ ბონაპარტეს სიტყვა, რომელიც მან სიკვდილის წინ წმიდა ელენეს კუნძულზე დაწერა

„მე ვიცნობ ადამიანებს და მე გეუბნებით თქვენ, რომ იესო არ არის ადამიანი, მას ნებავს გვწამდეს მისი, არ გვაძლევს რა სხვა საფუძველს გარდა მისი შემაძრწუნებელი სიტყვებისა: „მე ვარ ღმერთი". ფილოსოფოსებს სამყაროს საიდუმლოების ახსნა სურთ თავისი ამაო (ცარიელი) ნაშრომებით. ისინი უგუნურები არიან, მტირალ ბალღსა ჰგვანან, მთვარე რომ მოუსურვებია სათამაშოდ. ქრისტე არასდროს მერყეობდა, ის ლაპარაკობდა „ვითარცა ხელმწიფება აქუნდა". მისი რელიგია საიდულმოებაა, მაგრამ დაფუძნებულია თავისავე საკუთარ ძალაზე. ის ეძიებს და ითხოვს კაცთაგან აბსოლუტურ სიყვარულს – ყველაზე ძნელს, რაც შეიძლება იყოს ცისქვეშეთში. ალექსანდრე მაკედონელი, ცეზარი, ჰანიბალი იმარჯვებდნენ ქვეყანაზე, მაგრამ მათ არ ჰყოლიათ მეგობრები. შესაძლოა მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პატივს სცემს ალექსანდრეს, ცეზარს, ჰანიბალს.

ალექსანდრემ, ცეზარმა, კარლ დიდმა და მე დავაარსეთ იმპერიები, მაგრამ რაზე? – ძალაზე. ქრისტემ თავისი იმპერია დააარსა სიყვარულზე და მილიონები დღესაც მზად არიან თავისი ცხოვრება შესწირონ მას. მე თვითონ ისე მივიზიდე მასები, შთავაგონებდი რა მათ, რომ თავს წირავდნენ ჩემთვის, მაგრამ ამისთვის ჩემი იქ ყოფნა იყო საჭირო. ამჟამად მე წმინდა ჰელენეს კულძულზე ვარ და სადღა არიან ჩემი მეგობრები? – მე დავიწყებული ვარ და მალე ვიქცევი მტვრად, მატლის შესაჭმელად. რაოდენ დიდი უფსკრულია ჩემს უბედურ ყოფასა და ქრისტეს მარადიულ სამ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1164 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

ორი ასეული წლის წინ ლაიელმა გამოაქვეყნა თავისი ნაშრომები, რომლის უნიფორმისტულმა საბუნებისმეტყველო მეცნიერულმა თეორიებმა დაიპყრო ადამიანების შეხედულებები და პრაქტიკულად მთლიანად გაბატონდა მათზე.
მის თანახმად, სამყაროსა და დედამიწაზე მიმდინარე პროცესები ხდებოდა და მოხდება ისეთივე სახით, როგორც ხდება დღევანდელ დღეს. ლეგენდარული ბრმა ბრძენის მსგავსად , რომელიც სპილოს კუდზე ხელის შეხების შემდეგ ამტკიცებდა, რომ სპილო არის რაღაც გრძელი და წვრილი, ასევე უნიფორმიზმის პოზიციებზე მდგომი ბუნებისმეტყველნი გვიხატავენ სურათს მილიარდი წლების მშვიდ და ერთფეროვან კეთილდღეობაზე როგორც წარსულში, ასევე მომავალში.

მაგრამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი მეცნიერი უბრუნდება კატასტროფიზმის ტრადიციულ პოზიციებს. ისინი აცხადებენ, რომ დედამიწის ისტორია მოიცავს მხოლოდ ცალკეულ, შედარებით მშვიდ პერიოდებს, რომელთა შორისაც ხდებოდა როგორც ლოკალური, ასევე გლობალური მასშტაბების კატასროფული მოვლენები, და რომ სწორედ ამ კატასტროფებმა ითამაშეს განსაზღვრული როლი ჩვენი პლანეტის თანამედროვე ფორმით ჩამოყალიბებაში. კატასტროფიზმის ერთ-ერთი მომხრის ხატოვანი გამონათქვამით, ჩვენი პლანეტის გეოლოგიური ისტორია იმ ჯარისკაცის ცხოვრებას ჰგავს, რომლის ხანგრძლივი მოწყენილობის პერიოდები მოკლე საშინელი პერიოდებით იცვლება ხოლმე.

გლობალურ კატაკლიზმებზე საუბრის დაწყებისთანავე გვახსენდება მსოფლიო წარღვნა, რომელიც აღწერილია შესაქმის წიგნის VI, VII და VIII თავებში. დასაწყისში ბიბლიის კრიტიკოსებმა აღმოაჩინეს ბიბლიური გადმოცემის მსგავსი ძველ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1128 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

 11 მარტს, გამომცემლობამ ‘’წიგნები ვაკეში’’ ახალი სერიის პრეზენტაცია მოაწყო.
 სერიის "გზაში” პირველი გამოცემა ნიკო გომელაურის ლექსების კრებული ‘’რჩეულია’’, რომელიც პოეტის სამი კრებულიდან ამოკრებილ ას ოცდაათ ლექსს მოიცავს.
 კრებულში ასევე შედის ყოფილი მეუღლისთვის, მსახიობ ეკა ნიჟარაძისთვის მიძღვნილი აკროლექსებიც.
. . .
გადის ცხოვრება, გადის…
მაისი თრთოდა
სხვადასხვა ფერად,
მოხვედი, ჰოდა:
ვიყოთო ერთად…

უსიტყვოდ გენდე
(ნეტავ ვინ მთხოვა?)
და იმის შემდეგ
არ წყდება თოვა…
ცხოვრება გადიიიის…

. . .

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.

. . .
აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი…
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი…
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა…

. . .
ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი…
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში..

. . .

დაიღალა მთვარე ღამით,
დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.

დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო…

. . .

წვიმის შე ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1207 | Added by: Snookie | Date: 07.04.2010

« 1 2 ... 146 147 148 149 150 ... 154 155 »
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
საიტის მეგობრები