|
მთავარი » ენციკლოპედია


მარიამ დედოფალი ხანჯლით ჰკლავს გენერალ ი. პ. ლაზარევს, 1803 წ.
მარიამი გიორგი ციციშვილის ქალი იყო. მეფე გიორგი მეთორმეტეს პირველი ცოლი რომ გარდაეცვალა, შეირთო ეს მარიამ ციციშვილი, ლამაზი, ჯერ ისევ ნორჩი და მეტისმეტად მტკიცე ხასიათის ქალი.
მარიამი დაქვრივდა 1800 წელს და დარჩა წვრილი შვილები:მიხეილი (7 წლისა), ჯიბრაილ, ილია, ოქროპირ, ირაკლი, თამარ და ანა.
ათას რვაას სამის წლის თორმეტ აპრილს, კვირა დღეს, ამათ დედითურთ ტკბილად ეძინათ სამეფო სასახლეში.
რიჟრაჟდებოდა, ბინდს სინათლე ედავებოდა.
ვერავინ წარმოიდგენდა, თუ რა საზარლობა დატრიალდებოდა იმ საწოლში, საცა მყუდროდ ეძინა სამეფო სახლობას.
პავლე დიმიტრის ძე ციციანოვმა, იმ დროს საქ
...
კითხვის გაგრძელება »
|

როსტომ ხანი, კრისტოფერ კასტელის ნახატი. ქართლის მეფე 1633-1658 წლებში. (როსტომ-ხანი) ძე დავით XI-ისა (დაუდ-ხანისა). დაუდ-ხანს იგი შეეძინა სპარსეთში, თანწაყოლილი წავკისელი გლეხის ქალისგან. ამიტომ მას "ხარჭის ნაშობსაც” უწოდებდნენ ხოლმე. ყრმობითვე მაჰმადიანად მოინათლა და მაჰმადიანად გაიზარდა. გამეფებამდე მისი სახელი იყო ქართულად ქაიხოსრო, სპარსულად ხოსრო-მირზა. ჭაბუკობითვე ყურადღება მიიპყრო ნიჭით, ჭკუით და სიმამაცით. შაჰ აბასმა ეს "გურჯი-მირზა” 1618 წელს დანიშნა სატახტო ქალაქის, ისფაჰანის ტარუღად (მოურავად, ანუ ქალაქისთავად). 1625 წელს, მარაბდის ბრძოლაში, ხოსრო-მირზა სპარსული არმიის მარჯვენა ფლანგს სარდლობდა. იმავე წელს, ქსანზე გამართულ ბრძოლაში სააკაძისგან გარშემორტყმული ალყა გამოარღვია და სპარსთა ჯარის ერთი ნაწილი დაიხსნა სრული კატასტროფისგან. იმავე წელს შაჰ აბასმა ხოსრო-მირზა, დანიშნა ღულამთა, ანუ ყულის ჯარის მთავარსარდლად (ყულარაღასი). 1629 წელს, უკვე სიკვდილის სარეცელზე მწოლარე შაჰ აბასმა ანდერძის ხოსრო-მირზას მიანდო მისი შვილიშვილის, საამ-მირზას აყვანა შაჰის ტახტზე. ხოსრომ შეასრულა მომაკვდავის ნაანდერძევი. ახალ შაჰს ანდერძით სახელი შეუცვალა
...
კითხვის გაგრძელება »
|

ქეთევან დედოფალი, ასევე ქეთევან წამებული (გ.ძვ. სტ. 13 სექტემბერი/26 სექტემბერი, 1624), კახეთის მეფის დავით I-ის მეუღლე, აშოთან მუხრანბატონის ასული. 1605, როცა დავითის ძმამ, კონსტანტინემ მეფე ალექსანდრე II და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა, ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა კახთა ანტიირანულ გამოსვლას და დაამარცხა კონსტანტინე. 1606 შაჰ-აბას I-მა კახეთის მეფედ დაამტკიცა ქეთევან დედოფალის ვაჟი თეიმურაზ I, მაგრამ ვინაიდან თეიმურაზი სულ ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა, 1614 თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა, ქეთევან დედოფალი განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620 კი შირაზს გაგზავნეს.
თეიმურაზმა რუსეთის დახმარებით სცადა ქეთევან დედოფალის განთავისუფლება. მაშინ შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს ქეთევან დედოფლის გამაჰმადიანება ან მოკვლა უბრძანა. ქეთევან დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც იგი საშინელი წამებით მოკლეს. გოის ავგუსტინელთა კოლეგიის ბერებმა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები სპარსეთიდან გაიტანეს. შემდეგ ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის ტაძარში, დაიკარგა 1723), ინდოეთში (გოა და-გრასის მონასტერი), რომსა (წმ. პეტრ
...
კითხვის გაგრძელება »
|

ვახტანგ VI ბაგრატიონ-მუხრანელი (1675-1737), ქართლის გამგებელი (ჯანიშინი) 1703-1714 წლებში, მეფე 1716-1724 წლებში. გიორგი XI-ის ძმის ლევანის ძე. სულხან-საბა ორბელიანის აღზრდილი.
ვახტანგ VI-ის მეფობის ხანა გამორჩეულია საქართველოს ლიტერატურული და ინტელექტუალური აღორძინების დაწყებით.
სულხან-საბა ორბელიანისა და ანტონ კათოლიკოსის გვერდზე ვახტანგი ითვლება ახალი ქართული ლიტერატურის სულისჩამდგმელად.
1703 წელს ირანის შაჰმა მეფობა გიორგი XI-ს დაუბრუნა, მაგრამ იგი ირანში დატოვა, ხოლო ქართლში ჯანიშინად (მოადგილედ) ვახტანგ VI დანიშნა.
იგი იბრძოდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენისა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის. მან თავიდან მოიცილა ქართლის სამეფო კარზე მოკალათებული მერყევი და საეჭვო ელემენტები, გააუქმა ქვეყანაში ფეხმოკიდებული ირანულ-ყიზილბაშური წესები, აღადგინა ქართულ-ეროვნული წეს-ჩვეულებები, "მცველთა ჯარის” ანუ სამეფო გვარდიის შექმნით დათრგუნა ურჩი ფეოდალები და ფართო ბრძოლა გააჩაღა ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიურ და კულტურულ განვითარებისათვის. მნიშვნელოვანი იყო სარწყავი არხებისა და სავაჭრო-სამიმოსვლო გზების მშენებლობა, სამეფო-დომენური მეურნეობის მოწესრიგება და გადართოება. სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის მოხელეთა უფლებებისა და ფუნქციების განსაზღვრა და სხვ., რაც მის მიერ შედგენილ დასტურლამალში აისახა.
ვახტანგ VI-ის თაოსნობით შექმნილი კანონთა კრებულ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ლუარსაბ II (1592-1622)

ძე გიორგი XIისა, ქართლის მეფე 1606-1614 წლებში. მის დროს ქართლი ირანის ვასალი ქვეყანა იყო. მეფედ იგი შაჰ აბასმა დაამტკიცა 14 წლის ასაკში. ევალებოდა ეომა სპარსთა მხარეზე სპარსეთ-ოსმალეთის მიმდინარე ომში. 1607 წელს შაჰ აბასმა ცოლად შეირთო ლუარსაბის და, ლელა-თინათინი (ახალი სპარსული სახელით ფათმა სსულთან ბეგუმ). 1609 წელს, ტაშისკართან გამართულ დიდ ბრძოლაში ოსმალთა და ყირიმელ თათართა განადგურებისას, ჭაბუკი ლუარსაბი გმირულად იბრძოდა გიორგი სააკაძესთან ერთად. 1610 წელს აზერბაიჯანში ჩამოსულმა შაჰ აბასმა ქართლ-კახეთის მეფენი, ლუარსაბი და თეიმურაზი, «სამეჯლისოდ» მიიწვია. ლუარსაბი დედასთან, დედოფალ თამართან ერთად ეწვია შაჰს. «ირანის ლომი» დიდი პატივით შეხვდა სტუმრებს. ლუარსაბმა «სიძის სიყვარულით». ისარგებლა და ტფილისიდან სპარსელთა ციხიონის გაყვანა თხოვა. შაჰ აბასმაც უარი აღარ თქვა და საქართველოს სატახტოც გათავისუფლდა. მომდევნო 1611 წელს მოხდა სამი ქორწინება; აქედან ორი შაჰ აბასის ნებით: ქვრივმა თეიმურაზ კახთა მეფემ ცოლად შეირთო ლუარსაბის მეორ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|