|
მთავარი » ენციკლოპედია

თენგიზ აბულაძე – Tengiz Abuladze (1924-1994)
ცნობილი კინორეჟისორი თენგიზ ევგენის ძე აბულაძე დაიბადა 1924 წლის 31 იანვარს. 1943–46 სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1953 დაამთავრა საკავშირო კინომატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩის სახელოსნო). კინორეჟისორ რეზო ჩხეიძესთან ერთად გადაიღო დოკუმენტური ფილმები: "ჩვენი სასახლე” (1953), "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი” (1954) და მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა” (1955, ე. გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით; მთავარი პრიზი "ოქროს პალმის შტო” კანის IX საერთაშორისო ფესტივალზე და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო ფესტივალზე, ორივე 1956). აბულაძის პირველი დამოუკიდებელი ფილმია "სხვისი შვილები” (1958; საპატიო დიპლომი ტაშკენტის აზიისა და აფრიკის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1958; ფინეთის ჟურნალისტთა და კინომატოგრაფისტთა კავშირების დიპლომები ჰელსინკის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1959; დიპლომი ლონდონის პრემირებული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე და II პრემია "ვერცხლის ნეადა” პორეტა–ტერმის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ორივე 1960; პრემია თეირანის საერთაშორისო კ
...
კითხვის გაგრძელება »
|

მიხეილ თუმანიშვილი (1818 — 1875) მიხეილ თუმრნიშვილის სახელი XIX საუკუნის პირველ ნახევარში ქართული რომანტიზმის ისტორიასთანაა დაკავშირებული, ხოლო ამავე საუკუნის მეორე ნახევრიდან იგი რეალისტური ხელოვნების პრინციპების დამცველად გვევლინება და ერთი პირველთაგანია იმ მცირერიცხოვან მწერალთა შორის, რომლებიც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ხელს უწყობს ქართული კრიტიკისა დაპუბლიცისტიკის განვითარებას.
იმ გვარმა, რომელსაც პოეტი ეკუთვნოდა, ძველიდანვე გამოიჩინა თავი მწერლობაში, ხოლო, ოფიციალური მდგომარეობის მიხედვით, მის წარმომადგენლებს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში (დაახლოებით, მე-15 საუკუნიდან) საქართველოს სამეფო კარის მდივნის თანამდებობა ეჭირათ.
ამ თანამდებობას ასრულებდა რუსეთთან საქართველოს შეერთებამდე მიხეილის მამა თავადი ბირთველ თუმანიშვილიც, ხოლო შეერთების შემდეგ, 1802 წელს, იგი დაინიშნა დუშეთის მაზრის თანამსაჯულად; რამდენიმე წლის განმავლობაში ბირთველი ქალაქის უფროსადაც იყო გორში; ბოლოს კი მან თავი დაანება სამსახურს და ხელი მოჰკიდა მეურნეობას. დედა მიხეილისა, ანა, სომხეთის მელიქის ათანასე მირიმანოვის ასული, თავის დროისათვის განათლებული ქალი ყოფილა და, უმთავრესად, იგი ხელმძღვანელობდა შვილების აღზრდას. თუმანიშვილის ოჯახ
...
კითხვის გაგრძელება »
|

კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე დაიბადა 1870 წლის 16 იანვარს (28 იანვარი) სოფ. ლესაში (ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი).
ადრეული წლები კიტა აბაშიძის მშობლები გურიიდან იმერეთში გადასახლდნენ და შორაპნის მაზრის სოფელ კაცხში სახლდებიან, აბაშიძეების საგვარეულო მამულში, სადაც გაატარა კიტამ ბავშვობის წლები.
კიტას მამა, გიორგი აბაშიძე, იყო იმერეთში საკმაოდ ცნობილი თავადის, ივანე დავითის ძე აბაშიძის უმცროსი შვილი. გიორგი აბაშიძე ქართველ დიდგვაროვანთა წოდებას განეკუთვნებოდა და იგი, ისევე როგორც თავადაზნაურობის დიდი ნაწილი, გაღარიბებული იყო, ამიტომ მუხლჩაუხრელად შრომობდა მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე რაჭაში. გიორგი აბაშიძე 1874 წელს გარდაიცვალა, მაშინ კიტა 4 წლისა იყო. კიტას ჰყავდა ორი უმცროსი და: ეკატერინე და პოლინა. ოჯახის მთელი სიმძიმე კიტას დედას, 25 წლის სოფიო გურიელს დააწვა მხრებზე. იგი ცდილობდა არაფერი მოეკლო ბავშვებისათვის. დედა-შვილის ურთიერთობაში განსაკუთრებული სითბო და სინაზე იგრძნობოდა. ეს ურთიერთობა მათ სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვათ. კიტა დედას სიყვარულით სავსე ბარათებს უგზავნიდა ქუთაისიდან, თბილისიდან , ოდესიდან, პეტერბურგიდან, კონსტანტინეპოლიდან, პარიზიდან, რომიდან. 9 წლის კიტა თავის დას სწერდა: "ჩვენ რომ დედა გვყავს, კატო ჩემო, იმისი ღირსი ჩვენ არა ვართ.” დედის შვილისადმი ტრაგიკული სიყვარულის ნათელი მაგალითია სოფიოს აღსასრული: მას შემდეგ, რაც 1917 წელს ერთადერთი ვაჟი გარდაეცვალა, სოფიომ, ზუსტად ე
...
კითხვის გაგრძელება »
|

ადრეული წლები(1900-1965). ბაიერნის პირველი გუნდის ისტორია იწყება 1899 წლიდან. მისი დაარსება დაკავშირებულია ფრანც ჯონსის სახელთან. გარდა ამისა, იყო კიდევ 18 ფეხბურთელი, ვინც საფუძველი ჩაუყარა ბაიერნს.
გუნდის აღზევება დაიწყო 1907 წელს, როდესაც ბაიერნი ახალ ბაზაზე გადავიდა ლეოპოლდშტრასეზე. გუნდის პირველ მიღწევად მიუნხენური ფეხბურთის ლიდერობა იქცა. ბაიერნი პოპულარული გახდა 1910 წელს, როდესაც გუნდმა აღმოსავლეთის მიწების თასი მოიგო. მომდევნო გათამაშებაში კი მიუნხენელებმა ისე დაიცვეს ტიტული, რომ არც ერთი შეხვედრა არ წაუგიათ. მოგვიანებით გუნდში გამოჩნდა გერმანიის ნაკრების პირველი ფეხბურთელი მაქს გაბლონსკი. ამ მოვლენის შემდეგ საქმე კიდევ უფრო უკეთესად წავიდა. 1920 წლისათვის ბაიერნში გაწევრიანებული იყო 700-ზე მეტი წევრი. 1926 წელს ბაიერნმა მოიგო სამხრეთის მიწების ჩემპიონატი, ხოლო 1932 წელს პირველად მოიგო გერმანიის ჩემპიონის პირველი ტიტული, მოუგო რა ფრანკფურტის აინტრახტს 2:0. გოლები გაიტანეს რორმა და კრუმმა, გუნდის ლიდერები იყვნენ ჰაიდკამფი და ბრაინდლი. გუნდის მწვრთნელად, მასაჟისტად, მენეჯერად და ხელმძღვანელად მუშაობდა რიჩარდ დომბი. მეორე მსოფლიო ომმა ძალზე დიდი გავლენა იქონია ყველაფერზე, მათ შორის სპორტზე. მან დიდი ხნით
...
კითხვის გაგრძელება »
|

ინტერნაციონალე (შემოკლებით ინტერი, ოფიციალური დასახელება Football Club Internazionale Milano) – მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი, უპოპულარესი და უმდიდრესი საფეხბურთო კლუბი იტალიის ქალაქ მილანიდან. 2009 წლის მონაცემებით: იტალიის შიდა ტურნირებში: 17-გზის ჩემპიონი, 5-გზის თასის მფლობელი, 4-გზის სუპერთასის მფლობელი; საერთაშორისო ტურნურებში: 2-გზის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1964, 1965), 3-გზის უეფას თასის მფლობელი (1991, 1994, 1998), 2-გზის საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი.
მთელი ისტორიის მანძილზე შიდა ტურნირებში მიღწეული წარმატებებით იტალიაში მე-2 კლუბია, ხოლო საერთაშორისო ტურნირებში მიღწეული წარმატებებით ევროპაში მე-8 კლუბი.
მეტსახელი ნერაძური (Nerazzuri), ანუ შავ-ლურჯები, კლუბის ფეხბურთელთა ფორმის ფერებიდან მომდინარეობს. ასევე გააჩნია მეტსახელები ბენეამატა (Beneamata, სანატრელი) და Biscione (მილანის ერთ-ერთი სიმბოლოს, მილანის საჰერცოგოს გერბზე გამოსახული დიდი მახრჩობელა გველის დასახელება იტალიურად).
კლუბის პრეზიდენტი და აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელია მასიმო მორატი, რომლის მამის – ანჯელო მორატის სახელს უკავშირდება დიდი ინტერის ოქროს ხანის დიდი წარმატებები. მორატების საფეხბურთო იმპერიის ყოველწლიური შემოსავალი მინიმუმ 250-300 მილიონი ევრ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|