|
მთავარი » ენციკლოპედია

ჰამლეტ გონაშვილი – Hamlet Gonashvili (1928–1985). მანანა ახმეტელი – ჰამლეტ გონაშვილი _ მომღერალი და ადამიანი
1985 წლის შემოდგომაზე მშობლიურ მიწას მივაბარეთ ქართველი ხალხის საყვარელი მომღერალი _ ჰამლეტ გონაშვილი.
და დღეს, როცა გავყურებ წარსულს, ფიქრი ფიქრს მოსდევს, მოგონება მოგონებას და თანდათან ცოცხლდება ამ უნიკალური ადამიანისაგან მიღებული შემოქმედებითი და ცხოვრებისეული შთაბეჭდილებები. უცნაურია, მაგრამ გამიჭირდა ამ შთაბეჭდილებების ერთმანეთთან დაკავშირება. ვერ გავდე ხიდი ჰამლეტ გონაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას შორის.
და უცბად, ვიგრძენი, რომ მასში ცოცხლობდა ორი პოეტი, ორი უზომოდ თავისებური და კეთილშობილი პიროვნება: გონაშვილი_მომღერალი და გონაშვილი_ადამიანი. განსხვავებული მეჩვენა მათი მისწრაფებები, არსებობის წესი, ცხოვრების გზები. ეს, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი დარჩებოდა იმათთვის, ვინც უშუალოდ არ იცნობდა ამ საკვირველ კაცს, რომელიც ადამიანებში წმინდა მუსიკალურ ცნობისმოყვარეობას აღვივებდა და მხოლოდ სრულქმნილი, ზებუნებრივი სიმღერის სიმბოლოდ აღიქმებოდა.
გავვოცდი, როცა აღმოვაჩინე, რომ გონაშვილი_ადამიანი განცალკევებით ცხოვრობდა გონაშვილი_მომღერლისაგან და დღენიადაგ ეტრფოდა რაღაც სხვა არამუსიკალურ იდეალებს. არადა, დღეს სწორედ ეს არამუსიკალური მისწრაფებები გვიქმნის წა
...
კითხვის გაგრძელება »
|

რატი ამაღლობელი: "გაზაფხულის უვერტურა”.
ისევ მაისობს სამაიის ისამანი, მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება. დავტოვე ჩემი მწუხარების მყუდრო სავანე, ისევ მაისობს სამაიის ისამანი. ღმერთო! სამშვინველს გაზაფხულის მიეც დიდება და ბროწეულის ბაღებისკენ გზები სავალი. მზე ტყეებისკენ მწვანე მზითვებს მიეზიდება, ისევ მაისობს სამაიის იასამანი.
* * *
რატი ამაღლობელი: "არანაირი ცის”

ბინდი, მხატვარი რუსუდან ჯავრიშვილი. არანაირი ცის
...
კითხვის გაგრძელება »
|

ვახუშტი კოტეტიშვილი – Vakhushti Kotetishvili (1935-2008)
`ჩემი ბინის ოთახები ვეღარ იტევს სხვადასხვა ფერის, ზომისა თუ სისქის რვეულებს, უბის წიგნაკებს, ბარათებსა თუ ფარატინა ფურცლებს. დატენილსა და დაბერილ საქაღალდეებს ყელში სჩრიათ აცაბაცა, ბატიფეხურით ნაწერი ლექსები, თქმულება-ლეგენდები, შელოცვები, ანდაზები თუ ნაკვესები… ეს ყველაფერი ყოველდღიურად იზრდება, მრავლდება, ხვავდება და ბოლო აღარ უჩანს, ლამის ქვეშ დაგვიტანოს მთელი ოჯახი. გზავნიან ფოსტით, მოაქვთ პირადად, ხელიდან ხელში, ან ატანენ ვინმეს, ელიან პასუხს. მოხუცნი თუ ახალგაზრდანი, თვით ავტორნი თუ მათი მემკვიდრენი, გათვითცნობიერებული ჩამწერ-შემკრებნი თუ შემთხვევითი პირები, რომელთაც სადღაც, ოდესღაც, როგორღაც ვიღაცისგან სმენიათ, მოუკრავთ ყური, ჩაუწერიათ და არ უნდათ, რომ დაიკარგოს…
იქნება რამეში გამოგადგეთო, – იტყვიან მორიდებით და გიტოვებენ ძველი სკივრებიდან ამოლაგებულ პაპებისა და მამა-ბიძების მიერ ჩაწერილ მასალებს, რომელთაგან ზოგჯერ მართლაც საოცარი სხივი გამოკრთება ხოლმე, ჩაუმქრალი სხივი ალალად ნათქვამი სიტყვის მადლისა. წერილები… ზოგ კონვერტს აწერია ჩემი ბინის მისამართი, ზოგს უნივერსიტეტისა ან ტელევიზიისა, ზოგსაც მთარგმნელთა კოლეგიისა თუ ასოციაციის, ხოლო ზოგიერთს კი პირდაპირ: თბილისი. ვახუშტი კოტეტიშვილს. ყოველგვარი მისამართის გარეშე. და მაინც მოდის, გზას მოიკვლევს, არ იკარგება…~
* * * ნელ-ნელა მისი სახლი ზნე
...
კითხვის გაგრძელება »
|

გამოჩენილი დირიჟორი, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977). საქართველოს და სსრკ-ს სახალხო არტისტი, ანსამბლ ”შვიდკაცას” შემქმნელი ჯანსუღ კახიძე – ქართული მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მან დაამთავრა ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი (1963 წ. სპეციალობით სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, ო.დიმიტრიადის კლ) და სწავლა განაგრძო მოსკოვში ცნობილ ფრანგ დირიჟორთან იგორ მარკევიჩთან.
1955-57 წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფო კაპელის დირიჟორი; მოგვიანებით კი მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი (1957-62 წწ). სხვადასხვა წლებში ჯ.კახიძე იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი (1962-71 წწ), მთავარი დირიჟორი (1965-68 წწ) და სამხატვრო ხელმძღვანელი (1982-2002 წწ). 1971-73 წლებში მუშაობდა ქ. ლოძისა და ვარშავის (პოლონეთი) საოპერო თეატრებში; აღსანიშნავია, რომ მისი პოლონეთში მოღვაწეობის პერიოდში პირველად დაიდგა საზღვერგარეთ ქართული ოპერა ზ.ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი”.
1973-1993 წწ ჯ.კახიძე საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი იყო. 1993 წლიდან კი ჩამოაყალიბა ”თბილისის სიმფონიური ორკესტრი”. ჯ,კახიძის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობდნენ ყოფილი საბჭოთა
...
კითხვის გაგრძელება »
|
 
გამოჩენილი ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი უშანგი ჩხეიძე 1898 წლის 28 ნოემბერს დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში. ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის დროს მონაწილეობდა მოსწავლეთა სპექტაკლებში. 1919 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა გ. ჯაბადარის ხელმძღვანელობით არსებულ დრამატულ სტუდიაში.
თავდაპირველად მსახიობი მონაწილეობდა მუშათა თეატრების (ავჭალის აუდიტორის, ავლაბრის თეატრი, თბილისის მუშათა ცენტრალური კლუბი) წარმოდგენებში. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული დრამის, ხოლო 1921 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში.
როგორც თეატრმცოდნეები ერთხმად აღნიშნავენ, უშანგი ჩხეიძე, როგორც მსახიობი, გამოირჩეოდა მგზნებარე ტემპერამენტით, განცდის სიმართლით, არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობით და ფართო არტისტული დიაპაზონით. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა ვაჟკაცური ტონით, გმირული სულისკვეთებით, იუმორით. მსახიობი თანაბარი წარმატებით ასრულებდა ტრაგიკულ და კომიკურ როლებს: ვიქტორი და არისტო (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება” და "სამანიშვილის დედინაცვალი”), ელიზბარი (ს. შანშიაშვილის "მათრახის პანაშვიდი”), მეფე ჯიმშერი (ი. გედევანიშვილის "სინათლე”), ინკუბუსი (ს. შანშიაშვილის "ლატავრა”), ფილი კულენი (ჯ. სინგის "გმირი”) და სხვა.
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|