|
მთავარი » ენციკლოპედია
 წმინდა ათონი (ბერძნულად „აგიონ ოროს", რაც წმინდა მთას ნიშნავს) აღმოსავლეთ საბერძნეთში, ქალკედონიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილს წარმოადგენს, რომელიც ღრმად არის შეჭრილი ეგეოსის ზღვის ზურმუხტისფერ წყლებში. მთის სიგრძე დაახლოებით 80 კმ, ხოლო სიგანე 12 კმ-მდეა. სიმაღლე კი 2033 მ-ია ზღვის დონიდან. მიუხედავად იმისა, რომ ათონი ნახევარკუნძულია, იქამდე მიღწევა მხოლოდ ზღვით, ან საჰაერო გზით არის შესაძლებელი (ვერტმფრენით).
ათონი დამოუკიდებელი მონაზვნური რესპუბლიკაა. იგი განსაკუთრებული მართლმადიდებელი მონაზვნური გაერთიანების მფლობელობაში იმყოფება. ათონზე უმაღლესი ეკლესიური ძალაუფლება ეკუთვნის არა ელადის, არამედ კონსტანტინოპოლის პატრიარქს, როგორც ბიზანტიურ ეპოქაში იყო.
ათონის მთა, ისევე როგორც ივერია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის წილხვედრ მიწად ითვლება. გადმოცემის თანახმად, მაცხოვრის მიერ მკვდრეთით სასწაულებრივად აღდგენილი ლაზარე, რომელიც მოციქულ ბარნაბას ხელდასხმით იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი გახდა, კუნძულ კვიპროსზე ცხოვრობდა და არ შეეძლო იერუსალიმში დაბრუნება, ვინაიდან იუდეველები მას მოსაკლავად ეძებდნენ. იგი ძლიერ განიცდიდა, რომ მოკლებული იყო ღვთისმშობლის ხილვის მადლს.
ყოვლადწმინდამ შეიტყო ამის შესახებ და მისწერა ლაზარეს მანუგეშებელი წერილი. იგი გამოთქვამდა სურვილს, თავად გამგზავრებულიყო კვიპროსზე და სთხოვდა ლაზარეს ხომალდი გამოეგზავნა მისთვის. ხომალდი დაუყოვნებლივ აღიჭურვა და გაიგზავნა ღვთისმშობელთან.
ეკლესიის გადმოცემის
...
კითხვის გაგრძელება »
|
 დედამიწაზე არსებობს ისეთი ადგილები, სადაც ზეციური მადლი საოცრად ერწყმის ქმნილების სილამაზეს, ხოლო მიწიერ საბოძვართა სიმდიდრე უმაღლესი მოღვაწეობის სულთან არის შეზავებული. ასეთი ადგილია წმინდა მეტეორა - მთიანი სამონაზვნო ქვეყანა, მეორე, წმინდა ათონის მთის მართლმადიდებლური სამონაზვნო ცენტრის შემდეგ.
კლდეები - ქვის გიგანტები - დიდებულად გაქვავებულან მიწასა და ცას შორის, თითქოს შესაქმის წიგნის გადაშლილ ფურცელს წარმოადგენენო.
 მეტეორაზე ასვლა დღეისათვის არც ისე ძნელია - მთაგორიან ფერდობებზე მიემართება საავტომობილო გზების სერპანტინები, ხოლო მონასტერში ასასვლელად კლდეებში გაჭრილია კიბე. მაგრამ ასვლის ყველა ეს მოხერხებული მეთოდი შედარებით ახალია, XX საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა. მანამდე მხოლოდ დაწნული კალათის ზევით აწევით და მხურვალე ლოცვით, რათა თოკი არ გაწყვეტილიყო, შეეძლო მსურველს მონასტერში მოხვედრა.
რუსანუს დედათა მონასტერი
 მეტეორა საბერძნეთში, თესალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ისტორიული მონაცემების მოწმობით პირველმა მოღვაწეებმა კლდოვან მღვიმეებში XI საუკუნიდან დაიწყეს დამკვიდრება. XI საუკუნის ბოლოს და XII საუკუნის დასაწყისში დუპიანის ანდა სტაგონის სკიტში ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ მცირე სამონაზვნო
...
კითხვის გაგრძელება »
|

ქოზიფას მამათა მონასტერი მდებარეობს ქარელის რაიონში, ძამის ხეობის სიღრმეში, ზღვის დონიდან 1400 მეტრზე. მთელი კომპლექსი, რომელშიც ხუთი ეკლესია შედის, განლაგებულია მაღლობ ადგილზე, შუაგულ ტყეში. ტაძრები აგებულია სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში და მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. პირველი ეკლესიის მშენებლობა VI-VII საუკუნეებით თარიღდება. აღმშენებლობა განსაკუთრებით XIII საუკუნეში გაძლიერებულა და გამშვენებულა სამონასტრო კომპლექსი. ტაძართა შორის ყველაზე დიდი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის მთავარი ეკლესიაა. აღნიშნულ ტაძარზე იასონ ციციშვილი 1897 წელს წერდა: „მისმა ხელოვნებამ და ხუროთმოძღვრების გეგმამ, არა მგონია, რომ კაცი არ გააკვირვოს. არც მგონია, რომ მისი შესადარი ძვირფასი ხელოვნებისა სადმე მთლათ საქართველოში მოიძიებოდეს".
 ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია ნაგებია ბაზალტის კარგად დამუშავებული ქვით. იგი თავის დროზე მოხატული ყოფილა, რომლის კვალიც დღეს აქა-იქ თუ შეიმჩნევა. საუკუნეებს შემოუნახავთ ერთ ქვაში გამოკვეთილი წმინდა ტრაპეზი, რომელიც დღესაც ურყევად დგას. აქვეა უძველესი ხის საწიგნური და მოჩუქურთმებული კანკელის ქვა. სამონასტრო კომპლექსის მეორე - წმ. შიო მღვიმელის სახელობის ეკლესია - თითქმის უვნებლადაა დაცული, რომელშიც საოცარი მყუდროება და სიწმინდე სუფევს. მესამე - ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძარი - დრო-ჟამის ულმობლობას საკმაოდ დაუზიანებია, ხ
...
კითხვის გაგრძელება »
|

შიომღვიმის მონასტერი მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სარკინეს (ახალტბის) ქედის სამხრეთ კალთაზე. მონასტერი დაარსებულია VI საუკუნის შუახანებში, სირიიდან მოსული ბერის შიოს მიერ, რომელმაც სიცოცხლის ბოლო ორი წელი მონასტრის შუა ნაწილში მდებარე ბნელ მღვიმეში გაატარა და იქვე დაიკრძალა.
სამონასტრო კომპლექსის უძველესი ნაგებობაა ჯერ კიდევ წმიდა შიოს სიცოცხლეში, 560-70-იან წლებში აშენებული წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომლის ქვედა ნაწილი საგანგებოდ გაკაფულ კლდეში არის ამოყვანილი. ეკლესია „თავისუფალი ჯვრის" ტიპისაა. ნაგებია ნატეხი ქვით.
შიომღვიმის მონასტერი XX საუკუნის დასაწყისში
 1010-1033 წლებში კათალიკოსმა მელქისედეკ I ეკლესიაში გააკეთებინა კანკელი, რომელიც შედგება ოთხი მოჩუქურთმებული ფილისაგან, რომელზედაც რელიეფური გამოსახულებებია - ძველი აღთქმის სქემა, ჯვარცმა, წმიდა სიმეონ მესვეტე და მართა, წმიდა შიოსა და ევაგრეს შეხვედრა (მცხეთელი დიდებული, რომელიც წმიდა შიომ ბერად აღკვეცა). ეს რელიეფები შუა საუკუნეების ქართული სკულპტურის საუკეთესო ნიმუშთა რიცხვს განეკუთვნება (ინახება ხელოვნების მუზეუმში).
XI ს-ის ბოლოს წმიდა შიოს მღვიმის თავზე, ნათლისმცემლის ეკლესიის დასავლეთით, აშენდა გრძელი უაფსიდო ეგვტერი. მღვიმე, რომლის ცენტრშიც არის წმიდა შიოს საფლავი, 11 მეტრის სიღრმისაა. იგი ზემოთკენ ჭასავით ვიწროვდება და იხსნება ეგვტერ
...
კითხვის გაგრძელება »
|

მტკვრისა და არაგვის შესართავთან, ქართველთა ნათლობის წმიდათა-წმიდა ალაგას აგებული წმიდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია, ერთ-ერთი უძველესია მცხეთაში. ადგილის სახელწოდების მიხედვით, სტეფანწმინდის ტაძარი ანტიოქიის სახელითაცაა ცნობილი. როგორც „ქართლის ცხოვრება" მოგვითხრობს, იგი IV-V სს-ში, წმიდა მირიან მეფის შვილთაშვილსა და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის პაპას, არჩილ მეფეს აუგია სპარსელების განდევნის შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად: „მაშინ არჩილ მეფემან აღაშენა ეკლესია სტეფანწმიდისა მცხეთას, კართა-ზედა არაგჳსათა".
 ტაძრის ხუროთმოძღვარი ყოფილა ბერძენი ოსტატი ავერლიოს აქოლიოსი, მისი სახელი შემოგვინახა ტაძრის ზღურბლში ჩატანებულმა ქვაქვიშის ბერძნულენოვანმა წარწერამ.
VIII ს-ში, საქართველოში მურვან-ყრუს გამანადგურებელი ლაშქრობების დროს, ტაძარი გადაიწვა. XV-XVIII სს-ში იგი საფუძვლიანად შეუკეთებიათ.
XX ს-ის 90-იან წლებში, „გაერთიანებული ქართული ბანკის" საქველმოქმედო ღვაწლით, შეილესა და მოიხატა ტაძრის ინტერიერი (ხატმწერი ირაკლი ცინცაძე), შემოიზღუდა ეზო, აიგო საცხოვრებელი სახლი.
2002 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით, სტეფანწმიდის ტაძარი გადაეცა სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერს. ამავე წელს, მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია ქეთევანის (კოპალიანი) და მოძღვრის, არქიამნდრიტ მიქაელის (გ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|