|
მთავარი » ენციკლოპედია

მცირე ისტორიული ექსკური
ლაზებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ საქართველოს ისტორიაში. ლაზეთი ძველი საქართველოა, მისი მიწა შესაძლოა უფრო ქართულია, ვიდრე დანარჩენი საქართველო, რადგან ამ მიწიდან წამოვიდნენ ბაგრატიონები, აქ ჩაეყარა გრიგოლ ხანძთელის ეპოქაში საფუძველი საქართველოს გაერთიანებს, აქედან იყო შოთა რუსთაველი და პირველად ამ მიწაზე დაადგა ფეხი წმინდა ნინომ… ასე რომ ტაო-კლარჯეთი და ლაზიკა მარტო ქართული მიწა კი არა, მისი გულია…
ლაზები წყაროებში პირველად ძვ. წ. I საუკუნეში იხსენიებიან. ძვ. წ. I საუკუნის ბოლო პერიოდიდან ლაზები მნიშვნელოვან ეთნიკურ და პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ. ამ პერიოდში, როდესაც კოლხეთის სამეფოს რომაელები შემოესივნენ, კოლხებმა ნდობა დაკარგეს რომის წინაშე და სამეფოს ხელისუფლების ჰეგემონია კოლხების მონათესავე ტომის ლაზების ხელში გადავიდა, რომელნიც რომის ბატონობის პერიოდში დაწინაურდნენ და მეფეებსაც ამ ტომიდან ირჩევდნენ. პოლიტიკური მესვეურობის კოლხებიდან ლაზების ხელში გადასვლას თვით სახელმწიფოებრივი სახელწოდების შეცვლაც მოჰყვა და ამიერიდან რომაელებმა მას, ნაცვლად კოლხეთისა, ლაზიკა ან ლაზიკე დაარქვეს. იოანე ლიდე (V-VI ს.) წერს: "კოლხიდას ამჟამად ლაზიკეს ეძახიან ჰეგემონისაგან” .
...
კითხვის გაგრძელება »
|

იგი დაიბადა აპრილის თვეში, როცა ლურჯია გაზაფხული. თუმცა, იმ დღეს ბარდნიდა თელავში, თოვდა თეთრი სითეთრე აპრილის ციდან. ძველნი ამბობენ: თოვლიან აპრილს იშვიათნი იბადებიანო. იგიც გამორჩეული ქართველი იყო. მისი დათოვლილი ხედები კი – მამულის ტფილი ხატები. ელენე ცნობილი სამხედრო ექიმის, დიმიტრი ახვლედიანის ოჯახში დაიბადა. დიმიტრი წარმოშობით ლეჩხუმელი იყო. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, იგი თელავში განაწესეს, როგორც სამხედრო ექიმი, სადაც შემდგომში დარჩა. სოფელ კურდღელაულში დიმიტრი ახვლედიანმა პატარა ლაზარეთი გახსნა და გაჭირვებულ ხალხს უფასოდ ემსახურებოდა. ელენეს ბებია (დიმიტრის დედა) სამეგრელოს წარჩინებულ გვარეულობას, ჩიქოვანებს განეკუთვნებოდა. დიმიტრიმ ცოლად მოიყვანა ელისაბედ ერისთავი. ქართული ქირურგიის დამაარსებელი, კონსტანტინე ერისთავი – ელისაბედის უახლოესი ნათესავი გახლდათ. ელენეს მშობლებს ჰყავდათ ხუთი შვილი. უფროსი ელენე დაიბადა 1898 წელს, ნინო – 1899 წელს, ალექსანდრე – 1901 წელს, შემდეგ კიდევ ერთი ვაჟი გიორგი და ყველაზე უმცროსი მაკო ახვლედიანი – 1911 წელს. ელენემ თელავში მიიღო დაწყებითი განათლება წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში. 1906-1907 წლებში დიმიტრის ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, სადაც შემდეგ შეიძინეს ცნობილი ისტორიკოსის, თედო ჟორდანიას სახლი კლარა ცეტკინის ქუჩაზე. ელენე ქალთა მეორე გიმნაზიაში შეიყვანეს. იმდენად დიდი იყო მისი სიყვარული მუსიკისადმი, რომ ყველას ეგონა, ელენე ჩინებული მუსიკოსი გამოვიდოდა მომავალში. მაგრა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ლადო გუდიაშვილი დაიბადა 1896 წლის 18 მარტს თბილისში. გუდიაშვილების გვარი წარმოშობით მთიულეთიდანაა. მშობლები მთიელები იყვნენ. მამა – დავით გუდიაშვილი დუშეთიდან იყო, დედა – ელისაბედი – ფასანაურიდან. დავითს ელისაბედი ცხენით მოუტაცებია. ერთხანს, დუშეთში უცხოვრიათ, შემდეგ კი თბილისში გადმოსულან საცხოვრებლად და ბინაც ძველ უბანში, ჩუღურეთის მახლობლად, რიყის ქუჩაზე დაუდვიათ.
დავითის ოჯახი არ მონაწილეობდა ჩუღურეთის მოჰემურ ცხოვრებაში. ისინი განცალკევებით ცხოვრობდნენ და მთელ თავისუფალ დროს, ორი ვაჟის – ვახტანგისა და ლადოს აღზრდას ანდომებდნენ. ოჯახში იღებდნენ ჟურნალ-გაზეთებს, ქონდათ მუსიკალური ინსტრუმენტები, მართავდნენ საოჯახო კონცერტებს, ბავშობის წლების გახენება ლადო გუდიაშვილს დადებით ემოციებს ჰგვრიდა.
,,ჩემმა ბავშოვობამ, – იგონებდა მხატვარი, – ძველი თბილისის უბანში გაიარა. ეს იყო ძალზე ღარიბული, მაგრამ უაღრესად თავისებური, უაღრესად კოლორიტული უბანი”.
მხატვრობისადმი ინტერესს ბავშვობიდანვე ამჟღავნებდა. წიგნებიდან იხატავდა მწერლებისა და ისტორიული გმირების სურათებს.
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|