კვირა, 20.07.2025, 04:52
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » ენციკლოპედია

                                        

IX საუკუნეში ტაო-კლარჯეთის მხარეში სამონასტრო ცხოვრების მეთაური გახდა გრიგოლ ხანძთელი. ეს მხარე ძველთაგანვე დასახლებული ყოფილა ქართველური ტომებით: ჭანებითა და მეგრელებით. VIII საუკუნის პირველ ნახევარში მურვან ყრუს შემოსევის გამო ეს მხარე მთლიანად აოხრდა. სწორედ ამით აიხსნება, რომ როდესაც გრიგოლ ხანძთელი აქ მოვიდა, „მას ჟამსა სხუაი მონასტერი არა შენ იყო მათ ქუეყანათა, თვინიერ ოპიზისა, და არცა მსოფლიონი ერისკაცნი ახლვიდეს ახლად შენებისათვის მათ ქუეყანათაისა; რამეთუ კლარჯეთს და ტაოთა შინა და შავშეთს და ყოველთა მათ მახლობელთა ქუეყანათა მცირედნი იპოვებოდეს და დაშენებულ ტყეთა შინა ადგილ-ადგილ". VIII საუკუნის 50-იან წლებში აქ დამკვიდრებულან ქართველები და მონასტერი იოანე ნათლისმცემლის სახელზე განუახლებიათ. ოპიზა იქცა ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცხოვრების კერად. აქ მოღვაწეობდნენ მიქაელ პარეხელი, გიორგი მაწყვერელი. ოპიზა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი ქართული მწერლობისა, აქ გადაწერილა ბევრი საყურადღებო ძეგლი ამ პერიოდისა და შემდეგი დროის მწერლობისა. მაგალითად, აქ 913 წელს გადაწერილია ე.წ. ოპიზის სახარება.

გრიგოლ ხანძთელმა ააშენა ხუთი მონასტერი: სამი მამათა და ორი დედათა. მათგან შატბერდი აშოტ კურაპალატმა „აგარაკად ხანძთისა" გააჩინა. მის დროსვე დაარსებულა წყაროსთავის მონასტერიც დავით მიძნაძორელის მოწაფის, ილარიონის მიერ, რომელიც მერე „კათალიკოზ იქმნა მცხეთას". ამ დროს ეკუთვნის ტბეთის მონასტერი, სადაც ზაქარია ანჩელ ეპისკოპოსს რამდენიმე სასწაული აღ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1683 | Added by: NaTia | Date: 14.04.2010

ქუთაისიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, აღმოსავლეთით მდინარე წყალწითელას თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ მოწამეთაში მდებარეობს მოწამეთის მონასტერი. აქ მოხვედრა შეიძლება როგორც რკინიგზით, ისე სამანქანო გზით.

1958 წელს ქუთაის-ტყიბულის გზატკეცილიდან მონასტრამდე სამი კმ-ის სიგრძის სამანქანო გზა მოიყვანეს. იგი გვერდით ჩაუვლის სოფელს, გადაჭრის რკინიგზის ლიანდაგს და დასავლეთიდან მიადგება მდინარე წყალწითელას ხეობაში ღრმად შეჭრილ ციცაბო კლდოვან მაღლობს, სადაც მოწამეთის მონასტერი მდებარეობს.

მოწამეთის მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია, საქართველოს ძველი ისტორიის ბრწყინვალე მღაღადებელი, თავის წარმტაცი ხატოვანი ბუნებით წარუშლელ შთაბეჭდილებას რომ ტოვებს მნახველზე. გალავნით შემორტყმული კლდოვანტყიანი მთის დაკავებულ ადგილზეა გაშენებული, ბუნება აქ ღარიბი არაა, განსაკუთრებით გაზაფხულზე. როცა მწვანე სამოსში გაეხვევა ირგვლივ მდებარე მთა-გორები, მაგრამ მაინც პირქუში იერი აქვს. სამი მხრივ ამ ადგილს მდ. წყალწითელა უვლის გვერდს. წყალწითელას ხეობა, სადაც მონასტერი მდებარეობს, ერთ-ერთ დაწინაურებულ მხარეს წარმოადგენდა და იგი უდიდეს როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ამას ადასტურებს აღნიშნული ხეობის ძეგლები, რომელთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს მოწამეთის ხუროთმოძღვრულ კომპლექსს.

მოწამეთის შესახებ ერთ-ერთი ადრეული ცნობა დაცულია წმინდანთა ცხოვრებაში: „ადგილსაი მას, რომელსა ჰქვიან წყალწითელი, რამეთუ იყო ად ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1327 | Added by: NaTia | Date: 14.04.2010

       ისტორიული ცნობები


მარტვილის მონასტერი დაარსებულია VI-VII სს-თა მიჯნაზე. გადმოცემით, აქ წარმართები თავიანთ კერპს - ჭყონდიდს (დიდი მუხა) დედისერთა ჩვილ-ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად. მარტვილის ტრაპეზი სწორედ ამ მუხის ძირზეა დადგმული, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოქცევისას ანდრია პირველწოდებულმა სასწაულებრივად მოკვეთა. დიუბუა დე მონპერეს აზრით, დღევანდელი ტაძრის კედლებში ჩატანებულია მანამდე აქ მდგარი საკერპო სალოცავის ზოგიერთი ნაშთი. VI-VII სს-ში, როდესაც აქ მოწამეთა (მარტვილთა) ეკლესია ააგეს და მონასტერი გაშენდა, მას მარტვილი ეწოდა. საეპისკოპოსო კათედრას ჭყონდიდის სახელი შერჩა.

X ს-ში აფხაზთა მეფე გიორგი II-მ აღადგინა ტაძარი: „შექმნა საეპისკოპოსოდ და განაშენა იგი ნაწილთა სიმრავლითა წმიდათა მარტჳლთათა". ამის შემდეგ მარტვილის ტაძარი იყო განთქმული და „წარჩინებული სამღველთ-მოძღვრო საყდართა შორის სამეფოსა".

ღირსი გიორგი ჭყონდიდელი (XII)


ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ჭყონდიდის ტაძარი უპირველესად იყო მიჩნეული. შემთხვევითი არაა, რომ საქართველოში ჩამოსულ გიორგი მთაწმინდეს მეფემ ჭყონდიდის კათედრა შესთავაზა. ბაგრატ IV-მ აქ ინება საუკუნო განსასვენებელი.

ჭყონდიდელი ძველ საქართველოში განსაკუთრებული პატივით სარგებლობდა. გარკვეული პერიოდი ის მწიგნობ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1496 | Added by: NaTia | Date: 14.04.2010

ხირსის მონასტერი მდებარეობს სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში, სიღნაღიდან აღმოსავლეთით 11 კმ-ის დაშორებით. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ღირსმა სტეფანემ (552-557წ.წ.), რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებენ. ისტორიკოს-გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი ხირსის მონასტერზე წერს: „კვალად ხორნაბუჯის ჩრდილოთ არის ხირსას მონასტერი, რომელი ჰყო 13 მამათაგანმან წმიდა სტეფანემ, დიდ კეთილ-შენი. დაფლულ არს მუნვე წმიდა სტეფანე. ზის წინამძღვარი".

ღირსი სტეფანე ერთი იმ ცამეტ ასურელ მამათაგანია, რომელთაც VI საუკუნის II ნახევარში საქართველოში შემოსულებმა თავიანთი მგზნებარე ქადაგებით, ფიცხელი მოსაგრეობითა და თავგანწირული შრომით ჩააქრეს ჩვენში ზოროასტრის ცეცხლთაყვანისმცემლობის კულტი, დააარსეს უდაბურ და მიუდგომელ ადგილებში ღირსად საქები მონასტრები და სულიერად განანათლეს ჩვენი ქვეყანა. მათივე დაუცხრომელი ენერგიის წყალობით გაბრწყინდა ჩვენში მონაზვნობა, რომელსაც დიდი დამსახურება აქვს საქართველოში ქრისტიანობის დამყარებისა და დაცვის, კავკასიის მთიელთა შორის მისი გავრცელების, აგრეთვე ჩვენი სასულიერო მწერლობის განვითარებისა და გამდიდრების საქმეში.

ღირსმა სტეფანემ თავისი მრავალჭირნახული ღვაწლისათვის შეარჩია ცივგომბორის ქედზე მცირე ფერდი, რომელიც იმ დროს დაფარული იყო უსიერი ტყით. აქ მან აღაშენა თავისი ზეციური მფარველის წმ. პირველმოწამე სტეფანეს სახელზე მცირე ეკლე ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1344 | Added by: NaTia | Date: 13.04.2010

                                   

                        

ჯუმათის მონასტერი ოზურგეთის რაიონში მდებარეობს. იგი რაიონული ცენტრიდან 14 კმ-ითაა დაშორებული და ჩოხატაურის ქედის ერთ მთაზე დგას, მდინარე სუფსის ხეობაში. მონასტერი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული, დაარსების თარიღი უცნობია. ჯუმათში იყო მიტროპოლიტის კათედრა, რომელიც 1776-1777 წლებში აღადგინა აფხაზეთის (დას. საქართველო) კათალიკოს-პატრიარქმა მაქსიმე აბაშიძემ.


ჯუმათის მონასტერს გარს ქვის გალავანი არტყია. ეზოში შესასვლელი სამრეკლოდანაა. თავად სამრეკლოს ზედა ნაწილი დანგრეულია. იგი ექვსსარკმელდატანებული, გუმბათიანი, ქვით ნაშენი ნაგებობა ყოფილა. ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა. 1847 წელს ის რუხი პორფირის ქვებით მოუპირკეთებიათ. სამხრეთის მხრიდან კი მიუშენებიათ ღმრთისმშობლის სახელობის ეკვდერი. სამრეკლო თავად მთავარი ტაძრის დასავლეთ ფასადზეც არის მიშენებული. იგი 1904 წლის ნაგებობას წარმოადგენს. თავად ტაძრის აგების თარიღი უცნობია. დ.ბაქრაძე მას შემოქმედის მონასტერზე ადრინდელად მიიჩნევს. ფრესკები XVI-XVIII ს.ს. თარიღდება.



ჯუმათის მონასტერი ცნობილია სიძველეებით: აქ იყო მრავალი ძვირფასი ხატი, ისტორიული პირებისა და თარიღების შემცველი ისტორიული წარწერები. მათ შორის: მამია გურიელისა და დედოფალ თინათინის მიერ შეწირული გაბრიელ და მიქაელ მთავარანგელოზების ოქროს ხატი; გიორგი გურიელისა და დედოფალ ელენეს მიერ შეწირული მიქაელ მთავარანგელოზის ოქროს ხატი უმრავი ძვირფასი თვალით შემკული; მათივე შეწირული მიქაელ მთავ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1403 | Added by: NaTia | Date: 13.04.2010

« 1 2 ... 164 165 166 167 168 ... 173 174 »
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
საიტის მეგობრები