|
მთავარი » ენციკლოპედია

დავით კლდიაშვილი დაიბადა 1862 წლის 29 აგვისტოს სოფელ სიმონეთში (ახლანდ. თერჯოლის რაიონი) იმერეთის გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. ხომულში (ახლანდ. წყალტუბოს რაიონი), ბაბუამისის, აზნაურ ნიკო ღოღობერიძის ჯერ კიდევ წელმაგარ ოჯახში გაატარა. ყრმობის შთაბეჭდილებებმა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მომავალი დიდი მწერლის შემოქმედების არეალი. ბავშვს წერა_კითხვა დედამ შეასწავლა, 7 წლის კლდიაშვილი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად. 1872 წელს 9 წლის დავითი სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა (1882). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს ბათუმში თოფ_იარაღის შემკეთებელი სახელოსნოს უფროსად. ამ ქალაქში ჩასვლისთანავე დავით კლდიაშვილი სათავეში ჩაუდგა ადგილობრივ საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობას, დაიწყო თანამშრომლობა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მეფის რუსეთის არმიის ოფიცერი, უკომპრომისო, გულმხურვალე მამულიშვილი წლების მანძილზე უმწიკვლოდ იღვწოდა ქართველი ერის საკეთილდღეოდ; დაკავშირებული იყო მოწინავე ინტელიგენციასთან; გ. ვოლსკისთან და ი. მესხთან ერთად ბათუმის საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობას სულისჩამდგმელი იყო
...
კითხვის გაგრძელება »
|

ლეო ქიაჩელი (შენგელაია) დაიბადა 1884 წლის 19 თებერვალს ზუგდიდის მაზრის სოფელ ობუჯში, აზნაურის ოჯახში. დაწყებითი განათლება ლეომ ქუთაისის გიმნაზიაში მიიღო. 1904 წელი ლეო ქიაჩელისათვის მეტად დაძაბული იყო. ამ წელს გარდაეცვალა მამა, დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და უმაღლესი განათლების მისაღებად ხარკოვის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1905 წელს, სტუდენტთა გამოსვლების გამო, უნივერსიტეტი დროებით დახურეს. ლეო იძულებული ხდება სამშობლოში დაბრუნდეს. ზუგდიდში ჩამოსვლისთანავე ლეო ქიაჩელი რევოლუციურად განწყობილ გლეხებს უკავშირდება, რისთვისაც იგი ქუთაისის საგუბერნიო ციხეში ჩასვეს. 1907 წელს სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წევრებმა ციხის ქვეშ გვირაბი გაიყვანეს და, 36 პატიმართან ერთად ლეო ქიაჩელიც გაიქცა. აღნიშნული ამბავი მწერალმა მხატვრულად დაამუშავა რომანში ,,სისხლი’’. ციხიდან გაქცეული ლეო ქიაჩელი ერთხანს მოსკოვში ცხოვრობდა არალეგალურად. 1909 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. ქიაჩელის ადრინდელ ნოველებში საგრძნობია სიმბოლისტური და იმპრესიონისტული მიმდინარეობისათვის ნიშანდობლივი მოტივები — სკეფსისი („შეურაცხყოფილი"), ნიღბის ფილოსოფია („Escalade"), დუმილის თეორია („სტეფანე", „ისკანდერი"), ბედისწერის პრობლემა („ცოდვის შვილები") და სხვა. 1912 წელს ჟენევაში გადავიდა საცხოვრებლად. ემიგრაციაში ყოფნისას ლეომ საფუძვლიანად შეისწავლა უცხოური ლიტერატურა და დაწერა პირველი დიდი მხატვრული ტილო ,,ტარიელ გოლუა’’. რომანი ხელნაწერის სახით გამო
...
კითხვის გაგრძელება »
|

ყაზბეგიანთ წინაპრები ჩოფიკაშვილები ყოფილან. ალექსანდრეს პაპა, გაბრიელი მეთვრამეტე საუკუნის უკანასკნელ წლებში სტეფანწმიდის მოურავი იყო, საქართველოში რუსული მართვა-გამგეობის დამკვიდრების საქმეში დამსახურების გამო, გაბრიელმა მაიორობა მიიღო და მასვე ებოძა აზნაურობა. იგი ხევის გამგებლადაც დაუნიშნავთ.
გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ მამის თანამდებობა მიხეილმა, მისმა უფროსმა ვაჟმა დაიკავა. გადმოცემით,ის მეტად რთული ბუნების კაცი ყოფილა, სიმკაცრითა და ახირებულობით გამოირჩეოდა. მიხეილს ცოლად საგინაშვილის ქალი შეურთავს, მაგრამ მალე დაქვრივებულა. მეორედ თარხნიშვილის ქალზედაუწერია ჯვარი
,,როცა საგინაანთ ქალი გარდაიცვალა უშვილოდ, ბიძა-ჩვენმა მიხეილმა შეირთო თარხნიშვილის
ქალი, თუმანიანთ ქვრივი, რომელსაც ჰყავდა სამი ქალი პირველი ქმრისაგან,”
იგონებს სოფიო თარხნიშვილი. ალექსანდრეს დედა ელისაბედი, კეკე როგორც ში
...
კითხვის გაგრძელება »
|

ლადო ასათიანი დაიბადა 1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში.
ლადოს მშობლები პედაგოგები იყვნენ, ცაგერის რაიონის მკვიდრნი.
ლადო ასათიანმა 1934 წელს დაასრულა ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და სწავლა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. მოკლე ხანში ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე გადავიდა. სტუდენტობის პერიოდში ჩაბმული იყო სამეცნიერო წრეებისა და ლიტერატურული ორგანიზაციების მუშაობაში, იყო ქუთაისში გამომავალი გაზეთის „სტალინელის" თანამშრომელი, სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა პირველად მისი ლექსები. 1936 წელს ლადო ასათიანი რამდენიმე თვით მშობლიურ სოფელ ბარდნალაში დაბრუნდა. ამ პერიოდში თარგმნა პუშკინის, მამინ-სიბირიაკის ნაწარმოებები.
ქუთაისში დაბრუნების შემდეგ ლადო კიდევ უფრო აქტიურად ჩაება ქალაქის ლიტერატურულ ცხოვრებაში. განსაკუთრებით იყო გატაცებული ფოლკლორისტული ძიებებით.
1937-38 წლების რეპრესიები ლადო ასათიანის ოჯახსაც შეეხო: დედამისი – ლიდა ცქიტიშვილი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, დააპატიმრეს „ხალხის მტრის" ბრალდებით.
რეპრესირებული ოჯახის შვილს მალე გამოუჩნდნენ მოშურნეები, მოწინააღმდეგეები, რომელთაც ბრძოლა გამოუცხადეს ახალგაზრდა პოეტს.
1937 წლის 16 ივლისს გაზეთ „სტალინელში" გამოქვეყნდა პუბლიკაცია, რომელშიც რამოდენიმე სხვადასხვა მწერალთან ერთად, მკაცრად იყო გაკრიტიკებული ლადო ასათიანი. „კრიტიკოსები" პოეტს „პოლიტიკური შეცდომების" გამოსწორებისაკენ მოუწოდებდნენ, ურჩევდნე
...
კითხვის გაგრძელება »
|

მირზა გელოვანი – Mirza Gelovani (1917 – 1944)
ცნობილი ქართველი პოეტი მირზა გედეონის ძე გელოვანი დაიბადა 1917 წლის 2 მარტს თიანეთის რაიონში, სოფელ ნაქალაქარში. მისი წინაპრები სვანეთიდან ჯერ თელავში გადმოსულან, შემდეგ – თიანეთში. თიანეთში მირზას მამას იქაური ქალი, ევა მაჩურიშვილი შეურთავს ცოლად და საბოლოოდ თიანეთში დამკვიდრებულა. გედეონ გელოვანი რამდენიმე ხანს ნაქალაქარში მსახურობდა და მირზა აქ დაბადებულა. მისი მშობლები მალე ისევ თიანეთში გადავიდნენ საცხოვრებლად დ მირზამ ბავშვობა თიანეთში, მდინარე ივრის ლამაზ ნაპირებზე გაატარა. მირზამ 1935 წელს დაამთავრა თიანეთის პედაგოგიური ტექნიკუმი. მცირე ხნით მასწავლებლობდა. მისი ლექსები 1935–იდან იბეჭდებოდა "ჩვენს თაობაში” და სხვა ჟურნალ–გაზეთებში. მირზას პირველი ლექსი "თეთრი მიწა” რაჟდენ გვეტაძემ დაბეჭდა თავის რომანში "ლაშაური საღამოები” (1935 წ.). 1936–39 ცხოვრობდა თბილისში, უმაღლეს სასწავლებელში არ შესულა, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა გამომცემლობა "ფედერაციაში”, "საბჭოთა აფხაზეთის” რედაქციაში. 1939 წელს მწერალთა კლუბში უკვე პოპულარულ პოეტს ლიტერატურული საღამო მოუწყვეს, სადაც უკანასკნელად წაიკითხა თავისი ლექსები და ბალადები. 1939 წლის ნოემბერში წითელ არმიაში გაიწვიეს. "ჩემი გზა მილიონობით გზას მიჰყვება და არსად თავდება, რადგან მილიონების გზის დამთავრება არ შეიძლება. მე ის ზღაპრული მოყმე ვარ ყველგან რომ იპოვიდა საკუთარ ადგილს”- წერდა მირზა
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
კალენდარი
« ივლისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|