|
მთავარი » ენციკლოპედია
მანანა დოიჯაშვილი (დ. 1947 წელი) - გამოჩენილი ქართველი პიანისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი და პროფესორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი.
მანანა დოიჯაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის ხელმძღვანელობით. ჯ.ენესკუს სახელობის კონკურსზე ბუქარესტში (1970 წელი), ბ.სმეტანას სახ. კონკურსზე ჩეხოსლოვაკიაში (1974 წელი) და სიდნეის პირველ (1977 წელი) საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებებმა მას დიდი აღიარება მოუტანა. მის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ რუსეთის, ბულგარეთის, ფინეთის, ამერიკის, ესპანეთის, ავსტრიის, გერმანიის, არგენტინის, კორეის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები.
მისი თაოსნობით ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ აღდგა და თბილისის მუსიკალურ ცხოვრებას დაუბრუნდა კონსერვატორიის დიდი დარბაზი; მანანა დოიჯაშვილი გახდა საქართველოში საკონკურსო მოძრაობის სულის ჩამდგმელი: მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა (1995 წელი) და პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსებს (1997 წელი). გარდა ამისა იგი არის ყოველწლიური ფესტივალის - "საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" - ინიციატორი და ორგანიზატორი. მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით ჩამოყალიბდა ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმი (I – 2002 წელს; II - 2004 წელს )
2005 წელს მანანა დოიჯაშვილს მიენიჭა საფრანგეთის რესპუბლიკის ”ლი
...
კითხვის გაგრძელება »
|

თენგიზ (გიზი) კონსტანტინეს ძე ამირეჯიბი (დ. 30 სექტემბერი, 1927, თბილისი) ქართველი პიანისტი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961). საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის გამგე თენგიზ ამირეჯიბი მრავალი ქართველი პიანისტის აღმზრდელია, მათ შორის ოცზე მეტი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია (მ.დოიჯაშვილი, ა.კორსანტია, ე.ბოლქვაძე, მ.ნადირაძე, თ.ლიჩელი, ხ. ბუნიათიშვილი და სხვ.). ბიოგრაფია [რედაქტირება]
1950 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (კ. იგუმნოვისა და ლ. ობორინის კლასები). 1951 წელს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მე-3 მსოფლიო ფესტივალზე (ბერლინში) ამირეჯიბი საპატიო სიგელით დააჯილდოვეს.
ამირეჯიბი თბილისის კონსერვატორიის ასპირანტურის (ფორტეპიანოს კათედრა, ხელმძღვანელი ანა თულაშვილი) დამთავრების შემდეგ ეწევა პედაგოგიურ და საკონცერტო მოღვაწეობას.
ეწევა ნაყოფიურ არტისტულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას. კონცერტებით გამოდიოდა რუსეთში, გერმანიაში, კანადაში, პოლონეთში, იუგოსლოვიაში, აშშ-ში. განსაკუთრებული ადგილი მის რეპერტუარში უჭირავს შოპენის ნაწარმოებებს, რომელთა ინტერპრეტაციაში ნათლად ჩანს პიანისტის არტისტული ბუნების თავისებურება.
მნიშვნელოვანია თენგია ამირეჯიბის დამსახურება თანამედროვე ქართული მუსიკის შესარულების თვალსაზრისითაც; ის მრავალი ქართული სა
...
კითხვის გაგრძელება »
|

1964 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვის კონსერვატორიაში პროფ. ი. ზაკის ხელმძღვანელობით. მსოფლიო ახალგაზრდობის ვენის მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი (1959). ელისო ვირსალაძე და ვატო კახიძე
ვირსალაძის ხელოვნებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. იგი მოსკოვის საკავშირო (1961, III პრემია) და ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო (1962, III პრემია) კონკურსების, აგრეთვე ცვიკაუს (გფრ) შუმანის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (1966, I პრემია) ლაურეატია.
ვირსალაძის შესრულება გამოირჩევა მაღალი მუსიკალური კულტურით, ვირტუოზული ტექნიკითა და არტისტიზმით. მისი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია. 1970 წლიდან ვირსალაძე მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგია.

|

ალექსანდრე კორსანტია (დ.1965 წელს, თბილისი) ქართველი პიანისტი, თენგიზ ამირეჯიბის მოწაფე.
სწავლობდა თბილისის 43-ე საჯარო სკოლაში.
1988 წელს მოიგო სიდნეის პიანისთა საერთაშორისო კონკურსი, ხოლო 1995 წელს არტურ რუბენშტეინის სახელობის კონკურსეი თელ-ავივში. არის ახალი ინგლისური კონსერვატორიის პროფესორი.
1989 წელს დაასრულო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი (თენგიზ ამირეჯიბის კლასი).
1999 წელს კორსანტია დაჯილდოვდა საქართველოს ღირსების ორდენით.
კორსანტია თანამშროლობს ცნობილ მუსიკოსებთან, რომელნიც არიან: ვალერი გერგიევი, პაავო ჯარვი, იური ბაშმეტი, ვადიმ რეპინი და სხვ.[1]
2001 წელს კორსანტიამ დაუკრა "კარნ
...
კითხვის გაგრძელება »
|

Brendel was born in Vízmberk, Czechoslovakia, now Loučná nad Desnou, Czech Republic, to a non-musical family. They moved to Zagreb when Brendel was six, and later to Graz, where they lived during World War II, towards the end of which the 14-year old Brendel was sent to Yugoslavia to dig trenches. However, he developed frostbite and was taken to hospital. Throughout his childhood, Brendel began piano lessons when he was six, and in 14 he studied piano and composition in the Graz Conservatory for the next two years, but otherwise had little formal music education.
After the war, Brendel composed music, as well as continuing to play the piano and to paint. However, he never had more formal piano lessons and although he attended masterclasses with Edwin Fischer and Eduard Steuermann, he was largely self-taught.
Brendel gave his first public recital in Graz at the age of 17. He called it "The Fugue In Piano Literature", and as well as fugal works by Johann Sebastian Bach, Johannes Brahms and Franz Liszt, it included some of Brendel's own compositions. However, he gave up composing shortly after this to concentrate on the piano. In 1949 h
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
კალენდარი
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|