15:30 შოკოლადი | |
დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ძალიან გიყვართ შოკოლადი… მეც ძალიან მიყვარს და მის გარეშე ერთი დღე არ შემიძლია,ამიტომ შემოგთავაზებთ საჭირო ინფორმაციას შოკოლადის შესახებ… სახელის ეტიმოლოგია სიტყვა "შოკოლადი” კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სასმელის – "ჩოკოლატლის” დასახელებიდან მომდინარეობს. აცტეკების ენაზე "ჩოკოლი” "სიმწარეს” ნიშნავს, ხოლო "ატლი” – "წყალს”, რომლისგანაც შოკოლადის სასმელი მზადდება. დღევანდელი ჩოკოლატლი შეიცავს: კაკაოს ფხვნილს, რძეს, შაქარს, დარიჩინს, მწარე წიწაკას და ზოგჯერ, ვანილს ისტორია შოკოლადის, ისევე როგორც კაკაოს ხის, სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება. ასწლეულების მანძილზე, შოკოლადი გამოიყენებოდა როგორც სასმელი – დაფქვილ და მოხალულ კაკაოს მარცვლებს ინდიელები წყალს ურევდნენ, ხოლო შემდეგ ამ ნარევს წითელ წიწაკას (ჩილი) უმატებდნენ. შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო, დაახლოებით 3000 წლის წინ. პირველად სიტყვა კაკაომ გაიჟღერა როგორც «kakawa»-მ დაახლოებით 1000 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მექსიკის ყურეში , მაშინ როდესაც ჯერ მხოლოდ იწყებოდა ოლმეკების ცივილიზაციის აღორძინება.ოლმეკების შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს ტრადიცია და სწორედ მათ ეკუთვნით ველური კაკაოს ხის კულტივირება. სწორედ ამ დროს დაიწყო ადამიანთა მოდგმამ შოკოლადის მიღების მეთოდების შემუშავება, სხვადსხვა ინგრედიენტების დამატებით. შოკოლადის მარცვლებს ხალავდნენ, ფქვავდნენ და შემდეგ ისევ აცხელებდნენ, ასე მიიღებოდა კაკაო-ხსნარი, შემდეგ უკვე ამ ხსნარს ურევდნენ წყალში და შედეგად მიიღებოდა მწარე, მაგრამ სასიამოვნო სასმელი.ამ პერიოდში ასეთ სასმელს ძალიან დიდი პოპულარობა ჰქონდა და მას ”ღმერთების სასმელი” ერქვა. მაიას ტომების გაქრობის შემდეგ შოკოლადის მომზადების ტრადიცია აცტეკებმა განაგრძეს. აცტეკები შოკოლადში ურევდნენ შაქარს, ვანილს, თაფლსა და დარიჩინს. ასეთი ხერხებით მიღებულ თხევად მასას აცტეკები მოიხსენებდნენ როგორც «xocolatl» და ის ცნობილი იყო მისი ნოყიერებით, გამაძლიერებელი (ენერგიის მოსამატებელი) და აღმგზნები თვისებებით. შოკოლადის სახეობები საუკუნეების განმავლობაში წარმოიქმნა და ჩამოყალიბდა შოკოლადის მრავალი სახეობა. ეს განპირობებული იყო როგორც კულტურათა და ტრადიციათა თავისებურებებით, ასევე ტექნოლოგიური მიღწევებით. მაგალითად, თუ ახალ სამყაროში შოკოლადი ცხარე წიწაკით უნდა ყოფილიყო შეზავებული, ევროპელი გურმანებისთვის ის აუცილებლად ვანილთი და შაქარით უნდა გაემდიდრებინათ. შოკოლადი – თანამედროვე მსოფლიოსათვის მზა შოკოლადის მრავალი სახეობაა ცნობილი. მათ ყველას საფუძვლად კი სუფთა შოკოლადი უდევს, რომლისთვისაც დამახასიათებელია მძაფრად გამოხატული მწარე გემო და მდიდარი არომატი. ფერის მიხედვით განასხვავებენ: შავი, ყავისფერი და თეთრი შეფერილობის. მდგომარეობის მიხედვით კი შოკოლადი გვხვდება: თხევადი, მყარი და შოკოლადის ფხვნილი. კულინარიაში შემდეგი სახის შოკოლადები გამოიყენება: მწარე ან საცხობი შოკოლადი სუფთა შოკოლადი, რომელიც არ შეიცავს დანამატებს. ეს არის ძალიან მწარე გემოს, ძლიერი არომატის შოკოლადის ფხვნილი ან ფილა, რომელიც ძირითადად საცხობად გამოიყენება. შავი შოკოლადი შოკოლადი რძის დანამატის გარეშე, ხშირად მას სუფთ შოკოლადსაც ეძახიან. ამერიკის კანონმდენლობა მას ტკბილი შოკოლადების კატეგორიას ანიჭებს და განსაზღვრავს მასში კაკაოს ლიქიორის (სუფთა შოკოლადის) 15% მინიმალურ ზღვარს. ევროპული კანონმდებლობით, კი შავი შოკოლადი 35% სუფთა კაკაოს ფხვნილს უნდა შეიცავდეს. ტკბილ-მწარე შოკოლადი და ნახევრად ტკბილი შოკოლადი ეს არის შავი შოკოლადი კაკაოს ლიქიორის მაღალი კონცენტრაციით (პირველი სახეობა უფრო). მას ახასიატებს მწარე გემო, არ გამოიყენება როგორც დესერტი და შესაბამისად ფართო გამოყენებას პოვებს კულინარიაში. ეს ორი სახეობაა ძირითადად მოხსენიებული რეცეპტებში. რძის შოკოლადი შოკოლადი რძის დანამატით. ამერიკული კანონმდებლობით უნდა ახასიათებდეს მინიმუმ 10% შოკოლადის სიროფის კონცენტრაცია. ევროპული კანონმდებლობა კი განსაზღვრავს შოკოლადის ფხვნილის 25% ოდენობას. თეთრი შოკოლადი მზადდება კაკაოს ცხიმისა და კაკაოს ფხვნილისაგან. კაკაოს ფხვნილი მწარე შოკოლადი, რომელიც გასუფთავებულია კაკაოს ცხიმისაგან და მიყვანილია ფხვიერ მდგონარეობამდე. ფართოდ გამოიყენება კულინარიაში და აადვილებს მზადების პროცესს. შოკოლადის ”ჩიპსი მყარი შოკოლადი, რომელიც შეიძლება დამზადებული იყვეს ნებისმიერ ფერის და სიტკბოს შოკოლადით. მთავარი მახასიათებელი ამ შემთხვევაში ფორმაა, იგი შეიძლება იყვეს ბურთის, კონუსის, ფოთლის და ა.შ. ფორმის, მაგრამ ზომით არის პატარა და ხშირად არ აღემატება 1 სმ-ს დიამეტრით. გამოიყენება კულინარიაში როგორც გასაფორმებლად ასევე ბისკვიტებში. განსაკუთრებით კექსებში, ჭიქის კექსებში, მაფინებში და ა.შ. ჰაეროვანი შოკოლადი შოკოლადი მრავალი პატარა ბურთულით სასიამოვნო ნუგბარია, რომელსიც დამზადების ორიგინალური წესით გამოირჩევა. უკვე სასურველი გემოვნებით შემზადებულ შოკოლადის თხევად მასას ათავსებენ ვაკუუმ-ქოთნებში, დასაც +40 გრადუსზე 4 საათის განმავლობაში მზადდება. რის შემდეგაც მისი საერთდ შეხებისას წარმოიქმნება სწორედ ეს საუცხოო ფორებიანი შოკოლადი. თხევადი შოკოლადი ის შეიძლება მომზადებული იქნეს როგორც შავი შოკოლადიდან, ასევე შეიძლება მომზადდეს კაკაოს ფხვნილის, სითხის (რძე, წყალი) და შაქრის შეზავებით. მომზადების მრავალი წესი არსებობს, მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის მისი თხევად მდგომარეობაში არსებობა და ისე გამოყენება შოკოლადის მწარმოებლები შოკოლადის წარმოებით მტtლს მსოფლიოშია დაკავებული როგორც ცნობილი კომპანიები ასევე ცალკეული კულინარებიც. შოკოლადის მწარმოებელი უდიდესი ფირმებია: ჰერში, ნესტლე, შარფენ ბერგი, ჯიარდელი და ა.შ. * * * ქრისტეფორე კოლუმბმა თავისი ბოლო მოგზაურობისას ევროპაში ახალი ქვეყნის აბორიგენების დიდი ნავი ჩამოიტანა, რომელიც ინდიელების სამკაულებითა და საკვები პროდუქტებით იყო სავსე. მათ შორის პატარა მარცვლებით სავსე ქოთანიც იყო, რომელსაც კოლუმბმა ყურადღება არც კი მიაქცია. * * * შოკოლადი, როგორც საკვების სხვა სახეობები, თავისთავად, მავნე არ არის. საქმე მის რაოდენობაშია. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ შოკოლადის ჭამის დაწყებისას შეუძლებელია შეჩერება. როგორც აღმოჩნდა, შოკოლადისადმი ლტოლვა ადამიანს გენებში აქვს ჩადებული. შოკოლადის ერთ-ერთი ცნობილი თვისება ისაა, რომ ის განწყობას ამაღლებს. ამ ნუგბარში შემავალი მაგნიუმი დეპრესიის კვალს შლის, ასევე აუმჯობესებს მეხსიერებას, სტრესის მიმართ გამძლეობას ამაღლებს, ამაგრებს იმუნიტეტს. ამიტომ როცა სევდა და ნაღველი მოგეძალებათ, შოკოლადის ტორტის ნაჭერი ან შოკოლადი მიირთვით. ბედნიერი თუ არ გახდებით, განწყობა მაინც გაგიუმჯობესდებათ. კალორიებზე ნუ ინაღვლებთ. ტკბილი თერაპიით მიღებული ზედმეტი წონა სწრაფად გაგიქრებათ. როგორ უნდა მოიქცნენ შოკოლადის მოყვარულები? უნდა მიირთვან შოკოლადი, ოღონდ მცირე პორციებად. უკეთესია, მისი მიღება ცილოვანი საკვების მიღების შემდეგ. ცილოვანი საკვები ანელებს შოკოლადის კომპონენტების შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. რაც უფრო ნელა შეიწოვება შოკოლადი, მით უფრო ნელა ხდება სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებები. ცილა ასევე ანელებს ტვინის რეაქციას, რომელიც კიდევ მოითხოვს მსოფლიოში ყველაზე ტკბილი ნარკოტიკის, შოკოლადის, დამატებით ულუფას. წყარო: ვიკიპედია და სხვადასხვა საიტებიდან შეკრებილი ინფორმაცია. | |
|