ორშაბათი, 29.04.2024, 22:00
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 08

რობინ ჰუდი – შუასაუკუნეების ინგლისის ხალხური ეპოსის ბალადების და ლეგენდების გმირი.ლეგენდის მიხედვით ის ნოტინგემთან შერვუდის ტყეში მოქმედებდა თავის ბანდასთან ერთად.ის იბრძოდა სიმართლისათვის,ლორდებს და სხვა მდიდარ ფენათა წარმომადგენლებს ძარცვავდა და ფულს ღარიბებს უნაწილებდა.
ამ ლეგენდების და ბალადების პროტოტიპის-რობინ ჰუდის ვინაობა დღესაც უცნობია.ის დაახლოებით XIV საუკუნეში ცხოვრობდა ედუარდ მეორის მეფობის დროს.არსებობს ასევე მწერალ უალტერ სკოტის ვერსია რომლის მიხედვით რობინ ჰუდი მეთორმეტე საუკუნეში ცხოვრობდა.

ბალადები რობინ ჰუდზე პირველად მეთოთხმეტე საუკუნეში შეიქმნა.შემდგომ საუკუნეებშიც გამოიცა რამოდენიმე ახალი ვერსია ბალადებისა,ბოლო მათგანი თარიღდება მეცხრამეტე საუკუნით შედგენილი ფრენსის ჩაილდის მიერ და მოიცავდა 40 ნაწილს..


ლეგენდის მიხედვით რობინ ჰუდი იყო თავისუფალი გლეხი,ის იყო სოფელ ლეკსლიდან რომელსაც ხშირად მისი სახელით მოიხსენიებენ.მისი ბანდა რამდენიმე ათეული ადამიანისგან შედგებოდა,უმეტესობა იყო დახელოვნებული მეისრე.მთავარი განსხვავება რობინ ჰუდის ბანდასა და იმ დროს მოქმედ სხვა ბანდებს შორის იყო ის რომ რობინის ბანდა იბრძოდა სიმართლისათვის,ის ილაშქრებდა კლასობრივი ჩაგვრის წინააღმდეგ და ღარიბთა უფლებებს იცავდა.
ისევე როგორც მეფე არტური,ასევე რობინ ჰუდიც წარმოადგენს ინგლისური ეპოსის ლეგენდარულ სუბიექტს,რომელიც გაცდა მხატვრული ნაწარმოებების საზღვარს და დიდი პოპულარობა მოიპოვა.მასზე დღემდე იდგმება სპეკტაკლები,იღებენ ფილმებს და მულტფილმებს,უძღვნიან ლიტერატურულ ნაწარმოებებ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1221 | Added by: NaTia | Date: 08.04.2010

მიუხედავად ცივილიზაციის დონის განვითარებისა, კაცობრიობამ მაინც ცოტა თუ იცის გარე სამყაროს შესახებ. თუმცა ფაქტები, რომლებიც ჩვენ ვიცით საკმაოდ საოცარი და იდუმალია…

19% მზის ენერგიას შთანთქავს ატმოსფერო, 47% — ეცემა დედამიწაზე და 34% — ბრუნდება კოსმოსში.

მზის სრული დაბნელების ხანგრძლივობა არ აღემატება 7,5 წუთს, ხოლო მთვარის სრული დაბნელება — 104 წუთს.

ჰიპარხეს (Ἵππαρχος, Hipparkhos) ძვ.ბერძენი ასტრომის მიერ, შექმნა პირველი ვარსკვლავური კატალოგი ჩვ.წელთაღრიცხვამდე 150 წელს.


მზის სისტემის მასის 99% კონცენტრირებულია მზეზე. ერთ წუთში მზე ქმნის უფრო დიდ ენერგიას, ვიდრე მთელი დედამიწა ხარჯავს წელიწადში. მზის სინათლის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ასაკი 30 ათასი წელია.


ენერგიას, რომელსაც ჩვენ მზისგან ვიღებთ, წარმოიშვა მის გულში 30 ათასი წლის წინ – ზუსტად ამდენი დროა აუცილებელი, რომ ფოტონებმა (სინათლის ნაწილაკებმა) ”გააღწიონ” მნათობის ცენტრიდან მის ზედაპირამდე. ამის შემდეგ ისინი დედამიწამდე აღწევენ მხოლოდ 8 წუთის შემდეგ. მზის გულის ტემპერატურა 13 მილიონ გრადუსზე მეტია და მთელმა გამომუშავებულმა ენერგიამ თავდაპირველად უნდა გაიაროს სინათლის სხვა გამოსხივების მრავალრიცხოვანი შრო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1852 | Added by: NaTia | Date: 08.04.2010

"მფრინავი ჰოლანდიელი” წარმოადგენს ლეგენდარულ იალქნიან გემ-მოჩვენებას,რომელიც განწირულია იმისათვის რომ მუდამ იდრეიფოს ოკეანეში.არსებობს მრავალი ფაქტი "მფრინავი ჰოლანდიელის” გამოჩენისა და ამას ზურგს უმაგრებს მეზღვაურთა ჩანაწერები რომელთაც იხილეს გემი-მოჩვენება.”მფრინავი ჰოლანდიელის” ხილვა ცუდ ნიშნად მიიჩნეოდა-ეს უფრო ცრუ რწმენას წარმოადგენდა.

ეს ლეგენდა გემ-მოჩვენების შესახებ გაჩნდა XVII საუკუნეში.ამ ლეგენდის ჩამოყალიბების ასეთი ისტორია არსებობს და ამას ისტორიკოსთა უმეტესობა მხარს უჭერს-1641 წელს ჰოლანდიელი კაპიტნის ვან დერ დეკენის ხომალდი ოსტ-ინდოეთიდან მიემგზავრებოდა ჰოლანდიაში.გემის კაპიტანს კი ამ დროს მოელანდა ახალგაზრდა,მომხიბლველი გოგონა,კაპიტანი ისე მოიხიბლა რომ მისი ცოლად მოყვანა მოინდომა,მაგრამ გოგონა ხომალდიდან ოკეანეში გადახტა და გაუჩინარდა ტალღებში.

კაპიტნის ბრძანებით დაიწყეს ამ მანდილოსნის ძებნა,ამ დროს კი ძლიერი ქარი ამოვარდა,რამაც შტორმი გამოიწვია.კაპიტანი კი მაინც განაგრძობდა მის ძებნას.ამან ეკიპაჟის პროტესტი გამოიწვია,რაც საბოლოოდ ერთ-ერთი მეზღვაურის სიკვდილით დამთავრდა-მას კაპიტანმა ესროლა.

კაპიტანმა ისე იყო მომხიბლველი მანდილოსნის ნახვის სურვილით,რომ მან ფიცი დადო-ხომალდს ვერავინ დატოვებდა სანამ ვერ იპოვიდნენ ქალს.მაგრამ ქალი რათქმაუნდა ვერ იპოვეს,რადგან ის კაპიტნის ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენდა.

ამის შემდეგ კი ჩამ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1143 | Added by: NaTia | Date: 08.04.2010

ხრესილის ბრძოლა 1757, ქართველთა ლაშქრის ბრძოლა სოლომონ I-ის მეთაურობით ოსმალთა ლაშქრის წინააღმდეგ ხრესილის ველზე (ახლანდელი ტყიბულის ტერიტორია). სოლომონ I-ის ბრძოლამ მტკიცე სამეფო ხელისუფლების შესაქმნელად, დასავლეთ საქართველოს გასაერთიანებლად და ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ მეფესა და ოსმალებს შორის ურთიერთობა უფრო გაამწვავა. ოსმალები განსაკუთრებით ვერ ურიგდებოდნენ სოლომონის ბრძოლას ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ. თურქები დაუკავშირდნენ მეფის მოწინააღმდეგე თავადებს. მოღალატე თავადი ლევან აბაშიძე ახალციხეში ჩავიდა და თვითონ წამოუძღვა მტერს იმერეთისაკენ.

დეკემბერში ოსმალთა ჯარი იმერეთში შემოვიდა. სოლომონმა მტერი სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილას – ხრესილის მინდორზე – შეიტყუა და სასტიკად დაამარცხა. სამი ფაშა დაატყვევეს და შემდეგ დახოცეს. ომში მოკლეს მოღალატე ლევან აბაშიძე, ხოლო როსტომ რაჭის ერისთავმა გაქცევით უშველა თავს.

Category: სტატიები | Views: 1157 | Added by: NaTia | Date: 08.04.2010

თხილამურებით გადმოხტომა რეკორდული სიმაღლიდან :O
Category: გასართობი | Views: 1133 | Added by: hooligan:) | Date: 08.04.2010

ზიდანი, როგორც ყოველთვის შეუდარებელია 
Category: გასართობი | Views: 1154 | Added by: hooligan:) | Date: 08.04.2010



მძიმე აღმოჩნდა ფაშისტური გერმანიისთვის 1944 წელი. მას სრული განადგურებით ემუქრებოდა საბჭოთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ინგლისის პოლიტიკური კავშირი. ამას დაერთო 1944 წლის 20 ივლისს ადოლფ ჰიტლერის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტიც, რომლის დროსაც ნაცისტების ბელადი სრულიად შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს.

გერმანელთა უმაღლეს სამხედრო თუ პოლიტიკურ წრეებში სერიოზულად განიხილებოდა იოსებ სტალინის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობის საკითხი. ფიურერის მოკვლის მიზნით განხორციელებულმა ტერაქტმა კიდევ უფრო დააჩქარა საბჭოთა ბელადზე თავდასხმის მოწყობა. ჰიტლერმა პირდაპირ განაცხადა: „თუკი ჩემ წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობაა შესაძლებელი, მაშ, რატომ არ შეიძლება მისი განხორციელება იოსებ სტალინის წინააღმდეგ?!" უფსკრულის პირას მდგარი გერმანელები საბჭოთა ბელადის მკვლელობაში ხედავდნენ ომის ბედის შემობრუნების ერთადერთ გზას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის – იოჰან ფონ რიბენტროპის გეგმის თანახ ... კითხვის გაგრძელება »

Category: ენციკლოპედია | Views: 1119 | Added by: hooligan:) | Date: 08.04.2010

ქართველი მოწინავე ინტელიგენცია ზრუნავდა იმისთვის, რომ ქართულ თეატრს რეგულარულად გაემართა წარმოდგენები. 1878 წელს სცენისმოყვარეთა წრე მოღონიერდა ნიჭიერი ძალებით.

ქართველი მოწინავე ინტელიგენცია ზრუნავდა იმისთვის, რომ ქართულ თეატრს რეგულარულად გაემართა წარმოდგენები. 1878 წელს სცენისმოყვარეთა წრე მოღონიერდა ნიჭიერი ძალებით. მას სათავეში ჩაუდგა დროებითი "დრამატული კომიტეტი”, რომელშიც შედიოდნენ ცნობილი მოღვაწენი: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, დავით ერისთავი, ნიკო ავალიშვილი, გიორგი თუმანიშვილი და სხვ. 1879 წლის მაისში ზემოაღნიშნულმა კომიტეტმა მოიწვია თათბირი მუდმივი თეატრის დაარსების შესახებ. თათბირმა დაადგინა, დაარსებულიყო დრამატული საზოგადოება. შეადგინეს ამ საზოგადოების წესდება, პირველი გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ილია ჭავჭავაძე. იმავე წლის მაისში შედგა მუდმივი ქართული თეატრის დასი.

ქართული თეატრის სპექტაკლებისათვის გამონახეს მუდმივი შენობა. ეს იყო თეატრად გადაკეთებული ქარვასლის ნაწილი, ყოფილი სასახლის ქუჩაზე. ქართული თეატრის შენობა იდგა იქ, სადაც ახლა უნივერმაღი და მეტროს სადგურია. ამ შენობაში მოთავსებული იყო ქართული თეატრი და სხვა კულტურული ორგანიზაციები. აქ საინტერესო იყო ამპირული ნაგებობის ნაშთი – მძლავრი კოლონადა ქუჩის კორპუსის მეორე სართულის ღია გალერეისა – წინანდელი ქარვასლა. თვით თეატრი უფრო ახალი იყო, მეოცე საუკუნის ათიანი წლებისა. ამ შენობაში ქართული თეატრი მუშაობდა 1914 წლამდე. გაუგებარი მიზეზის გამო ის ძველი თაეტრი და კოლონადა დაანგრიეს

ქართული სათავადაზნაურო ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1382 | Added by: NaTia | Date: 08.04.2010

 

მდინარე ცისარტყელა – ეს სილამაზე გახლავთ მდინარე კამჩატკის ერთ-ერთი შენაკადი. მასში მყოფი სხვადასვა მცენაარეების გამო ის საოცრად ლამაზია და ამიტომაც შეარქვეს ცისარტყელა.


 

Category: სტატიები | Views: 1165 | Added by: NaTia | Date: 08.04.2010


საქართველოს ულამაზესი კუთხე თუშეთი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს - ჩრდილოეთ განედსა 42032/-42022/ და აღმოსავლეთ გრძედის 63017/-63022/ შუა; მისი ფართობი 896 კმ2 -ია. ადმინისტრაციულად იგი შედის ახმეტის რაიონში და ზღვის დონიდან 1650-4493 მ სიმაღლეზე მდებარეობს; სოფლები კი 1900 მეტრიდან 2400 მეტრამდეა განლაგებული. თუშეთს აღმოსავლეთიდან დაღესტანი, ჩრდილოეთიდან ჩეჩნეთი, დასავლეთით ხევსურეთი, სამხრეთით კი კახეთი ესაზღვრება. მაღალმთიანი, ქედებითა და მწვერვალებით გარშემორტყმული თუშეთი დაღარულია უამრავი ხევით, რომელთაგან ჩამონადენი წყლები თუშეთის ორ მთავარ მდინარეში: პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზნებში ჩაედინება. ორივე ალაზანი სოფელ შენაქოს მახლობლად ერთდება, სცილდება თუშეთისა და საქართველოს საზღვარს, გადის დაღესტანში და კასპიის ზღვაში ჩაედინება.

თუშეთი ოთხ ძირითად თემად იყოფა. პირიქითა ალაზნის ხეობის ზემო წელის სოფლებს პირიქითი ჰქვია, გომეწრის ალაზნის ხეობის სოფლები გომეწრის თემს ეკუთვნიან, წუათას წყლის აუზში მდებარე სოფლები – წოვათას თემს შეადგენენ, ხოლო ჩაღმის თემი ორივე ალაზნის შეერთების აუზშია მოქცეული და თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრი – ომალოც ამ თემს მიეკუთვნება. თუშეთში მიმავალი სამანქანო გზა კახეთიდან, სოფელ ფშაველიდან იწყება და საქართველოს ყველაზე მაღალი სამანქანო გადასასვლელის – აბანოს უღელტეხილის (2926მ.) გავლით ომალოში ჩადის. აბანოს უღელტეხილი წლის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე თვე ფუნქციონირებს და ამ დროის მანძილზეც გამუდმებით იწმ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1512 | Added by: NaTia | Date: 08.04.2010

ვინსენტ ვილემ ვან გოგი (Vincent Willem van Gogh) (დ. 30 მარტი. 1853, გროტ-ზიუნდერტი, ჰოლანდია ― გ. 29 ივლისი. 1890, ოვერ-სიურუაზი, საფრანგეთი), ჰოლანდიელი ფერმწერი და გრაფიკოსი.

1869-76 სამხატვრო-სავაჭრო ფირმის კომისიონერად მუშაობდა ჰააგაში, ბრიუსელში, ლონდონსა და პარიზში, 1876 მასწავლებლობდა ინგლისში. შეისწავლა თეოლოგია და 1878 – 79 მოძღვრად იყო ბორინაჟში (ბელგია), სადაც გაეცნო მაღაროელთა მძიმე ცხოვრებას. მშრომელთა ინტერესების დაცვის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ეკლესიის მესვეურებთან. 27 წლისამ გადაწყვიტა ხატვა შეესწავლა. ესწრებოდა ლექციებს ბრიუსელისა (1880 – 81) და ანტვერპენის (1885 – 86) სამხატვრო აკადემიაში. 1881-85 ვან გოგი გატაცებით ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს, მეთევზეებს. 30 წლისამ მუშაობა დაიწყო ფერწერაში. უბრალო ადამიანებისადმი ღრმა თანაგრძნობით გამსჭვალულ, მუქ, პირქუშ ტონებში შესრულებულ სურათებსა და ეტიუდების სერიაში (”გლეხის ქალი”, 1885, კრელერ-მიულერის სახელმწიფო მუზეუმი, ოტერლო; "კარტოფილის მჭამელები”, ვ. ვან გოგის ფონდი, ამსტერდამი). ვან გოგი ანვითარებდა XIX საუკუნის კრიტ. რეალიზმისა და განსაკუთრებით ჟ. ფ. მილეს შემოქმედებით ტრადიციებს.

1886 – 88 ვან გოგი ცხოვრობდა პარიზში, სადაც თავისი ძმის თეო ვან გოგის დახმარებით გაეცნო ქალაქის სამხატვრო ცხოვრებას (თეო ვან გოგი, პარიზის ერთ-ერთი გალერეის დირექტორი, მთელი ცხოვრების მანძილზე მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა ძმას ). პარიზში ვან გოგი კერძო სტუდიაში სრულყოფდა ხატვის ტექნიკას. ითვისებდა იმპრესიონისტ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 2073 | Added by: NaTia | Date: 08.04.2010


ოგიუსტ რენუარი იმპრესიონიზმის ერთ_ერთი საუკეთესო წარმომადგენელია ის დაიბადა 1841 წლის 25 თებერვალს ქ. ლიმოჟში, საფრენგეთში. 60-წლიანი აქტიური მოღვაწეობის მანძილზე რენუარმა დაახლოებით 6 000 ტილო შექმნა, რომელთაგან საუკეთესო სურათები ამჟამად მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტად არის შეფასებული. ის, ხატვის გარდა, კარგად მღეროდა და ამ თვალსაზრისით, დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ოგიუსტში მაინც მხატვრის ნიჭმა გაიმარჯვა. ის 14 წლის არც კი იყო, როდესაც ფაიფურის მოხატვით ფულს შოულობდა, ხოლო შემდეგ მარაოების, შირმებისა და ფარდების მოხატვით დაკავდა. დაგროვილი ფულით რენუარმა 1862 წელს ნატიფი ხელოვნების სკოლაში ჩააბარა, ხოლო შემდეგ შარლ გლიერის სახელოსნოში. აქ მან კლოდ მონე, ალფრედ სისლეი და ფრედერიკ ბაზილი გაიცნო

1870-იანი წლები არის რენუარის იმპრესიონიზმის აყვავების პერიოდი. 1874 წლის 15 აპრილს სკანდალური გამოფენის შემდეგ, იგი ძალიან დუხჭირად ცხოვრობდა. ამ პერიოდში მას ახლო ადამიანები ეხმარებიან. მათ შორის იყო მისი ძმა ედმონი, რომელიც ჟურნალის გამომცემელი იყო. მას ასევე ეხმარებოდა ყოველდღიური ჟურნალის მფლობელი ჟორჟ შემპატიე. 1883—87 წლებში მისი შემოქმედება განიცდის კრიზისს, იგი უარს ამბობს იმპრესიონისტულ მანერაზე და მუშაობს მკაცრ სტილში. ამ პერიოდს რენუარის შემოქმედებაში „მშრალ პერიოდს" ან „ენგრის პერიოდს" უწოდებენ.


1892—95 წლებს რენუარი ატარებს ზაფხულს ზღვისპირა ქალაქ პონტავენში, რომელიც მხატვ ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1512 | Added by: NaTia | Date: 08.04.2010

10 კანადის ოლიმპიური სტადიონი კანადა

9 "ოიტა სტადიუმ” იაპონია

8 "იას მარინა” გაერთიანებული ემირატები

7 "ალიანს არენა” გერმანია

6 "ქი ზონგ სტადიუმ” ჩინეთი

 

5 "(ნიუ) მესტალია” ესპანეთი (ჯერჯერობით არ დასრულებულა)

4 "ოლიმპიასტადიუმ” გერმანია

 

 3 "ნაციონალ სტადიუმ” ჩინეთი




                      

2 "იოიგი სტადიუმ” იაპონია

Category: სტატიები | Views: 1284 | Added by: NaTia | Date: 08.04.2010

ცოტა რამ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრზე

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი — ოპერის სახლი ქ. თბილისში, საქართველოს მთავარი მუსიკალური თეატრი, თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და ქალაქის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ცენტრი უკანასკნელი საუკუნენახევრის მანძილზე. დაარსდა 1851 წელს.

საქართველოში ოპერის თეატრის დაარსება იმ ზოგად პოლიტიკურ-კულტურული პროცესების უშუალო გამოძახილი და გაგრძელება იყო, რამაც იგი რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ მოიცვა და მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა კულტურული ცხოვრების და ეროვნულ-საგანმანათლებლო მოძრაობის გააქტიურების თვალსაზრისით.

1844 წელს საქართველოში დანიშნულმა კავკასიის მთავარმართებელმა, გენერალ-ფელდმარშალმა, დიპლომატმა გრაფმა მიხეილ ვორონცოვმა მრავალ, სხვადასხვა სახის კულტურულ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. 1845 წელს მან სტავროპოლიდან მოიწვია მსახიობთა დასი იაცენკოს ხელმძღვანელობით, რომელთაც სპეციალური სცენა გამოუყო. ამ მიზნით იაცენკომ მანეჟის შენობა გამოიყენა, რომელიც გადააკეთებინა საოპერო სცენად და შეიქმნა თეატრის დირექცია ცხრა კაცის შემადგენლობით. დასმა სპექტაკლების გამართვა 1845 წლის 20 სექტემბრიდან დაიწყო. წარმოდგენები კვირაში ორჯერ იმართებოდა და უმთავრესად ვოდევილებისა და კომედიებისაგან შედგებოდა.

1845—1846 წლების სეზონში თეატრში დირიჟორობდნენ კამენსკი და პეტროვი, შემდეგ მოიწვიეს მალაგანი და ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1897 | Added by: NaTia | Date: 08.04.2010

 

იმედია სათაურიდან ყველაფერს მიხვდით


"არ მესმის მცირე ფანტაზიის მქონე ადამიანებს რაზე აქვთ პრეტენზია”

"ნარკოტიკი მე ვარ, თუ გინდათ გამომიყენეთ.”

"აუცილებელია გაურკვევლობა მიმოფანტო, ამაზე ბევრი წამოეგება”

"ყველაფერი იქამდე მიდის, რომ მალე ჩვენი რეალობა დეპრესიის ერთერთ ფორმად გადაიქცევა”

"დიდი მადლობა ჩემს მტრებს, რომ არა ისინი მე ვერ გავხდებოდი ის, რაც ახლა ვარ.”

"ჩემსა და გიჟს შორის ის განსხვავებაა, რომ მე გიჟი არ ვარ.”

"თუ თქვენ აღიქვამთ საკუთარ ნახატს, ჯობია საერთოდ არ დახატო ის.”

"6 წლის ასაკში ვოცნებობდი გავმხდარიყავი მზარეული, 7 წლისა ვოცნებობდი ვყოფილიყავი ნაპოლეონი. ჩემი ამბიციები თანდათან იზრდება. ახლა მე მინდა ვიყო სალვადორ დალი.”

"სრულყოფილების ნუ გეშინიათ, ის თქვენ საერთოდ არ გემუქრებათ”

"ყველაზე საინტერესო მსოფლიოში მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი, სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა ჩემი და გალას ჩათვლით.

"და მაინც, რა არის ზეცა? ზეცა არც მაღლაა, არც დაბლაა, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. ზეცა პირდაპირ იმ ადამიანის გულშია, რომელსაც სწამს.”

"მე მექნება ბოლოებში წაწვეტებული, იმპერიალისტური, ზერაციონალისტური, ვერტიკალური მასტიციზმის და ვერტიკალური ესპანური სინდიკატების მსგავსად, ზეცისკენ აშვვერილი, ულვაშები.”

"პიკასო ესპანელია, მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია, მეც გენიოსი ვარ.პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ, მეც მიცნობენ ყველა ქვეყანაში. პიკასო კომუნისტია, მე კი – არა.”
< ... კითხვის გაგრძელება »

Category: სტატიები | Views: 1132 | Added by: NaTia | Date: 08.04.2010

ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები