ორშაბათი, 29.04.2024, 21:07
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 8 » საინტერესო ფაქტები კოსმოსის შესახებ
12:34
საინტერესო ფაქტები კოსმოსის შესახებ

მიუხედავად ცივილიზაციის დონის განვითარებისა, კაცობრიობამ მაინც ცოტა თუ იცის გარე სამყაროს შესახებ. თუმცა ფაქტები, რომლებიც ჩვენ ვიცით საკმაოდ საოცარი და იდუმალია…

19% მზის ენერგიას შთანთქავს ატმოსფერო, 47% — ეცემა დედამიწაზე და 34% — ბრუნდება კოსმოსში.

მზის სრული დაბნელების ხანგრძლივობა არ აღემატება 7,5 წუთს, ხოლო მთვარის სრული დაბნელება — 104 წუთს.

ჰიპარხეს (Ἵππαρχος, Hipparkhos) ძვ.ბერძენი ასტრომის მიერ, შექმნა პირველი ვარსკვლავური კატალოგი ჩვ.წელთაღრიცხვამდე 150 წელს.


მზის სისტემის მასის 99% კონცენტრირებულია მზეზე. ერთ წუთში მზე ქმნის უფრო დიდ ენერგიას, ვიდრე მთელი დედამიწა ხარჯავს წელიწადში. მზის სინათლის, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ასაკი 30 ათასი წელია.


ენერგიას, რომელსაც ჩვენ მზისგან ვიღებთ, წარმოიშვა მის გულში 30 ათასი წლის წინ – ზუსტად ამდენი დროა აუცილებელი, რომ ფოტონებმა (სინათლის ნაწილაკებმა) ”გააღწიონ” მნათობის ცენტრიდან მის ზედაპირამდე. ამის შემდეგ ისინი დედამიწამდე აღწევენ მხოლოდ 8 წუთის შემდეგ. მზის გულის ტემპერატურა 13 მილიონ გრადუსზე მეტია და მთელმა გამომუშავებულმა ენერგიამ თავდაპირველად უნდა გაიაროს სინათლის სხვა გამოსხივების მრავალრიცხოვანი შროვანი ზედაპირი.

ვულკან Nix Olimpica სიმაღლე, რომელიც მდებარეობს მარსზე _ 20 კმ. მეტია. მარსის ატმოსფეროს 95% შედგება ნახშიროჟანგის გაზისაგან … მარსზე მთები კი აღწევს 20-25 კილომეტრს.

მარსის ჩრ.პოლუსის ყინულის საფარველის მაქსიმალური სისქეა _ 2.5 კმ .

Capella_ ყველაზე კაშკაშა ყვითელი , ორმაგი ვარსკვლავია თანავარსკვლავედიდან წარმოქმნილი 42.2 სინათლის წლის დაშორებით, ასევე მეექვსე ვარსკვლავი სიკაშკაშით ცაზე. მისი სახელწოდება ნიშნავს ”პატარა თხას”

დაახლოებით 40 ახალი ვარსკვლავი ჩნდება ჩვენს გალაქტიკაში ყოველ დღე. თუ ობობას ქსელს გავჭიმავთ ჩვენთან ყველაზე ახლომდებარე ვარსკვლავამდე თანავარსვლავედ კენტავრამდე , მაშინ მისი წონა იქნებოდა 500 ათასი ტონა.

ავტომობილს, რომელიც მოძრაობს საშუალო სიჩქარით 60 მილი საათში, დასჭირდებოდა დაახლოებით 48 მილიონი წელი, რათა მიეღწია უახლოეს ვარსკვლავამდე(მზის შემდეგ) კენტავრამდე.

10 წუთში კოსმოსურ ხომალდს შეუძლია 1 მლნ.კვ/კმ დედამიწის ზედაპირის ფოტოგრაფირება, მაშინ როცა თვითმფინავიდან ასეთი ზედაპირის გადაღებას 4 წელი სჭირდება, ხოლო გეოგრაფებსა და გეოლოგებს ამისთვის ალბათ არანაკლებ 80 წელი დასჭირდებოდათ

ერთადერთი ცოლ-ქმარი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა _ ამერიკელი ასტრონავტები ჯენ დევისი და მარკ ლია, რომლებიც შედიოდნენ ”ენდევერის” ეკიპაჟში (12-20 სექტემბერი, 1992 წ)

”სმიტის ღრუბლები” (დაბლა მარჯვნივ) განლაგებულია დაახლოებით 12 ათასი პარსეკით (ვარსკვლავური მანძილების საზომი ერთეული უდრის 3.26 სინათლის წელიწადს [30.84*10(12 ხარისხში) კმ-ს ანუ 30.840 მლრდ კმ-ს). ”ირმის ნახტომიდან”. ის მოძრაობს ჩვენს მხარეს დაახლოებით 300 კმ/წმ სიჩქარით. შეჯახება (ეს ადგილია მონიშნულია X-ით) გამოიწვევს ახალი ვარსკვლავეის დაბადებას. ყვითელი წერტილი აჩვენებს მზის ადგილმდებარეობას (ილუსტრაცია Bill Saxton/NRAO/AUI/NSF).

უკანასკნელი 500 წელია დედამიწის მასა გაიზარდა მილიარდი ტონით კოსმოსური ნივთიერებების ხარჯზე. დედამიწის ცენტრის წნევა 3 მილიონჯერ მაღალია, ვიდრე დედამიწის ატმოსფეროსი. დედამიწა – ერთადერთი პლანეტაა, რომლის სახელწოდებაც არაა ღვთაების საპატივცემულოდ.

ყოველი დღე-ღამე დედამიწაზე თანმიმდევრულად ეცემა 200 ათასი მეტეორიტი. იმისათვის რომ მზის სხივმა მიაღწიოს დედამიწამდე საჭიროა 8.5 წუთი. თუ დედამიწა იბრუნებდა საწინაღმდეგო მხარეს თავისი ღერძის გარშემო , მაშინ წელიწადში იქნებოდა 2 დღე-ღამით ნაკლები.

ჩვენგან ახლომდებარე (მზის შემდეგ) ვარსკვლავთან (კენტავრი)დაშორება _ 4,24 სინათლის წელია.

ყველაზე დიდი პლანეტა მზის სისტემაში არის იუპიტერი.

მზის სისტემის ყველა პლანეტა თავისუფლად განთავსდებოდა პლანეტა იუპიტერის შიგნით

ღია კოსმოსში პირველი გასვლის ხანგრძლივობამ (ალექსეი ლეონოვი) 12 წამი შეადგინა

ორბიტული სადგური "Мир” ორბიტაზე გავიდა 1986 წლის 20 თებერვალს. ამ სადგურის მთელი არსებობის ისტორიაში , მასზე იმყოფებოდა 135 ადამიანი 11 ქვეყნიდან და 14 ტონაზე მეტი სხვადასხვა სამეცნიერო აპარატურა.
სადგური "Мир” საერთო მასა _ 36 ტონაზე მეტია.

ერთი ”წლის” ხანგრძლივობა პლუტონზე _ 247.7 დედამიწის წელია

ასტეროიდებს 4147, 4148, 4149 და 4150 ”The Beatles” საპატივცემულოდ დაარქვეს სახელები, შესაბამისად: ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, , ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი

მთვარის ყველაზე დიდ კრატერს, რომელიც დედამიწიდან ჩანს, ეწოდება ”სიკვდილის ველი”. მისი ფართობი დაახლოებით 26 000 კვადრატული მილია.

მთვარეზე ყველაზე მაღალი ტემპერატურაა _ 117 გრადუსი ცელსიუსი, ყველაზე დაბალი _ 164 გრადუსი ცელსიუსი. ყველაზე მაღალი მთა მთვარზე _ 11 599 მეტრისაა. მთვარის დიამეტრი _ 3476 კმ-ია. დედამიწა იწონის დახლოებით 600 ტრილიონ ტონას . მთვარე დედამიწაზე 80-ჯერ მსუბუქია

მთვარის პირველი რუკა შეადგინა ტომას ჰერიოტმა 1609 წელს.

ყველაზე ცხელი პლანეტაა _ ვენერაა. იგი ღერძის ირგვლივ საკმაოდ ხანგრძლივად ტრიალებს – დაახლოებით 243 დედამიწის დღე-ღამე, – მეტი , ვიდრე მზის გარშემო ( 224,7 დღე-ღამე), ამიტომაც ვენერაზე ”დღე-ღამე” წელიწადზე გრძელია.

მზის ზედაპირის ფართობი, ზომით საფოსტო მარკისა ანათებს ისეთივე ენერგიით , როგორც 1 500 000 სანთელი.

ნეიტრონული ვარსკვლავები წარმოადგენენ ყველაზე ძლიერ მაგნიტებს მთელ სამყაროში. მაგნიტური ველი ნეიტრონული ვარსკვლავებისა მილიონჯერ მეტია, ვიდრე დედამიწის მაგნიტური ველია. თუ გავავსებთ ჩაის კოვზს ნივთიერებით, როლისგანაც შედგება ნეიტრონული ვარსკვლავები, მაშინ მისი წონა დახლოებით 110 მილიონი ტონა.

 

თუ სატურნს ჩავუშვებთ წყალში, ის ზედაპირზე იცურავებს. საშუალო სიმკვრივე სატურნის ნივთირებისა დაახლოებით 2-ჯერ ნაკლებია წყლისაზე. თუ თქვენ მოიპოვებთ შესაბამის ჭიქას(დიამეტრით არანაკლებ 60 ათასი კმ-სა), შეგეძლებათ თავად დარწმუნდეთ ამაში :)

  მზის ლაქები _ ამბობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზია სტრადივარიუსის ( 1644 — 1737წწ ) ვიოლინოს განსაკუთრებული ხმოვანებისა. სწავლულებმა ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს , მისი ვიოლინოების ჟღერადობის უცნაურობანი, თუმცაღა მათ აღმოაჩინეს , რომ მერქანი, რომელსაც ის იყენებდა , ძალიან მნიშვნელოვანია ვიოლიონოს ხმოვანებისთვის.

1500-1800 წლებში დედამიწამ განიცადა პატარა გამყინვარების პერიოდი, რომელიც გამოწვეული იყო ვულკანების აქტიურობის მომატებით და მზის აქტიურობის შემცირებით. ამის შედეგად , ხეები, რომელიც ამ პერიოდში გაიზარდა, გამოირჩეოდა დიდი სიმკვრივით (ნელი ზრდის გამო). სწორედ ასეთი მასალაა საუკეთესო ვიოლინოს დასამზადებლად.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1852 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები