ორშაბათი, 29.04.2024, 21:40
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 9 » 7 ყველაზე საოცარი ცხელი წყარო დედამიწაზე
02:54
7 ყველაზე საოცარი ცხელი წყარო დედამიწაზე

ცხელი წყაროები – ბუნების საოცრებაა. ალბათ არავინ იტყოდა უარს ცივ ზამთარში ცხელი აბაზანის მიღებაზე. არსებობს ცხელი წყაროები და არსებობს განსაცვიფრებელი ცხელი წყაროები , ხელოვნების ნამდვილი ქმნილება, რომლის ავტორი თავად ბუნებაა.

Yellowstone -ის ნაციონალურ პარკში მდებარეობს ყველაზე ცნობილი , სიდიდით მესამე – ცხელი წყარო. მისი ზომაა – 75-91 მეტრი, წყლის ტემპერატურა კი შეადგენს 71 გრადუსს ცელსიუსით. ის ცნობილია არამარტო თავისი ზომით, არამედ თავისი ფერითა და ფორმითაც. წყაროს ფერი იცვლება ფორთოხლისფერისგან კაშკაშა ცისფერამდე. რომელიც წყლის ტემპერატურისა და სპეციფიკური ბაქტერიების, რომლებიც ამ წყაროს წყალში ბინადრობენ, დამსახურებაა. სხვათაშორის , მისი ცენტრალური ადგილი – აბსოლუტურად სტერილურია, რადგან ასეთ მაღალ ტემპერატურაზე ბაქტერიებიც კი ვერ არსებობენ.

და ისევ ვბრუნდებით Yellowstone -ის ნაციონალურ პარკში, სადაც ღირს საოცარი წყაროს ნახვა, რომლის წყალიც გაჟღენთილია კირით. იგი გამოიყირება , როგორც უცხო პლანეტის ზედაპირი – თეთრი ცარცი, ტერასები, გამომშრალი და გამხმარი ხეები. 1000 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა დიდი რაოდენობის კირის ნადები, ცარცის ტერასები.

ამ ცხელ წყაროს სახელი მისი შეფერილობის -კაშკაშა წითელის- გამო დაერქვა. რა თქმა უნდა სისხლს არცთუ ისე ჰგავს , მაგრამ ნამდვილად უჩვეულოდ გამოიყურება. წითელი ფერი განპირობებულია წყალში რკინის დიდი რაოდენობით.მასში ბანაობა შეუძლებელია, მისი მაღალი ტემპერატურის – 90 გრადუსის – გამო.

ეს ადგილი – ნატურალური გეოთერმული სპა-აბაზანაა, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს ისლანდიაში. წყაროს აუზი ვულკანური წარმონაქმნებითაა ფორმირებული, შესაბამისად წყალი ცხელდება გეოლოგიური ქვედა ფენებით. აღსანიშნავია, რომ თავად წყარო არც ისე ნატურალურია – აქ წყალი – ხელოვნურია – მის გვერდით დგას გეოთერმული ელექტროსადგური, რომელიც იყენებს ზემოთ გამთბარ წყალს და უკვე გაგრილებულს აბრუნებს აუზში. მაგრამ ”გაგრილებული” წყალი 40 გრადიუსია ცელსიუსით, რომელიც სრულად საკმარისია ადამიანისთვის, მაგრამ არასაკმარისია გეოთერმული ტბილელექტროსადგურისთვის. ცისფერი ლაგუნა მდებაროებს 39 კმ. რეიკიავიკიდან.

ეს წყარო ითვლება ყველაზე დიდ ბუნებრივ აუზად ცხელი წყლით. წყლის ტემპერატურა – 40 გრადუსია ცელსიუსით, მაგრამ არსებობს ხელოვნური საცურაო აუზებიც, რომლის ტემპერატურა – 36 გრადუსია.

6. Jigokudani-ს წყარო. იაპონია.

დევ ერთი ცხელი წყლის წყარო იაპონიიდან. ეს წყარო ემსახურება თოვლის მაიმუნებს, რომლებიც დღე და ღამეს ამ წყალში ატარებენ. პრინციპში მეტი სხვაგან აბა სად უნდა გათბნენ. 

7. Deildartunguhver . ისლანდია

Deildartunguhver ხასიათდება საკმაოდ მაღალგამტარუნარიანობით – 180 ლიტრი წამში, პლიუს ძალიან ცხელი წყალი, პრაქტიკულად ადუღებული – 97 გრადუსი ცელსიუსით. ისლანდიის მცხოვრებნი ამ წყალს იყენებენ საკუთარი სახლების გასათბობად.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1144 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები