სამშაბათი, 30.04.2024, 00:47
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 9 » მიკროკომპიუტერი ბავშვებისთვის
16:03
მიკროკომპიუტერი ბავშვებისთვის

კომპანიამ OLPC, რომელიც 100 დოლარის ღირებულების ნოუთბუქის პროექტზე მუშაობს, განვითარებადი ქვეყნების ბავშვებისთვის მიკროკომპიუტერის დიზაინი გამოიგონა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პირველი მიკროკომპიუტერი სენსორული დისპლეით XO-3 ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდება და მისი ფასი 100 დოლარზე ნაკლები იქნება.

XO-3 ჩაანაცვლებს 2007 წელს გამოშვებულ მის წინამორბედ პირველ ნოუთბუქს XO. სულ მსოფლიოს 35 ქვეყანაში ბავშვები 1,4 მილიონ ცალ ამგვარ კომპიუტერს მოიხმარენ.

OLPC-ს ევროპული განყოფილების ხელმძღვანელის უოლტერ დე ბრაუერის თქმით, იგი აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და რამდენიმე მათგანი უკვე დაინტერესდა აღნიშნული პროექტით. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა კომპიუტერებს კრედიტით შეიძენს, მოსწავლეები ნოუთბუქით თვეში ერთ ევროდ ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ კომპანია OLPC – ს აბრევიატურა ასე იშიფრება – ”თითო ლეპტოპი ყველა ბავშვს”

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1040 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები