16:22 ბედნიერი და უიღბლო რიცხვები | |
უძველესი დროიდან ადამიანები რიცხვებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. არსებობს საკრალური რიცხვები, რომლებიც ქრისტიანულ სიმბოლიკაშიც გვხვდება – 3, 7, 12… ხალხურ სიტყვიერებაში განსაკუთრებით ფიგურირებს რიცხვი 9. რა დაფარული კავშირია რიცხვებსა და ადამიანთა ბედ–იღბალს შორის, რატომ ითვლება ზოგი რიცხვი ბედნიერად, ზოგი კი – უიღბლოდ?
. პრეზიდენტობამდე იგი 7 წელიწადი მაშველად მუშაობდა და 77 ადამიანი გადაარჩინა. კინოში რეიგანი პირველად 1937 წელს გადაიღეს, 1947 წელს კი მსახიობების გილდიის პრეზიდენტი გახდა. 1967 წელს რეიგანმა კალიფორნიის შტატის გუბერნატორის არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო 1970 წელს მეორე ვადით აირჩიეს. ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე რესპუბლიკურმა პარტიამ მისი კანდიტატურა 17 ივლისს, ანუ მეშვიდე თვეს წამოაყენა. პრეზიდენტად არჩევიდან 70–ე დღეს ესროლეს, ტყვიამ მე–7 ნეკნს ჩაუარა და გადარჩა. პრეზიდენტის პოსტი 77 წლის ასაკში დატოვა. რიცხვი 3 იუპიტერს განეკუთვნება. უმრავლეს მისტიკურ რიტუალში ზოგიერთი მოქმედება სამჯერ მეორდება. ისევ ამერიკის ერთ–ერთი პრეზიდენტის ცხოვრებიდან მოგიყვანთ მაგალითს. პრეზიდენტ თომას ჯეფერსონის ბიოგრაფიაში რიცხვი 3 ხშირად ფიგურირებს. ის 1743 წლის 13 აპრილს დაიბადა, რიგით მესამე შვილი იყო. დამოუკიდებლობის დეკლარაციის პროექტზე მუშაობა 33 წლის ასაკში დაიწყო, 1803 წელს საფრანგეთისგან ლუიზიანას გამოსყიდვა მოახერხა. პრეზიდენტის პოსტზე განმეორებით არჩევნებში ზუსტად 3 ხმა დააკლდა ოტო ფონ ბისმარკის ცხოვრებაშიც 3 განსაკუთრუბლი რიცხვი იყო. ბავშვობაში სამი სკოლა გამოიცვალა. ელჩად სამ ქვეყანაში მუშაობდა. ემსახურებოდა სამ მეფეს, იბრძოდა სამ ომში და ხელიც სამ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა. ბისმარკს სამი შვილი ჰყავდა. მის გერბზე სამყურას სამი ფოთოლი და მუხის სამი ტოტი იყო გამოსახული. რიცხვი 4 ნუმეროლოგიაში გამძლეობას, ფეხზე მტკიცე დგომას, მიზანსწრაფულობას აღნიშნავს. რიცხვი 5 პლანეტა მერკურს წარმოადგენს. ვის ბიოგრაფიაშიც ეს რიცხვი ფიგურირებს, ისინი სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს.
6 და 13 უხსოვარი დროიდან თარს, ბოროტ რიცხვებად ითვლებოდა. საინტერესოა, რა უნდა იყოს მათი საშუალებით მიღებული რიცხვი 13 666. მაგალითად: 1919 წელს რუსეთის საგანგებო კომისიის თავმჯდომარის, ძერჟინსკისთვის გაგზავნილი წერილის ნომერია – 13 666. აი, რა წერია ამ წერილში: "სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და სახალხო კომისართა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დაამთავროთ მღვდლებისა და რელიგიის საქმე. მღვდლები დაპატიმრებულები უნდა იყვნენ, როგორც კონტრრევოლუციონერები და მესაბოტაჟეები. ისინი ყველგან უმოწყალოდ უნდა იყვნენ დახვრეტილი. რაც შეიძლება მეტი ეკლესია დაექვემდებაროს დაკეტვას, ტაძრები დალუქული და საწყობებად გამოყენებული უნდა იქნეს”. წერილს ხელს აწერენ რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე კალინინი და სახალხო კომისართა საბჭოს თამჯდომარე ულიანოვი, ანუ ლენინი. ამ წერილით ანტიქრისტე ლაპარაკობს. მან მილიონობით ადამიანს უდიდესი უბედურება მოუტანა. 8 სატურნს ეკუთვნის და შრომისმოყვარეობას განსაზღვრავს. ის ასევე უიღბლო და თარს ციფრადაა მიჩნეული. ამ რიცხვში დაბადებულები ეჭვიანები არიან, ოჯახებს ხშირად ანგრევენ და სრულ ბედნიერებას ვერ აღწევენ. რვიანი მართავდა ელისაბედ პირველის, ჟიულ ვერნის, ედიტ პიაფის ცხოვრებას, თუმცა კარიერის თვალსაზრისით, ისინი 2–სა და 6 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს ჯობნიან.
ცხრიანი საქართველოსთვის აგრესიის, კონფლიქტების რიცხვია. უბედურების დღედ მოგვევლინა 1956 წლის 9 მარტი, 1989 წლის 9 აპრილი. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ 9–იანი ზოგჯერ კარგის მომასწავებელიც არის. მკვლევარ გასივანის მტკიცებით, 9 სამყაროს მუდმივაა, რადგან ნებისმიერ რიცხვში შემავალი ციფრების ჯამი ბოლოს მაინც 9–ს გვაძლევს. ბევრისთვის 9 ბედნიერების მომტანი რიცხვია. | |
|