ორშაბათი, 29.04.2024, 22:14
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 10 » გაღმა ნაპირი
01:40
გაღმა ნაპირი

რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმი ”გაღმა ნაპირი” ამერიკული კონოაკადემიის მთავრის ჯილდოს ”ოსკარის” საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.


როგორც ”მედიანიუსს” ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა კოტე ჩლაიძემ განუცხადა, შიდა შერჩევით ჟიურიმ ოსკარზე წარსადგენად ”გაღმა ნაპირი~ დაასახელა . კონკურსზე ”გაღმა ნაპირის” კონკურენტი ფილმი ზაზა ურუშაძის ”სამი სახლი” იყო. ოვაშვილის ფილმმა ერთი ხმით გაიმარჯვა.


ფილმი `გაღმა ნაპირი~ აფხაზი ბიჭის ისტორიას მოგვითხრობს. 12 წლის დევნილ თედოს ომმა ყველაფერი წაართვა, რაც გააჩნდა და რაზეც კი ოდესმე უოცნებია. ფილმში აღწერილია, თუ როგორ ცდილობს 12 წლის ბიჭი თავის თავში დაიბრუნოს მომავლის რწმენა და იმედი

”გაღმა ნაპირი” სხვადასხვა პრესტიჟულ კინო-ფესტივალის პრიზიორია.


2009 წელს აღებული აქვს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მე-9 კინო-ფესტივალის გრანპრი ”ოროს შროშანი” , ამერიკაში სიეტლის 35-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, კინო-ფესტივალ ”სამხრეთ კინოს” მთავარი პრიზი ”ოქროს ალამაბარა” პარიზის მე-7 საერთაშორისო ფესტივალის ”პარიზი სინემას” საერთაშორისო ჟიურის პრიზი, ერევნის მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი ”ოქროს გარგარი”.

.




კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1167 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები