11:56 მამა გაბრიელი | |
ალბათ ყველას გსმენიათ მამა გაბრიელის შესახებ… მის სახელს ძალიან ბევრი სასწაული უკავშირდება… ჩემი თხოვნა იქნება წაკითხვა არ დაგეზაროთ…
ბუკინისტს უთხრა – ქრიტეს ცხოვრების ისტორია მინდა შევიტყოო, – როდესაც დახედა ნაყიდ წიგნს და სათაური „სახარება" ამოიკითხა, ბაზარში უკან მიბრუნდა, ალბათ ბუკინისტმა სხვა წიგნი მომყიდაო, თუმცა გამყიდველს ვერსად მიაგნო: უთხრეს ასეთი აქ არც არავინ ყოფილაო. ექვსი წელი სწავლობდა თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში. ღვთისაგან ბოძებული სულიერება ბავშვობიდანვე უსწრებდა წინ მის ფიზიკურ ზრდას. ამიტომაც საკმაოდ ადრეულ ასაკში გამოეყო ოჯახს, ეზოში თავისი ხელით, ალიზით, ააშენა სენაკი, ისე პატარა, მხოლოდ თვითონ რომ შეძლებდა დაძინებას და იქ გადავიდა საცხოვრებლად. შიგ სარეცელიც კი არ ედგა. დედას შეეცოდა და მის დაუკითხავად იმ დროს შეიტანა ბალიში, როცა ვასიკო სენაკში არ იმყოფებოდა. მოვიდა თუ არა, ბალიში ნაჯახით აკუწა და განრისხებულმა თქვა: „როგორ გაბედე ბერის სენაკში უნებართვოდ შესვლა, უფალი ჩვენი – იესო ქრისტე იმდენად ღარიბი იყო, თავის მისადრეკელიც კი არ ჰქონდაო". ასე გაატარა მან ჯარისათვის განსაზღვრული დრო ნახევრად ჯარში და ნახევრად ეკლესიაში. სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, 1951-1955 წლებში, თავის საკარმიდამო ეზოში ღვთის სადიდებლად თავისივე ხელით ააშენა ოთხგუმბათიანი ეკლესია, რომელიც ძირითადად კომუნისტების მიერ სანაგვეზე გადაყრილი იმ ხატებით გააწყო და გაამშვენა, რომელთაც ის სათითაოდ ეძებდა და პოულობდა: „ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა"– ამბობდა მამა გაბრიელი. ხელისუფლებამ ეკლესია რამდენჯერმე დაუნგრია, მაგრამ მან ისევ აღადგინა. ერთხელაც, მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი მივიდა მასთან. მამა გაბრიელს არ გასჭირვებია მათი მიზნის ამოცნობა. არც აცალა ხმის ამოღება ისე უთხრა: – მე არ დავანგრევ და თქვენ თუ შეძლებთ დაანგრიეთო. მომხვდურები შეშინდნენ, მაგრამ მაინც წავიდნენ და მუშები მოიყვანეს. ბრძანების გამცემი უფრო სცოდავს, ვიდრე შემსრულებელიო, – განუმარტა მათ მამა გაბრიელმა და ამჯერად კიდევ უფრო შეშინებულმა ჩინოვნიკებმა სასწრაფოდ დატოვეს მათი ეზო. ასე გადაარჩინა ღვთის შიშმა მისი ეკლესია მთლიანად დანგრევას (ეს ეკლესია საკმაოდ დაზიანებული და შეცვლილი ფორმით, დღესაც არსებობს თეთრიწყაროს ქ. 11-ში). მსახურობდა სხვადასხვა ეკლესიაში, თუმცა, მისი მოღვაწეობა წინააღმდეგობებით იყო აღსავსე: ხან შიზოფრენიაში სდებდნენ ბრალს, ხანაც მღვდელმოქმედების აღსრულების უცოდინრობაში. სიცოცხლის ბოლო წლებში აღსრულდა მისი ბავშვობის ნატვრა და მცხეთის დედათა მონასტერში, მეფე მირიანის კოშკის შესასვლელ გოდოლში განაგრძო ბერ–მონაზვნული ცხოვრება. წყალმანკით მძიმედ დაავადებულ გაბრიელ ბერს გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია II არქიმანდრიტობა უბოძა. რადგან მათხოვრობამდე მივიდა, ჩვენ თუ შეგვიძლია, მხოლოდ დახმარება გვმართებს და არა განკითხვა, მით უმეტეს – დაცინვა". მამა გაბრიელის ეს ქადაგება მრავალთაგან ერთ–ერთია, რომლითაც იგი ჭეშმარიტი ქრისტიანული ქმედებისაკენ მოგვიწოდებს. | |
|