ორშაბათი, 29.04.2024, 23:05
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » იაფეტიდები – კოლხური ცივილიზაცია; Kolkhian civilization.
14:18
იაფეტიდები – კოლხური ცივილიზაცია; Kolkhian civilization.

კოლხური ტომები – ხალიბები, ხალდები”.


სახელწოდება "ხალიბის” ეტიმოლოგიაზე სხვადასხვა აზრი არსებობს. ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ავტორები გამოთქვამდნენ მოსაზრებას აღნიშნული საკითხის გარშემო. ძვ. წ. I საუკუნის რომაელი პოეტის ვერგილიუსის "გეორგიკების” ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, ხალიბებს სახელი ეწოდათ ხალიბიუმიდან, კუნძულ ევბეის სოფლიდან, რადგან აქედან გადასახლდნენ (SC, II, 751). აქვე აღსანიშნავია, რომ ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით, კუნძულ ევბეაზე (იგივე მაკრისი) უმთავრესად პელაზგები ბინადრობდნენ, რომლებსაც ბევრი მეცნიერი კოლხების მონათესავე ტომად აღიარებს. ამ ცნობით, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ხალიბები იგივე პელაზგებია, რომლებსაც მცირე აზიაში გადასახლების შემდეგ სახელი დაერქვათ თავიანთი პირვანდელი საცხოვრისის, კუნძულ ევბეის ერთ-ერთი სოფლის, ხალიბიუმის მიხედვით.

"სამეგრელოს ეტიმოლოგია”.


 "სამეგრელოს ეტიმოლოგია”

1. ეგროსი
მარი ბროსე წერს: "თავდაპირველად, ეგროსი – ზეპირ გადმოცემით – ძმა ქართლოსისა – დაესახლა მდინარის ოირად, რომელსაც დაერქვა მისი სახელი ეგრისი, ეხლანდელი ენგური. ეგროსისაგან წარმოსდგა სრულიად კანონიერად წარმოებული სახელწოდება მეგრელისა”.

2. ეგური
სამეგრელოს უძველეს სახელწოდებად ძველ ქართულ წყაროებში დადასტურებულია ეგური: "მაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თვსთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა”.
ტოპონიმი ეგური დღეისათვის შემონახულია ჰიდრონიმში ენგური, რომლის ძველი ფორმა იყო ეგური: "სამხრეთით მდინარე რიონი, გურია-ოდიშს შორის, და კუალად ეგურის მდინარის შესართავს დასავლეთი შავი ზღვა”.
"ეგური ტოპონიმია…, ქვეყნის სახელია და ნიშნავს "სამეგრელოს”, "დასავლეთ საქართველოს”. ის მნიშვნელობით იგივეა, რაც ხმოვნის რედუქციით მისგანვე მომდინარე – შუალობით ან უშუალოდ – უფრო გვიანდელი ეგრ-ი (=ეგურ-ი) და ამ უკანასკნელისაგან ნაწარმოები – შედარებით მოგვიანო, თუმცა თავასთავად ძალიან ძველი – ეგრ-ის-ი (=ეგრ+ის-ი)”.
ს. ჯანაშიას აზრით, ამ ქვეყნის (ეგრ-ის-ი) ფუძიდან ("ეგრ”) ნაწარმოებია მ-ეგრ-ელ-ი, ისევე როგორც მეგვიპტელი –ეგვიპტიდან, მაწყვერელი – აწყვერიდან და ა. შ.. "იგივე ფუძე, სხვა ახმოვანებით, აწარმოებს ადგილობრივს "მ-არგ-ალ”-ს (თავდაპირველ მ-აგრ-ალ-იდან), აფხაზურ აგრ-უა-ს, ძველ სომხურ ეგერ-აცი-ს”.
კლავდიოს პტოლემაიოსი (ახ. წ. 100-178 წწ.) თავის გეოგრაფიაში ასახელებს "მანრალებს”, რაც ცხადია იგივე "მეგრელების”, ან ადგილობრივი "მარგალის” ფორმაა. იგი წერს: "კოლხეთის ზღვისპირა ნაწილში მოსახლეობენ ლაზები, ზევით მდებარე ადგილებში მანრალები და ეკრიკტიკის ქვეყნის მცხოვრებნი”. ამ ცნობაზე დაყრდნობით, ლაზები ზღვის პირას ბინადრობენ, ხოლო მანრალები და ეკრიკტიკის ქვეყნის მცხოვრებნი – ზღვისგან მოშორებით, "ზევით მდებარე ადგილებში”.
VII ს. "სომხური გეოგრაფია” "მანრალებს” მანრილების სახელწოდებით ასახელებს. VII ს. "სომხური გეოგრაფიის” მოკლე რედაქცია გადმოგვცემს: ”კოლხეთი (კოლქის) არის იგივე ეგრისი (ეგერ)… და შეიცავს ეგრისი ოთხ მცირე ქვეყანას: მანრილი, ეგრევიკა, ლაზივი, ჭანეთი, რომლებიც არიან ხალდები”. აშკარაა, რომ VII ს. "სომხური გეოგრაფიის” ავტორს გამოყენებული აქვს კლავდიოს პტოლემაიოსის "გეოგრაფიული სახელმძღვანელო”. "სომხურ გეოგრაფიაში” მოხსენიებული "მანრილი” პტოლემაიოსის "მანრალებია”, ხოლო "ეგრევიკი” – იგივე "ეკრიკტიკეა”.
ქართველი ისტორიკოსები ანტიკური წყაროების სახელწოდება "მანრალს” უკავშირებენ "ეგრ” ძირს, საიდანაც წარმოსდგება ეთნიკური სახელწოდება "მარგალი” ("მეგრელი”) და ქვეყნის სახელწოდება "ეგრისი”.
დ. მუსხელიშვილი, კლავდიოს პტოლემაიოსისა და სომხური წყაროს (VII ს. სომხური გეოგრაფია) ცნობების ანალიზის საფუძველზე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ "მანრალები”, "მანრილები” იგივე "მაგრალების” ტომია და მათ "დასავლეთ საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთ პროვინციის, ივერიის მომიჯნავე არგვეთის” ტერიტორიაზე ათავსებს.

3. ეგერი
ძველ სომხურში სამეგრელოს სახელად დასტურდება ე-გერ-ი.
მარი ბროსე წერს: "ამ მხარეს სომხის ძველი მწერლები უწოდებენ ეგერ, ეგერაცტან და იქ მყოფთ ეგერაცად”.

4. გერი – მგლის ტოტემური სახელი
ე-გურ-ი, ე-გერ-ი დაკავშირებულია მგლის ტოტემურ სახელთან გერ-ი.
ტერმინ ე-გერ-ის ძირი თანხვდება მეგრულ ენაზე სიტყვა მგელს (გერ-ი).

5. მზე
ბასკები თავიანთ ქვეყანას "ეგუს სკალდუნს” უწოდებენ. "ეგუს’ ბასკურად მზეს ნიშნავს, ხოლო "სკალდუნ’ ამომავალი მზის ქვეყნიდან წარგზავნილს. აია კოლხეთი ამომავალ მზის ქვეყნად მიაჩნდათ ძველად.
თუ ბასკურ ენაში არსებულ სიტყვას "ეგუს” მზეს ნიშნავს, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ასევე ყველა სიტყვები, როგორიცაა: ეგვიპტე, ეგეოსი, ეგეიდა, ეგრისი, ყველანი მზესთან არიან დაკავშირებულნი და ერთი ენობრივი ოჯახიდან აქვთ ამოსავალი.

ოქრომრავალი კოლხეთი – land of the Golden Fleece – Ancient Colchis.


უნიკალური აღმოჩენა ვანში

ეს სავარაუდოდ ტაძრის გადამალული ინვენტარია. კიდევ ერთხელ დასტურდება მოსაზრება, რომლის თანახმად, ძველი ვანი სატაძრო ქალაქს წარმოადგენდა.

ახალი აღმოჩენის შედეგად კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ გამოიკვეთა კოლხური ცივილიზაციის უმაღლესი დონე და კოლხეთის ინტენსიური კავშირები ანტიკურ სამყაროსთან.

ბერძენი და რომაელი ავტორები ხშირად იყენებდნენ ეპითეტს – ოქრომრავალი კოლხეთი. საქართველოში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა სამუშაოებმა დაადასტურა, რომ ლეგენდარული კოლხეთი რეალურად არსებული ქვეყანა იყო.

კოლხეთის სამეფო ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებისათვის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენდა. ვანის არქეოლოგიური გათხრების შედეგად ყველაზე უფრო თავალნათლივ ძველი კოლხეთის კულტურა წარმოჩინდა.

ქართველთაგან პირველად ვანში გათხრები ექვთიმე თაყაიშვილმა წამოიწყო. შემდგომში გათხრებს ცნობილი მეცნიერები ნიკოლოზ ბერძენიშვილი და ნინო ხოშტარია ხელმძღვანელობდნენ, ხოლო 30 წელზე მეტ ხანს სამუშაოებს ოთარ ლორთქიფანიძე წარმართავდა. ამ პერიოდში მოხდა ვანის აღმოჩენების მსოფლიო აღიარება. ვანში მრავალი საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა და თანამედროვე ტიპის მუზეუმი შეიქმნა.

ოთარ ლორთქიფანიძის გარდაცვალების შემდეგ ექსპედიციას სათავეში მისი მოწაფე დარეჯან კაჭარავა ჩაუდგა, რომლის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა წლევანდელი სამუშაოები. უშუალოდ ახალი აღმოჩენები არქეოლოგ დიმიტრი ახვლედიანის უბანზე მოხდა.

ვანის ნაქალაქარზე დადგენილია უწყვეტი ცხოვრება ძვ.წ. VIII საუკუნიდან – ძვ.წ. I საუკუნის შუა ხანებამდე. ის კოლხეთის მნიშვნელოვანი რელიგიური და პოლიტიკური ცენტრი გახლდათ შესანიშნავი არქიტექტურითა და მრავალდარგიანი ხელოსნური წარმოებით. აქ აღმოჩენილი მრავალრიცხოვან ნაგებობათა ნაშთები, კლდოვან დედაქანში გამოკვეთილი სამსხვერპლოები, მდიდრული სამარხები თვალნათლივ წარმოაჩენენ სოციალური და კულტურული განვითარების მაღალ დონეს.

ვანში პროფესიონალ ხელოსანთა ძლიერი სკოლა არსებობდა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ურთულესი ტექნიკური ხერხების გამოყენებით უნიკალური კოლხური სტილის ოქრომჭედლობის უბრწყინვალეს ნიმუშებს ქმნიდა. ეროვნულ მუზეუმში დღეს ვანში აღმოჩენილი ათეულ ათასობით ოქროს ნივთია დაცული, რომელთა დიდი ნაწილი ამჟამად "ქართული სეზონის” ფარგლებში მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებში მოგზაურობს.

ვანის ახალი აღმოჩენა უნიკალურია არა მხოლოდ მეცნიერული, არამედ ისტორიული თვალსაზრისით, რადგან კიდევ ერთხელ დასტურდება უძველესი ქართული ცივილიზაციის ახლო კავშირი ევროპულ სამყაროსთან.


           სამოსის მოსაწყობი ოქროს ნაწილები.


საიდან მოვდივართ, როგორია ჩვენი წინაპრების ისტორია, რა ადგილი უჭირავს ჩვენს ქვეყანას მსოფლიო კულტურის ისტორიაში და რატომ იყო რომ მუდამ ჩვენსკენ მოისწრაფოდნენ… ასე იყო იმ უშორეს წარსულშიც, როცა ქართველ ტომთა ცხოვრებაზე ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულში წერდნენ ასურელები, ურარტუელები, ძველი ბერძნები, რომაელები. საქართველოს ყოველი კუთხე ისტორიული და კულტურული ძეგლთა საგანძურს წარმოადგენს, რომელიც უამრავი ლეგენდის საბურველშია გახვეული, ისეთშიც კი მსოფლიო საზოგადოების აზროვნებასაც რომ დაამჩნია თავისი კვალი, სადაც ირეალურისა და რეალურის ძიებას მრავალი ასეული წელი შეეწირა, მაგრამ მაინც აქტუალურია და ინტერესს იწვევს მათ შორის ერთ-ერთი თქმულება ,,არგონავტებზე”, ,,მედეასა” და ,,ოქროს საწმისზე”. ძველ ბერძენთა ლაშქრობაზე ოქრომრავალ კოლხეთში უამრავი დაწერილა, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ ინგლისელმა მოგზაურმა ტომ სევერინმა თავისი ,,არგოთი” კიდევ ერთხელ დაარღვია რიონის სიმყუდროვე და ჭყვიშში ამოყო თავი ლეგენდის რეალურობის დასამტკიცებლად. ჭყვიში ვანის რაიონშია, ვანი ყველაზე მეტად შეიძლება მოისაზროს კაცმა აიეტისა და მედეას საუფლოდ, აქ აღმოჩენილი სიძველეთა ნაირფეროვნების გამო. წელსაც აგებენ ,,არგოს” უცხოეთში და ისევ ცდილობენ ლეგენდის რეალობად ქცევას.

ვინც ვანის რაიონული ცენტრის კარიბჭესთან შემოგეგებებათ, ეს ვერძზე ამხედრებული კოლხი ასული მედეაა. სიმბოლო, რომ ფეხს ადგამ იმ მიწას, რომელსაც ამ ასულის ნატერფალი ამჩნევია.

ახვლედიანების გორა… არქეოლოგიური გათხრების ცენტრი…..

თითქმის 150 წელზე მეტი გავიდა, რაც საზოგადოებაში გაჩნდა ინფორმაცია ქუთაისის მახლობლად, ვანში აღმოჩენილ უნიკალურ სიძველეთა შესახებ. ჯერ კიდევ 1847-1848 წლებში საქართველოსა და კავკასიაში მოგზაურობდა შესანიშნავი ფრანგი ქართველოლოგი აკადემიკოსი მარი ბროსე. ქუთაისში ყოფნისას საპატიო სტუმრისათვის მიურთმევიათ მამაკაცის თავის ქანდაკება, რომელიც ,,საჩინოს” ერთ-ერთ საფლავში ყოფილა ნაპოვნი. სამწუხაროდ, არავინ იცის დღეს რა ბედი ეწია ამ ქანდაკებას და სად ინახება ახლა იგი. მარი ბროსეს აღწერით, ეს იყო ,,მამაკაცის ბიუსტი მხრების დასაწყისამდე, თმიანი და წვერიანი, არწივისებრი დიდი ცხვირითა და სარდონიკული სიცილით” (ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ. 1973 წ. გვ. 281).

ახლა გავარკვიოთ რა კავშირი აქვს ერთმანეთთან ვანსა და საჩინოს.

ძველი ანტიკური ხანის ქართული ნაქალაქარი დაახლოებით 200 მეტრი სიმაღლის სამკუთხა ბორცვზეა განლაგებული და მოიცავს 8,5 ჰექტარ ფართობს. გორაკს ირგვლივ გაბატონებული მდგომარეობა უკავია. აქედან კარგად მოჩანს რიონის დაბლობი, ქალაქი ქუთაისი და შორს სვანეთის მთებიც. აქედან შეიძლებოდა მარჯვედ ედევნებინათ თვალყური ვანზე გამავალი დიდი სავაჭრო გზისათვისაც, რომელიც ინდოეთიდან მოემართებოდა კასპიის ზღვამდე, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლით მდ. ყვირილა რიონით აღწევდა შავ ზღვამდე, დღევანდელ ფოთთან (ძველი ქალაქი ფასისი). აქ არა მარტო სატრანსპორტო გზები იყო, არამედ ისეთიც, როგორიც სამხრეთ საქართველოდან, მესხეთი გურიისაკენ მიემართებოდა. ჩვენი აზრით, სრულიადაც არ არის გასაკვირი, რომ ასეთ მნიშვნელოვან სტრატეგიული დანიშნულების ადგილზე ოქრომრავალი კოლხეთის ხელმწიფეს, მზის ღმერთის ჰელიოსის ძეს, აიეტს თავისი სატახტო, ან სამისნო ქალაქი ჰქონდა, რა მოხდა თუ წყაროებში ქალაქი და ქვეყანა ,,აია კუტაია” მოიხსენიება და არსად ჩანს სახელი ,,საჩინო” და ,,ვანი”, ,,აია-კუტაია” საკუთრივ ქუთაისის სამოქალაქოსაც ნიშნავდა და იმ ქვეყანასაც ანუ ტერიტორიას, სადაც მისი პოლიტიკური უფლება ვრცელდებოდა (ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედ. ტ. I თბ. 1955. გვ. 299.).

მაინც საიდან იღებს სათავეს ცნობები ვანის ტერიტორიაზე იშვიათი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების არსებობის შესახებ?

1876 წლის ქართული გაზეთი ,,დროება” წერდა: ,,ისე წვიმა არ მოვა, ახვლედიანების კარებთან თან არ ჩამოიტანოს გორიდან ნიაღვარმა ხან ოქროები, …ხან ბეჭდები, ხან რა და რა ნივთები” ახვლედიანები XVIII საუკუნიდან ლეჩხუმიდან ჩამოსახლებულან და ამ მაღლობზე დასახლებულან. XIX საუკუნის II ნახევარში რამდენიმე ოჯახი იყო, ამიტომ ეძახდნენ ახვლედიანების გორას.

1880 წლის 18 ნოემბერს გამოჩენილმა ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ გიორგი წერეთელმა საარქეოლოგიო ყრილობის მოსასამზადებელი კომიტეტის თბილისში გამართულ სხდომას მოახსენა ვანის არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის აუცილებლობა.

ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა (1879-1897 წწ.-ში) ალექსანდრე სტოიანოვმა, წარმოშობით ბულგარელმა, დიდი ამაგი დასდო ქართული კულტურის პოპულარიზაციას, იგი 1871 წლიდან მოგზაურობდა სვანეთში, აღწერა სვანეთის ყოფა-ცხოვრება, გამოიკვლია სვანური ენა – ხალხური პოეზიის ნიმუშები და გამოსცა წიგნი ,,მოგზაურობა სვანეთში”. ჩვენ ქუთაისის სახელმწიფო ცენტრალურ არქივში მივაკვლიეთ მრავალრიცხოვან მიმოწერას, რომელიც ადასტურებს რომ იგი ერთ-ერთი პირველი დაინტერესდა ვანის საჩინოს სიძველეებით. 1879 წელს სასწავლო ოლქის მზრუნველს აცნობებდა, რომ ,,ქუთაისის მახლობლად სოფელ ვანში, სადაც წვიმის შემდეგ მოსახლეობა ძველ ნივთებს პოულობს, წასული იყო ბავშვებთან ერთად ექსკურსიაზე” მზრუნველს თხოვდა, რომ დაერთო ნება ყოველ შაბათს წაეყვანა მოსწავლეები და მიეცა სამარხების გათხრის უფლება. (ქ ს ც ა ფონდი 94, საქმე 843, გვ. 48, გვ. 198)

მიმოწერიდან ჩანს, რომ ა. სტოიანოვს გამოკვლევა ვანში 1889 წლის 22 მაისს დაუწყია. ეს გათხრები, როგორც პატაკებიდან ვგებულობთ, 6 ივნისამდე გრძელდებოდა და საკმაოდ შედეგიანიც გამოსულა, აქ მოპოვებულმა მასალამ იმდროინდელი პრესისა და საზოგადოების დიდი ყურადგება გამოიწვია (ქ ს ც ა ფონდი 94, საქმე 843, გვ. 203).

სტატიები გამოქვეყნდა იმდროინდელ რუსულ და ქართულ პრესაში, გაზეთ ,,ივერიაში”, ,,ტიფლისკი ნოვოსტში”, "კუტაისკიე ვედომოსტში”, რომლებიც ჩვენ ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მოვიძიეთ. შევჩერდებით ერთ მათგანზე (1889 წ. #24). გაზეთები წერდნენ, რომ არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რომელსაც აწარმოებდა გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე სტოიონოვი სოფ. ვანის მახლობლად, უპოვია ოქროსა და ვერცხლის მონეტები, რომლებიც მისი ვარაუდით 2000 წელზე მეტი ხნით ადრე იყო მოჭრილი, რომ ამ ადგილას ჯერ კიდევ ქრისტეს წინარე ეპოქაში ცხოვრობდნენ ბერძნები, რომლებსაც მოწყობილი ჰქონდათ ოქროს და ვერცხლის სადნობი ქარხანა და ზარაფხანა. სტოიანოვის სურვილი იყო მსოფლიოსათვის ეცნობინებინათ ცივილიზაციის ახალი კერის აღმოჩენა.

ვანში გათხრები ჩაუტარებია ფრანგ მეცნიერს იაკობს, რომელსაც აქ ქრისტიანული ეკლესიის ნანგრევები გაუთხრია და მის იატაკქვეშ აკლდამა უპოვნია, მაგრამ, როდესაც აკლდამა გახსნეს და იქ არაფერი აღმოჩნდა იაკობმაც მიატოვა იქაურობა.

ვანის სიძველეთა შესწავლას დიდი ამაგი დასდო ექვთიმე თაყაიშვილმა. იგი იყო ერთადერთი ქართველი არქეოლოგი, რომელიც რუსეთის იმპერიის არქეოლოგიური კომისიის დავალება-ნებართვით აწარმოებდა გათხრას საქართველოში.

1947 წლიდან აქ გათხრებს აწარმოებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და ქალბატონი ნინო ხოშტარია. ვანს მთელი თავისი მეცნიერული მოღვაწეობა მიუძღვნა ბატონმა ოთარ ლორთქიფანიძემ, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ატარებდა საერთაშორისო სიმპოზიუმებს და მსოფლიოს აწვდიდა ცნობებს კოლხური კულტურის სიძველისა და იშვიათობის შესახებ.

გათხრების შედეგად მოპოვებული მასალების ანალიზით დადგენილია ძველი ქალაქის ისტორიული განვითარების ეტაპები დაწყებული ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნიდან ძვ. წელთაღრიცხვის I საუკუნის ჩათვლით. აღმოჩენილია ძველი ქალაქის კარიბჭე და გალავნის კედლები, საკულტო და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობანი, წარჩინებული ქალისა და მამაკაცის მდიდრული სამარხები – ოქრომჭედლობის უნიკალური ძეგლები, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, კოლხური მეურნეობის მრავალფეროვანი ნიმუშები, შემოტანილი ნაწარმი, რამაც თვალსაჩინო გახადა ძველი კოლხეთის საზოგადოების სოციალური, სამეურნეო და კულტურული ცხოვრების დონე.

აქედან მომზირალს თვალწინ გადაგეშლება ულამაზესი პეიზაჟი, ამიტომაც იყო, რომ პროფესორი ოთარ ლორთქიფანიძე ვანს, ისევე როგორც დელფოს, უძველეს სატაძრო ქალაქად მიიჩნევდა, ძველ ქართულ წარმართულ სალოცავად.

დიდი ზომის ქვევრები, შედარებით მომცრო დერგები, მრგვალი ქოთნები, დოქები, სხვადასხვა სასმისები, ტიპიური კოლხური ჭურჭელი ნათლად მეტყველებს, რომ აქ დაწინაურებული ყოფილა მევენახეობა-მეღვინეობა, ტყუილად კი არ ეძახიან საქართველოს დიონისურ ქვეყანას.

"დიონისე ლხინის ღმერთი (ვინც გვეხატა მარანზე)

კოლხიდაში იზრდებოდა – ღმერთების აგარაკზე,

ბავშვობაში აქ დარბოდა ცხენისწყალთან, რიონთან,

მაშინ, როცა ჩვენს ქუთაისს, კუტაია ჰქვიოდა.

აქ დარბოდა და ტყეებში ალებს აწიოკებდა

აქ მღეროდა ჭურისთავზე ყელმაღალა დოქებთან

და ცეკვავდა პორიზონტი ამ რიტმებზე გაზრდილი

ცეკვავდა და კოლხეთის ტანს ეხვეოდა ვაზივით.

(შოთა ნიშნიანიძე)

ვანის ნაქალაქარი იმაზეც მოწმობს, რომ აქაურებს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონიათ მეზობლებთან. აქ არის ბერძნული კერამიკა. სამარხებში აღმოჩენილია ბრინჯაოს, ვერცხლის და თიხის ჭურჭლები, რომელიც არამარტო დასავლურ, არამედ ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაც იყო შემოსული.

ფრიად საყურადღებოა ლომის თავები. როგორც ჩანს, ლომი დამახასიათებელია ქართული როგორც წინარექრისტიანული, ასევე ქრისტიანული ხანის საკულტო ნაგებობებისათვის. ეს იმასაც ამტკიცებს, რომ ჩვენს უშორეს წინაპრებსაც ჰქონდათ ცოდნა, რომ საქართველო ლომის ზოდიაქოს ნიშნის მატარებელია.

ჩვენს ყურადღებას იპყრობს უზარმაზარი კრამიტის სწორი ფილები, სპეციალური გადაბმის ღარებით, თანამედროვე კრამიტი თითოეულში ალბათ ოთხიც კი გამოიჭრება, ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალა – თიხისა და ჩალა-ბალახის ნაზავის ძლიერ ხანძარს გადარჩენილი მკვრივი ფილები. უზარმაზარი ჭურჭლის დეტალები. ჭურჭელი არწივის კლანჭების გამოსახულებიან სადგარზე მდგარა. მაგრამ ყველაზე მთავარი ამ ჭურჭლის ბრინჯაოს ქანდაკებაა – ფრთოსანი ქალღმერთი ნიკე, ძნელია თვალი მოაცილო მას და ასევე ჭურჭლის სხვა მოსართავ ნაწილებს, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობის ღმერთის – დიონისეს წრის ღვთაებას გამოსახავს. ამ ქანდაკებებმა წელს არაერთი საერთაშორისო გამოფენა მოიარეს და მსოფლიო განაცვიფრეს.

ვანის არქეოლოგიური გათხრებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოქრომჭედლობის ნიმუშებია – ყელსაბამების, დიადემების, კოლხური ოქროს საყურეების, სასაფეთქლეების მსგავსი ნაკეთობა საქაართველოს გარეთ არ გვხვდება და ქ. წ. V საუკუნის მხოლოდ კოლხეთისათვის არის დამახასიათებელი. ისინი ოქრომჭედელთა ფილიგრანული ტექნიკის შესანიშნავ ნიმუშებს წარმოადგენენ და ადასტურებენ, რომ ადგილობრივი წარმომავლობისაა და ოქროს მოპოვების ადგილიც აქვე ახლო-მახლოა. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ აღნიშნულს თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიის პირობებში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება და სათანადო ყურადღებას საჭიროებს მეცნიერთა მხრიდან, რომ ჩვენი ქვეყნის სიუხვის კიდევ ერთი წყარო იქნეს აღმოჩენილი. ეს გახლავთ ჩვენი მოკრძალებული სურვილი მათ მიმართ, ვისაც ამგვარი საქმე ხელეწიფებათ და უფლებაც აქვთ.

ამ ტერიტორიაზე მაღალგანვითარებული სახელმწიფო და სოციალურად ძლიერი დიფერენცირებული კლასობრივი საზოგადოება არსებობდა, ამას ადასტურებს აღმოჩენილი ქალისა და მხედრის მდიდრული სამარხები, აქვეა ბრინჯაოს კაცუნები, მდიდართა გამოსახულებას ოქროს ყელსაბამი აქვს, ღარიბებისას უბრალო რკინის და ეს ერთსა და იმავე პერიოდში, რაც ნათლად მეტყველებს, რომ საზოგადოება კლასებად იყო დიფერენცირებული. აქვეა აღმოჩენილი მხედრის ბეჭედი, რომელზეც დედატოსი იკითხება.

ვანში გათხრილი სამარხები უნიკალურია იმითაც, რომ აქ ჩატანებული ინვენტარი გამოირჩევა რკინის იარაღის არაჩვეულებრივი სიმრავლით. ამ მხრივ მას მსოფლიოში ცნობილი სკვითური სამარხებიც ვერ შეედრება. ბერძენთა სამარხებში იარაღის ჩატანება საკმაოდ იშვიათია, აქედანაც ბათილდება ის მოსაზრება, რომ ეს ადგილი ბერძენთა საცხოვრისი იყო და არსებული ცივილიზაცია არაქართველური მოდგმის ტომებს ეკუთვნოდათ. შავლაკიანი ჭურჭლის აღმოჩენით მტკიცდება, რომ ძვ. წ. IV საუკუნეში კოლხეთს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჰონდა ანტიკურ სამყაროსთან, ათენთან, სინოპთან, რადგან აქ აღმოჩენილი კოლხური ამფორები, სინოპური ამფორების მობაძვითაა დამზადებული. წითელი ფერის მსხლის ფორმის ცალყურა დოქის აღმოჩენა ვანში ადასტურებს, რომ აქ მცხოვრებ ხალხს აღმოსავლეთ საქართველოსთანაც ჰქონია სავაჭრო ურთიერთობა.

მაინც რა არის ოქროს საწმისი? უძველეს ბერძენთა გონებას ასე რომ აღელვებდა და დღესაც კი არ დაკარგულა ინტერესი მისი შეცნობის მიმართ. იგი საიდუმლოებით მოცული "შვიდბეჭდიანი წიგნია” ჯერაც. იაზონმა ოქროს საწმისი მედეას დახმარებით მოიპოვა, მაშასადამე, მედეა სიბრძნეა, გონია, ლოგოსია”.5 აქაც შეიკრა სამკუთხედი ოქროს საწმისი, სიუხვის, უზენაესობის სიმბოლო – მედეა, სიბრძნე და გონი, თავისი წამალთმცოდნეობის საიდუმლოს ცოდნით – იაზონი, ადამიანი ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელსაც უზენაესის დაუფლება უნდა.

ზოგიერთი ბერძენი ავტორის ცნობით, კოლხეთში დაცული ტყავი ნამდვილი ოქროს საწმისი კი არ იყო, არამედ ტყავებზე ნაწერი წიგნი, რომელიც შეიცავდა იმის აღწერას, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ ოქრო ქიმიის საშუალებით. ბიზანტიელი ევსტათი თესალონიკელი (XII ს.) ამბობს, რომ "ოქროს საწმისი” იყო ეტრატებზე აღნუსხული ხერხი ოქროდამწერლობისა, რომლის გამოც, ამბობენ "არგოს” ლაშქრობა მოეწყო”.

ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესოა ერთი რამ, ელინისტური ეპოქიდან მოყოლებული, ანტიკურსა და შემდგომ ბიზანტიურ სამყაროში არსებობდა ძლიერი რწმენა, რომ ოქროს საწმისი ყველა შემთხვევაში განიხილებოდა როგორც არა მარტო ოქროს ბეწვიანი ტყავი, არამედ ცოდნის, სიბრძნის, სიუხვის მატარებელი უზენაესი სიმბოლო და, ამასთან, ისიც, რომ დასავლეთ საქართველოში დამწერლობის ტრადიცია ისევ და ისევ ლეგენდარულ აიამდე ადიოდა. ამიტომაც არის ჩვენთვის ასე მისაღები აკაკი ბაქრაძის მოსაზრება ოქროს საწმისის სიუხვის, სიბრძნის მატარებელი უზენაესი სიმბოლოს შესახებ. თუმც არსებობს სხვა სინამდვილეც, უდიდესი გეოგრაფოსი სტრაბონი წერდა კოლხეთის მდინარეებში ოქროს მოპოვების შესახებ ცხვრის ტყავების მეშვეობით. მწერალ აპიანეს ცნობით: "კავკასიონიდან გამომდინარე მრავალ ნაკადულს უჩინარი ოქროს ქვიშა ჩამოაქვს. ადგილობრივი მცხოვრებლები მდინარეში სქელმატყლიან ცხვრის ტყავებს დებენ და აგროვებენ ქვიშას, რომელიც ამ ტყავებზე რჩება, შეიძლება ამგვარიც იყო აიეტის ოქროს საწმისი”.9 უაღრესად საინტერესოა, რომ ოქროს მოპოვების ბერძენ მწერალთა მიერ ზემოაღწერილი წესი, თითქმის უკანასკნელ დრომდე შემოინახა სვანეთში, რასაც სატელევიზიო გადაცემა "დროებაში” 2005 წელს გასული სიუჟეტიც ადასტურებს.ზემოთ ნახსენებ კირბებზე ქვემოთ გვექნება საუბარი, ფესტოსის დისკოსთან დაკავშირებით.

და მაინც ოქროს საწმისი გაცდა კოლხურ რეალობას და იგი უცხოურ სამყაროშიც ჩვეული ბრწყინვალებით დამკვიდრდა როგორც "დიდი სიმდიდრის” სიმბოლო. ბურგუნდიაში, ავსტრიასა და ესპანეთში არსებობდა უმაღლესი ჯილდო "ოქროს საწმისის” ორდენი.

ჩვენ წარმოვადგენთ 2004-2005-2006 წლებში მოპოვებულ ნიმუშებსაც.

ექსპედიციის დროს ნანახი მასალებიდან, რომელიც მოიცავდა ხარაგაულის, ჭიათურისა და საჩხერის რაიონებს, კერძოდ საირხეს, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ოქროს საყურეებმა, სასაფეთქლეებმა, მძივებმა, რომლებიც ვანში ნაპოვნი ოქროს სამკაულების იდენტურია და ხშირად ვერც გაარჩევ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კოლხეთი მართლაც ოქრომრავალი ყოფილა და აგრეთვე არსებობდა კოლხური ოქრომჭედლობის სკოლა, რომლის ცენტრადაც შეიძლება დღევანდელი ვანი მოვიაზროთ. აქ აღმოჩენილ ნაკეთობათა სიმრავლის გამო და მისი არეალი ლიხსაჭეთა ქედიდან შავიზღვისპირეთამდე ვრცელდებოდა. ამას ადასტურებს ცაიში არქეოლოგიური გათხრებიც, რომლებსაც ქვემოთ შევეხებით.

სოფელ ცაიშის (ზუგდიდის რაიონი) მკვიდრის რევაზ თუფურიას ეზოში აღმოჩენილია კოლხური სამარხი, რომელიც ჩვენს ერამდე III საუკუნით თარიღდება. სამარხში ბევრი უნიკალური ნივთია. პირველი ნივთი – ბრინჯაოს სამაჯური – ცაიშის მკვიდრმა და მისმა ოჯახის წევრებმა ჯერ კიდევ 1997 წელს აღმოაჩინეს, ამის შემდეგ ისინი თავის ნაკვეთში რამდენჯერმე წააწყდნენ მსგავს ნივთებს, რის შემდეგაც ოჯახის უფროსმა ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმს მიმართა.

არქეოლოგებმა საცდელი გათხრები ჩაატარეს და ძლიერ დაინტერესდნენ ნამარხი ადგილებით. სამარხში, 1,6 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს ექვსასამდე საგანი, რომლებიც თარიღდება ჩვ.წ.აღ-მდე III საუკუნით. ესენია: ვერძის ბრინჯაოს სკულპტურები, ცხენზე მჯდარი ქალისა და ბავშვის ქანდაკება, ოქროს სამკაულები, ათასამდე სერდოლიკის, ოპალის, გიშრის, მინისა და ოქროს მძივი, ასევე ბრინჯაოსაგან დამზადებული ცენტრალურ-ამიერკავკასიური ტიპის ქამარი ჭედურობით, რომელზეც სხვადასხვა საყოფაცხოვრებო სცენებია გამოსახული.
მეცნიერთა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კოლხური არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის რევაზ პაპუაშვილის სიტყვებით, ყველა აღმოჩენილი სამკაული ადრეული ანტიკური პერიოდის კოლხური მოოქროვების პროტოტიპია, რაც შეეხება მძივებს, მათი ნაწილი შესაძლებელია სირიიდან და ეგვიპტიდან ყოფილიყო შემოტანილი.
არქეოლოგების შეტყობინებით, სამარხში დაკრძალულია ორასამდე ადამიანი, ამასთან, დამარხვის ხერხი (მხოლოდ ხელისა და ფეხი

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 3472 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 3.2/10
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები