ორშაბათი, 29.04.2024, 22:22
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » ოსი მწერლები.
20:11
ოსი მწერლები.


კოსტა ხეთაგათი – Kosta Khetagkati.


Konstantin (Kosta) Khetagkati (Ossetic: Хетæгкаты Къоста), Kosta Khetagurov, Коста Хетагуров

კოსტა (კონსტანტინე) ლევანის ძე ხეთაგათი (ხეთაგუროვი; ოს. Хетæгкаты Леуаны фырт Къоста) დაიბადა 1859 წლის 3 (15) ოქტომბერს, სოფელ ნარში (ჩრდ. ოსეთი) — საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ოსური ლიტერატურის დამფუძნებელი; პოეტი, განმანათლებელი, მხატვარი, საზოგადო მოღვაწე.

1871-81 წლებში ხეთაგუროვი სწავლობდა სტავროპოლის გიმნაზიაში, შემდეგ კი – პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, თუმცა, უსახსრობის გამო იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა და ოსეთში დაბრუნებულიყო, სადაც შეუდგა შემოქმედებით მოღვაწეობას. ანტიცარისტული ქმედებებისთვის პოეტი ორჯერ იყო გადასახლებული. 1903 წელს კოსტა მძიმედ დაავადდა და შეწყვიტა შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. გარდაიცვალა 1906 წლის 19 მარტს (ყუბანის ოლქი).

პოეტი რუსულსა და ოსურ ენებზე წერდა ლექსებს, მოთხრობებს, პიესებსა და სტატიებს. ბეჭდვითი ორგანოს არარსებობის გამო მისი ნაწარმოებები ხალხში ზეპირად ვრცელდებოდა. რუსულ ენაზე დაწერილი მისი თხზულებები იბეჭდებოდა გაზეთებში "სევერნი კავკაზი”, რომლის ფაქტობრივი რედაქტორიც თავად გახლდათ და "კაზბეკ”-ში.

1899 წელს გამოსცა ლექსების კრებული „ოსური ლირა" (ოს. «Ирон фæндыр»), რომელშიც პირველად გამოქვეყნდა ლექსები ბავშვებისთვის ოსურ ენაზე. მიუხედავად იმისა, რომ პირველი სრულტანიანი პოეტური ნაწარმოები ოსურ ენაზე ალექსანდრე კუბალოვმა გამოსცა 1897 წელს («Афхардты Хасана»), ხეთახუროვის წვლილი ოსურ ლიტერატურაში და გავლენა მის მომდევნო განვითარებაზე გაცილებით დიდია.

კოსტა ხეთაგუროვს ეკუთვნის პოემები: "ყუბადი”, "მწყემსად”, "ფატიმა” და სხვა. მან დაამკვიდრა ოსურ ლიტერატურაში რეალიზმის პრინციპები. მისი შემოქმედების ძირითადი თვისებაა ნოვატორობა.

კოსტა ხეთაგუროვი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართველ ხალხთან. ის პირადად იცნობდა ა. ყაზბეგს, მ. ყიფიანს, დ. არაყიშვილს, ი. იმედაშვილსა და სხვებს. ხეთაგუროვი სწავლობდა ქართულ ენას და განსაკუთრებულად უყვარდა ქართული ხალხური მუსიკა.

კოსტას ფერწერული ტილოები რამდენჯერმე იყო გამოფენილი ვლადიკავკაზსა და სხვა ქალაქებში. ქართული პრესის განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია მის მიერ შექმნილმა წმინდა ნინოს პორტრეტმა. ხეთაგუროვის თხზულებები თარგმნილია ქართულსა და მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1216 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები