სამშაბათი, 30.04.2024, 00:13
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 14 » მედეა ჩახავა – Medea Chakhava.
20:33
მედეა ჩახავა – Medea Chakhava.

.

მედეა ჩახავა – Medea Chakhava

მედეა ვასილის ასული ჩახავა დაიბადა 1921 წლის 15 მაის, სოფ. სერგიეთში (ახლანდელი მარტვილის რაიონი).
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასში. არის ლირიკულ-კომედიური მსახიობი.
მ. ჩახავას მიერ შექმნილი როლები თეატრში: ჯენევრა (ჯ. გოუსა და ა. დიუსოს ”ღრმა ფესვები”), ნადია (მ. გორკის ”მტრები”), გაიანე (ი. მოსაშვილის ”ჩაძირული ქვები”, მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), ამირანტა (ჯ. ფლეჩერის ”ესპანელი მღვდელი”), ფეფელა (გ. სუნდუკიანის ”პეპო”), ოფელია, მარგარიტა (უ. შექსპირის ”ჰამლეტი”, ”რიჩარდ III), ზაბლონა (ნ. დუმბაძის და გ. ლორთქიფანიძის ”მე, ბებია, ილიკო და ილარიონი) და სხვა. მ. ჩახავას განსახიერებული აქვს კინოროლები: ცქრიალა (”ჭრიჭინა”), თამრო (”გლახის ნაამბობი”), ნინო (”ნინო”), მელანო (”ბაში-აჩუკი”). მონაწილეობდა კინოსერიალში ”ძილის წინ”.
1960 წელს მიენიჭა საქართველოს სახალო არტისტის წოდება. 1963 წელს იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1966 წელს _ სკკპ XXIII ყრილობის დელეგატი. 2002 წელს გადაეცა საერთაშორისო ასოციაციის ”საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” ”ღიმილის პრიზი”. 1996 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
2002 წელს მიენიჭა თბილისი საპატიო მოქალაქის წოდება. 2006 წელს კი რუსთველის თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
მედეა ჩახავა გარდაიცვალა 2009 წლის 7 სექტემბერს.მ

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1100 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები