ორშაბათი, 29.04.2024, 23:07
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 16 » „ინი“ და „იანი“ – სამყაროსთან თქვენი ჰარმონიის ჩინური გზა.
20:14
„ინი“ და „იანი“ – სამყაროსთან თქვენი ჰარმონიის ჩინური გზა.

ჩინური  მედიცინა სათავეს იღებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე საუკუნეებში და, სულ ცოტა, 2500 წლისაა. ყველაზე ცნობილი სამედიცინო ტრაქტატი „ხუანდი ნეი ცზინ" – ყვითელი წინაპრის მედიცინის კანონები – ჩვენს წელთაღრიცხვამდე შეიქმნა და 18 წიგნისგან შედგება. პირველი 9 წიგნი ადამიანის ორგანიზმის აღნაგობას, ფუნქციებს, დიაგნოსტიკასა და დაავადებათა მკურნალობას ეხება. დანარჩენი 9 ნაწილი კი მკურნალობის ტექნიკას.

ჩინური მსოფლმხედველობის მიხედვით, ადამიანი დაბადებისთანავე სამყაროსთან სრულ ჰარმონიაშია, მერე კი კვების, ძილისა და სხვა რეჟიმების დარღვევის გამო წონასწორობა ირღვევა და ადამიანის ორგანიზმი ავადდება. დარღვევა 16 სინდრომით გამოიხატება, 8 მეტობის სინდრომი – „იანი" და ნაკლებობის სინდრომი – „ინი".

მკურნალობის ტრადიციულ ჩინურ მეთოდებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს „ჩჟენ–ცზიუ" თერაპია– აკუპუნქტურა, რომლის გამოყენების შემთხვევები აღწერილია ჩვ.წ. აღრიცხვამდე შექმნილ სამედიცინო ტრაქტატებში. პირველი ნემსები ქვისგან იყო დამზადებული. ჩვ.წ. აღრიცხვამდე მეორე საუკუნის სამარხში აღმოაჩინეს ოქროს ოთხი ნემსი – ხუთი ვერცხლის, რის მიხედვითაც განისაზღვრა აკუპუნქტურის ასაკი 2000 წელი.

აკუპუნქტურის სახელმძღვანელოში „ჰუანდი ნეი–ცზინი" – „სიცოცხლის ბუნების შესახებ", დაწვრილებით არის აღწერილი, როგორი უნდა იყოს სამკურნალო ნემსი, მისი 9 სახეობა. ასევე მოყვანილია ადამიანის სხეულის ატლასი, 295 სასიცოცხლო წერტილი და ა.შ.
მესამე საუკუნეში შექმნილ ხუან ფუმის აკუპუნქტურ სახელმძღვანელოში კი 649 წერტილია მონიშნული. ევროპაში აკუპუნქტურის შესახებ მე–13 საუკუნეში გახდა ცნობილი. პირველი ევროპული სახელმძღვანელო კი მე–17 საუკუნეში გამოქვეყნდა.

დღეს მსოფლიოში უამრავი საერთაშორისო ცენტრი არსებობს, სადაც აკუპუნქტურის მეთოდებს შეგიძლიათ დაეუფლოთ, შეისწავლოთ ტრადიციული ჩინური მედიცინა, თუმცა სწავლის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და რთულია, რადგან აკუპუნქტურა სასიცოცხლო წერტილზე ზემოქმედებაა, რაც გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული.

საქართველოში ჩინური ნემსებით მკურნალობა XX საუკუნის 60–იანი წლებიდან დაიწყო და დღეს ჩინური მედიცინის რამდენიმე ცენტრი არსებობს. ნემსებით მკურნალობა არა მარტო კლასიკურ აკუპუნქტურას, არამედ ელექტროპუნქტურას, აკვაპუნქტურას, აურიკულურ აკვაპუნქტურას და სხვადასხვა სახეობას მოიცავს.

კლასიკური აკვაპუნქტურა –სხეულში ენერგიათა გადაკვეთის წერტილებზე ზემოქმედებით ადამიანის განკურნებას უწყობს ხელს. ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებში 0.15 – 0,45 მმ დიამეტრის მქონე ნემსი შეჰყავთ, რაც არ იწვევს სისხლდენას, თუმცა ახლავს ჩხვლეტის წერტილში ქავილის შეგრძნება. პროცედურა დიდხანს არ გრძელდება, ნემსები მხოლოდ რამდენიმე წუთს რჩება სხეულში.

ელექტროპუნქტურა – ამ მეთოდის გამოყენებისას სხეულში ნემსის საშუალებით სუსტი ელექტროიმპულსი შეჰყავთ, რომლის ძალა და სიხშირე ავადმყოფობის სახეობას და სირთულეს უკავშირდება.
აურიკულური აკუპუნქტურა ყურის ნიჟარაზე ხორციელდება. ყურის ნიჟარაზე განლაგებულ აქტიურ წერტილებზე ნემსებით ზემოქმედებას თითქმის არ ახლავს გვერდითი მოვლენები. ეფექტურია უამრავი დაავადების დროს – მხედველობის დაქვეითებისას, თავის ტკივილის, ყელ–ყურ–ცხვირის პრობლემების და ა.შ.

აკვაპუნქტურა – ინექციური თერაპიაა. ამ მეთოდს მიმართავენ ძვალსახსროვანი, ხერხემლის დაავადებების, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის მოშლის დროს. სხეულში შეჰყავთ სპეციალური ნივთიერებები ნემსის საშუალებით.
კლასიკური აკუპუნქტურისაგან განსხვავებულია მიკრონემსებით მკურნალობა, რომელიც სხეულზე ხანგრძლივად ზემოქმედებს. სპეციალისტს კლასიკური აკუპუნქტურის სეანსის შემდეგ შეჰყავს სხეულში ნემსები და ზოგჯერ ორი დღე–ღამის განმავლობაშიც ტოვებს, რაც საშუალებას იძლევა, პაციენტმა მკურნალობა სახლშიც განაგრძოს.

კრანიოპუნქტურა – იგივე ცერებრული აკუპუნქტურა, გამოიყენება ნერვული პათოლოგიების, ინსულტის, პარკინსონის, ეპილეფსიის, ენურეზის (უნებლიე შარდვის) დროს. კრანიოპუნქტურა თავის კანზე განლაგებულ განსაკუთრებულ ზონებში მოკრონემსებით მკურნალობაა. ზემოქმედება ხდება არა კონკრეტულ წერტილზე, არამედ მთელ ზონაზე, რაც ადამიანის ტვინის აგებულებას ემთხვევა.
აკუპუნქტურის სეანსების ხანგრძლივობა ნახევარ საათამდე გრძელდება, კურსის ხანგრძლივობა კი – დაახლოებით ერთ თვემდე. ეფექტი დამოკიდებულია ავადმყოფის აგებულებაზე, რაც უფრო ტანსრულია პაციენტი, მკურნალობა მით უფრო დიდხანს გრძელდება. ეფექტი საწყის ეტაპზევე შეიმჩნევა და კურსის დამთავრების შემდეგ დიდხანს მიჰყვება.

აკუპუნქტურამ საუკუნეების განმავლობაში ცვლილებები განიცადა, შეიქმნა ახალი სახეობები, მიმართულებები. ერთ–ერთი მათგანია სკალპ–აკუპუნქტურა იამამოტოს მეთოდით, რომელიც მოიცავს აღმოსავლური და დასავლური მედიცინის ელემენტებს.
YNSA – Yamamoto New Scalp Acupunqture – არის მამოძრავებელი სისტემის, ანატომიური სტრუქტურების პროექცია თავის ქალის არეში წარბის კიდიდან კეფაზე თმიანობის უკანა საზღვრამდე და ამ სტრუქტურების კავშირი შინაგან ორგანოებთან.

სკალპ–აკუპუნქტურის თანახმად, თავის ქალის წინა მხარე „ინ"–სისტემად ითვლება, უკანა – „იან"–სისტემად.
მამოძრავებელი სისტემის გარეგან დაზიანებებს და გრძნობათა სისტემის ორგანოებს მკურნალობენ YNSA–ს ძირითადი წერტილების გამოყენებით. YNSA–ს მოქმედების წერტილებია: თავ–კისრის მოდამო, ხერხემლის კისრის მიდამო, ზემო კიდურები, ხერხემლის გულ–მკერდის ნაწილი, მთლიანად გულ–მკერდი, ხერხემლის წელის მიდამო, ქვემო კიდურები.

შინაგანი ორგანოების სხვადასხვა დაავადებას, გამოწვეულს შინაგანი ორგანოების პათლოგიით, მკურნალობენ იპსილონ წერტილებით. იგი დადებითად მოქმედებს სხვადასხვა ორგანოების დაავადებებზე (გულზე, კუჭზე, ღვიძლზე, ნაღვლის ბუშტზე, ელენთაზე, ფილტვებზე, წვრილ და მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე, თირკმელებზე).

იამამოტო რეკომენდაციას უწევს ნემსების შეყვანას თავის ქალის წინა „ინ" მხარეზე. სკალპ–აკუპუნქტურის ჩატარების დროს გამოიყენება 2–3, მაქსიმუმ, 5 ნემსი, რომელთა დაფიქსირებაც შერჩეული ზონის მოხედვით ხდება. ნემსი კეთდება შუბლიდან თხემის მიმართულებით, ნემსის ტარი განსაზღვრავს ჩხლეტის მტკივნეულობას. თუ ნემსი სწორადაა შეყვანილი, ეფექტი მაშინვე იგრძნობა. მკურნალობის სიხშირე და ხანგრძლივობა დაავადების ხასიათზე და პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მდგომარეობის გაუმჯობესება ხანგრძლივი და მყარია. არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები. მისი გამოყენება მკურნალობის ბიოლოგიურ და სხვა მეთოდებთან შერწყმითაც შეიძლება. ერთი სეანსი 20 წუთი გრძელდება, კურსის ხანგრძლივობა 2 კვირაა და შეიძლება გაგრძელდეს 20 დღემდე.

თუ გადაწყვეტთ, აკუპუნქტურა თქვენი ავადმყოფობის წინააღმდეგ გამოიყენოთ, აუცილებლად გაარკვიეთ, რამდენად პროფესიონალია ექიმი, რომელმაც პროცედურა უნდა ჩაგიტაროთ, რადგან აკუპუნქტურა ძალიან ფაქიზი მეთოდია, მისი შესწავლა სირთულეებს უკავშირდება და გამოყენებისას უარყოფითი შედეგების ალბათობაც არსებობს, თუ ის არაპროფესიონალის მიერ კეთდება. დაუშვებელია აკუპუნქტურის სეანსების ჩატარება სახლის პირობებში.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2002 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები