ორშაბათი, 29.04.2024, 21:06
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 16 » ინდოეთი
20:43
ინდოეთი

მე-16 საუკუნიდან ხდება ინდოეთის დაპყრობა ევროპელი კოლონისტების მიერ. თითქმის 200 წელი იგი ბრიტანეთის კოლონია იყო. 1947 წელს მოხდა სუბკონტინენტის პოსტკოლონიური გაყოფა რელიგიური ნიშნით ინდოეთად და პაკისტანად, რამაც სათავე დაუდო მათ შორის კონფლიქტებსა და ტერიტორიულ დავებს. ინდოეთმა ჯერ დომინიონის სტატუსი მიიღო, ხოლო 1950 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მნიშვნელოვანი რელიგიური, კასტური და ეთნოკულტურული განსხვავებები სხვადასხვა რეგიონებს შორის მუდმივი დაძაბულობის წყაროა.

ექსტრემისტული და სეპარატისტული მოძრაობები დიდ საფრთხეს უქმნიან ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას, საზოგადოებრივ ცხოვრებას, დემოკრატიული ინტიტუტების ფუნქციონირებას. 1948 წელს მოკლულ იქნა ”ბაპუ” - "ერის მამა", მაჰატმა განდი, რომელიც სათავეში ედგა ინდოეთის განმათავისუფლებელ მოძრაობას, 1984 წელს - პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი, 1991 წლის არჩევნების დროს - პარტია ეროვნული კონგრესის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდი. პაკისტანთან ომმა 1971 წელს გამოიწვია ბანგლადეშის წარმოქმნა. ისლამისტი სეპარატისტების გააქტიურების გამო ჯამუსა და კაშმირის შტატში შემოღებული იქნა ცენტრალური ხელისუფლების მმართველობა. 1992 წელს გაჩაღდა ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ინდუისტებმა და მუსულმანებს შორის.

       ლაკშმი სიმდიდრეს და ბედნიერებას წყალობს.                                     ლაკშმი.

ლაკშმი (სანსკ. लक्ष्मी lakṣmī ”ბედნიერების მომტანი”) - ინდუისტური ბედნიერების ქალღმერთი, ღვთაება ვიშნუს მეუღლე და მარადიული თანამგზავრი.

ლაკშმი მფარველ ღმერთს მუდმივად ფეხთით უზის და მას მაშინაც არ შორდება, როცა ვიშნუ თავისი მისიის აღსასრულებლად ქვეყანას ერთ-ერთ ავატარად ევლინება. ლაკშმი მეუღლეს ყოველთვის თან ახლავს: რამასთან იგი სიტაა, კრიშნასთან - რადჰა.

მშვენიერი ქალღმერთი განისვენებს ლოტოსის ყვავილზე და აწეული ხელით ლოცავს თავის თაყვანისმცემლებს, ხოლო უბეში მყოფი ოქროთი სავსე ქოთნიდან მას მონეტები უცვივა.

ლაკშმის ერთგულება და მეუღლის დაუღალავი მსახურება ახლადგათხოვილთათვის მაგალითად მოჰყავთ ინდოეთში, ხოლო მისი უხვად შემკული ტაძრები ყოველთვის სავსეა სიმდიდრის და ბედნიერების მრავალრიცხოვანი მაძიებლებით.


კრიშნა.


კრიშნა (სანსკრ. कृष्ण kṛṣṇa ”შავი”) - ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მერვე ავატარა (განასახიერება). თავის მორწმუნეთათვის იგი ღმერთის უზენაეს ფორმას წარმოადგენს.

კრიშნას ცხოვრება აღწერილია უძველეს ხანაში სანსკრიტზე შექმნილ ბჰაგავატაპურანაში, ხოლო მის მოძღვრებას შეიცავს ინდური ეპოსის მაჰაბჰარატას მეექვსე თავი, რომელიც ცნობილია როგორც ბჰაგავადგიტა.

ინდურ მითოლოგიაში კრიშნა გვევლინება ლამაზ ჭაბუკად. იგი სალამურის ჰანგებით მწყემს ქალიშვილთა გულებს იტაცებს, შემდგომ კი ერთ მათგანს - რადჰას - თავის მარადიულ თანამგზავრად აირჩევს. ბჰაგავატაპურანა მოგვითხრობს კრიშნას ბავშვური ოინების შესახებ - როგორ იპარავს კარაქს და ამტვრევს ქოთნებს, მალავს მდინარეზე მობანავე მწყემს ქალიშვილთა სამოსს და უქმნის მათ ილუზიას, თითქოს იგი თითოეულ მათგანთან ცეკვავს და ა.შ. ასევე გვიყვება მის საგმირო საქმეებსაც: როგორ გადაარჩინა კრიშნამ მშობლიური სოფელი გველეშაპისგან, რომლის თავებზეც იგი ცეკვავდა, იხსნა დაუსრულებელი წვიმისაგან, რისთვისაც მან მთა გოვარდჰანა ცალი თითით აწია და სოფელს ქოლგასავით გადაახურა. ბჰაგავატაპურანას ლეგენდები ინდოელი ხალხის კლასიკური ცეკვის, ფოლკლორის, ფერწერის, ხუროთმოძღვრების და ლიტერატურის დაუსრულებელ სიუჟეტურ წყაროდ იქცა.

მწყემსი კრიშნა თავის მეგობარ პრინც არჯუნას კურუკშეტრას დიდი ბრძოლის წინ ფილოსოფიურ დიალოგს უმართავს და არიგებს. ბჰაგავადგიტას ამ დიალოგში იხსნება ინდუიზმის მსოფლმხედველობრივი პრინციპები, სახელდობრ სულის არსებობა და უკდავება, მისი კავშირი ”ზესულთან” (ღმერთთან), განიხილება ბუნების კანონზომიერება, მისგან გათავისუფლების და ღმერთთან დაბრუნების გზა.

ვინაიდან კრიშნა მფარველი ღვთაება ვიშნუს ავატარაა , იგი მსოფლიოს უზენაესი მფარველი და დამრიგებელია. ბჰაგავადგიტადან ქვემოთმოყვანილი ციტატა კრიშნას, როგორც უზენაესის, ნოუმენალურ არსს გადმოცემს ლაკონურად:" მე ვარ მარადიული სული, მსოფლიოს განმგებელი.

ბუნება მე მემორჩილება. მე ვევლინები მსოფლიოს,
როცა იგი ქაოსში იძირება და მასში კანონზომიერება ირღვევა.
კეთილთა გადასარჩენად და ბოროტთა დასასჯელად
საუკუნიდან საუკუნეში ვიბადები ამქვეყნად.


       რამა.


რამა (სანსკრ. राम rāma ”შავი”, ”მუქი” ან ”მომხიბლელი”) - ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მეშვიდე ავატარა (განასახიერება).

ინდური ეპოსი რამაიანა მოგვითხრობს რამას ცხოვრებისა და მის საგმირო საქმეთა შესახებ: მშობლების მიერ მის დიდად ნანატრ დაბადებას (როგორც ვიშნუს ავატარა), დიად მასწავლებლებთან სწავლასა და საომარ საქმეებში დახელოვნებას, მის პაექრობას პრინცესა სიტას ცოლად მოგებისთვის, შემდგომ მის გაძევებას სასახლიდან და ტყეში ასკეტურ ცხოვრებას მხოლოდ მეუღლის და ძმის საზოგადოებაში.

შრი-ლანკას ბოროტი მბრძანებელი რავანა იტაცებს სიტას, და რამა ძმასთან და მაიმუნთა მეფე ჰანუმანთან ერთად დიდი ბრძოლის შედეგად იბრუნებს მეუღლეს, გამარჯვებული ბრუნდება სასახლეში და მისთვის განკუთვნილ სამეფო ტახტს იკავებს.

რამას საგმირო საქმეები და სიტას მეუღლეუბრივი ერთგულება დღემდე ინდოელი ხალხისთვის საყოველთაოდ სამაგალითო და მისაბაძია.


ჰანუმანი.


ჰანუმანი (სანსკრ. हनुमान hanumān ”გატეხილი ყბა”) - ინდუისტური ღვთაება რამას ერთგული მეგობარი.

რამაიანა მოგვითხრობს, რომ ქარის ღვთაების და მაიმუნის შთამომავალი ჰანუმანი რამას ეხმარება სიტას რავანასგან დახსნაში: ცეცხლმოკიდებული კუდით იგი ხტება შრი-ლანკას კუნძულზე და რავანას ქალაქში ხანძარს აჩენს.


ჰანუმანის კულტი ძირითადად ვიშნუს (კრიშნას და რამას) თაყვანისცემლებშია გავრცელებული.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1195 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები