ორშაბათი, 29.04.2024, 23:01
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 16 » ინდოეთი.
21:31
ინდოეთი.

თითქმის 6000 მეტრზე გადაშლილი ინდოეთის სანაპირო მსოფლიოს ულამაზეს კურორტებს მოიცავს. შეიძლება ითქვას, რომ თითოეული მათგანი უნიკალურია და დამსვენებლებს რაღაც განსხვავებულს, მისეულსა და არაჩვეულებრივს სთავაზობს. ინდოეთის სანაპირო არის ის საკურორტო ზონა, სადაც თითქმის ყოველთვის შეიძლება რაღაც ახალი აღმოაჩინო და მაქსიმალურად ისიამოვნო გარემოთი.

თუ ჯერ-კიდევ არ აგირჩევიათ კურორტი გეტყვით, რომ ყველაზე პოპულარული და დამსვენებელთა საყვარელი ადგილები გოას შტატში მდებარეობს. ისინი ხალხმრავალი და ხმაურიანია, რაც გამოწვეულია იმით, რომ გოაშია განთავსებული საუკეთესო სასტუმროები და ასევე, იგი წარმოადგენს საზღვაო სპორტის ცენტრს. გოა სასურველია მათთვის, ვისაც სურს აქტიური დასვენება. სანაპიროზე დაწყებული ხმაურიანი და მხიარული საღამოები დისკოთეკებზე გრძელდება და გართობას დასასრული არ უჩანს. შეიძლება ითქვას, რომ გოაში გართობა არ მთავრდება, პირიქით, უფროდაუფრო აქტიურ ფაზაში შედის. განთიადიც კი არ აფრთხობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ მხიარულ ტურისტებს.


ამის ცხოვრების მხრივ არანაკლებ საინტერესოა ბომბეი. დისკოთეკები და ნამდვილი გართობა აქ არა მხოლოდ ახალგაზრდებისა და ადგილობრივების უფლებაა, არამედ მათ შორის ევროპის სახელოვანი ოჯახების ასაკოვან წარმომადგენლებსაც იხილავთ.

ეს ის ადგილია, სადაც ასაკობრივი სხვაობა ქრება და მხოლოდ გართობისთვის ანთებული უბერებელი გულები აწყობენ დღესასწაულს.ანდამანის და ნიკობარის კუნძულთა პლაჟები საუკეთესოა დაივინგის მოყვარულთათვის. აქ ულამაზესი, ძვირფასი სანახაობებით მდიდარი წყალქვეშა სამყაროა. იქ გაკეთებული აღმოჩენები, ალბათ, არასოდეს დაგავიწყდებათ. აქ არც ისე ადვილია მოხვედრა, ველური ბუნების სილამაზით დასატკბობად მარტოობის მოყვარულნი მოდიან, რომელთაც ხიბლავთ სადა და უბრალო დასვენება, ფიქრი და რომანტიკა…..


ინდოეთის სანაპირო არა მხოლოდ ბუნებითა და დისკოთეკებით გამოირჩევა. აქ შემონახულია გრანდიოზული ნაგებობები, რომლებიც სიძველის საიდუმლოებათა მორევში გხვევენ და მომხიბვლელს ხდიან ტურისტების დღეებს. კლიმატი ძალიან რბილი და სასიამოვნოა ევროპელებისთვის. სანაპიროზე ხშირად შეამჩნევთ ადამიანებს, რომლებიც ადგილობრივი, ტრადიციული ნაკეთობებით ვაჭრობენ და სუვენირებსა და იშვიათ ნივთებს სთავაზობენ ტურისტებს. აქვე ხშირად იმართება სხვადასხვანაირი ფესტივალები…….

დასავლეთის პლაჟები კლდოვანი ულამაზესი სანაპიროებით ხიბლავს დამსვენებელს, თუმცა პლაჟები ცოტა საშიში და ძნელად მისადგომია. არა მარტო მისასვლელი, არამედ წყალში კლდოვანი შვერილები და რიფები თავისუფალი ცურაობის საშუალებას არ იძლევა. ადგილებში, სადაც ასეთი საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს დამსვენებელი, დგანან პოლიციელები, რომლებიც ტურისტებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აუწყებენ.

ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთი სანაპიროები ნამდვილი სამოთხეა: სანაპიროები ოქროს ქვიშებით, ლურჯი სივრცითა და პალმების ხეივნებით. აქ ზღვა სულაც არ არის ღრმა-შეგიძლიათ ძალიან შორს შეხვიდეთ და უფრო კარგად დატკბეთ თბილი წყლითა და არაჩვეულებრივი სანაპიროს ცქერით.


ყველაზე მშვიდი წყალი მახარაშტრის სანაპიროზეა, რაც საუკეთესო პირობებს ქმნის წყნარი, ოჯახური დასვენებისათვის.კარნატაკის პლაჟები კი სულ მალე შეიძლება გოას სერიოზულ კონკურენტებად მოგვევლინონ, რადგან მიმდინარეობს სამუშაოები მათი კარგად მოწყობისა და გაშენებისათვის.

თუ თქვენ ორიგინალური დასვენება და განსხვავებული გარემო გჭირდებათ, ანდრა პრადეში ნამდვილად გამოგადგებათ. აქ ბევრი ძველი საპორტო ქალაქია, სადაც თავს იყრის სხვადასხვა კულტების არსებობის დამადასტურებელი ნივთები. შეიძლება ითქვას, რომ ანდრა პრადეშის ტერიტორიაზე მდებარეობს ინდოეთის რამდენიმე საუკეთესო კურორტი.

შტატი კერალა გამორჩეულია სხვა საკურორტო ზონებისგან, რადგან იგი არა მხოლოდ ზღვის სანაპიროებს, არამედ ტბებისა და მდინარეების გასწვრივ გაშენებულ შესანიშნავ დასასვენებელ ადგილებს მოიცავს. ეს ფანტასტიკური ტროპიკული სამყარო ცხოველების მოყვარულებს იზიდავს. ასევე, ნავებით სეირნობის მსურველები ხშირად სტუმრობენ ინდოეთის ამ ნაწილს.ინდოეთის კურორტები და სასტუმროები დაცულია, ამ მხრივ თქვენ პრობლემა არ შეგექმნებათ. პლაჟებზე შესვლა და იქ არსებული მოწყობილობების გამოყენება უფასოა.

ტამილნადის კურორტები საუკეთესო საექსკურსიო ზონის მხრივ, მართლაც გამორჩეული და საინტერესოა. სხვადასხვა დინასტიების სათავეში ყოფნის დროს აგებული შენობები, გრანდიოზული ტაძრები, რომელთა რიცხვი 30 000-ს აღწევს, ამართლებს სახელს, რომელიც დაურქმევიათ და რომელიც ასე ჟღერს: "ტაძრების მიწა”.აქ ტროპიკული კლიმატია. ტემპერატურა ზამთარშიც მაღალია და კარგი სითბოა. პლაჟი მარინა ინდოეთის ყველაზე გრძელი და მსოფლიოში ამ მხრივ მეორე პლაჟია. მარინა ბიჩი გარშემორტყმულია ხილის ბაღებით და ძალიან სასიამოვნოა აქ სეირნობა. ტურისტებს განსაკუთრებით ხიბლავს უზარმაზარი აკვარიუმი, სადაც ეგზოტიკური თევზებია თავმოყრილი.

ნოემბრიდან თებერვლამდე დასვენებისთვის საუკეთესო ადგილია მახაბალიპურამი. ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კურორტია, რადგან თავმოყრილია სიძველეები და ქვის ქანდაკებები. ამ ადგილიდან არც ისე შორსაა ნიანგების ფერმა.ჩენაის შტატის ერთადერთი ხუთვარსკვლავიანი კურორტი კოველონგია, სადაც შესაძლებელია სპორტის ნებისმიერი სახეობით დაკავდეთ. აქ შემორჩენილია ძველი პორტის ნაშთები, რომლებიც აღაფრთოვანებს სიძველეთა მოყვარულებს.


ჩანდიპური ორისას შტატის ყველაზე საუკეთესო კურორტია. ის გამორჩეული და იდუმალია. დღეში ორჯერ სანაპიროს წყალი 5 კმ-ით უკან იხევს და შემდეგ ისევ ბრუნდება. თუ გსურთ ამ სანახაობით დატკბეთ, დაგეგმეთ არდადეგების გატარება ორისას შტატში და ნამდვილად არ ინანებთ. აქ შეგიძლიათ იხილოთ, თუ როგორ იკარგება ზღვა და როგორ ტოვებს სანაპიროზე უამრავ ნიჟარასა და წყლის ბინადარს. შემდეგ უკან ბრუნდება, რომ თავის სიმდიდრეს კვლავ დაეპატრონოს.


ოქტომბრიდან მარტამდე ორისას შტატი საუკეთესო ადგილია დასვენებისთვის. ამ დროს აქ მშვენიერი ამინდებია. ულამაზესია ფრინველების მოფრენის პერიოდი. ეს სილამაზე არასოდეს დაგავიწყდებათ.



ინდოეთი მართლაც საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება დაგეგმოთ ტური შემოდგომაზე. თბილი კლიმატი, სასიამოვნო წყალი და არაჩვეულებრივი სანახაობრივი გარემო მართლაც დაუვიწყარს გახდის თქვენს მოგზაურობას. თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევას და ოქტომბრის ბოლოს დაგეგმავთ ტურს ინდოეთში, აუცილებელია მიმართოთ საქართველოში არსებულ ტურისტულ კომპანიებს. ისინი დაგეხმარებიან მოგზაურობის ორგანიზებაში. ტურისტული კომპანიები უზრუნველყოფენ მგზავრობას, სასტუმროს, ვიზას, დაზღვევას, მოკლედ კველაფერს გააკეთებენ, რომ თქვენ ნაკლები პრობლემები შეგექმნათ.

ტურისტული კომპანია "ენ-ჯი-სი” ტური გთავაზობთ პაკეტს, რომლის შეძენის შემთხვევაში 11 დღეს გაატარებთ ინდოეთში, სამვარსკვლავიან სასტუმროში, მხოლოდ საუზმით იქნებით უზრუნველყოფილი. ეს დაგიჯდებათ, დაახლოებით, 1500 დოლარი, მაგრამ თუ თქვენ სასწრაფო ვიზა გჭირდებათ, თანხის დამატება მოგიწევთ. ასევე, გადაიხდით მგზავრობის ფულს.

კომპანია "მოგზაურთა კლუბი” გთავაზობთ ინდივიდუალურ ტურებს ინდოეთში. მოგზაურობის დასაგეგმად გარკვეული დრო დაგჭირდებათ, რადგან ინდოეთის საკონსულო საქართველოში არ არის და ვიზის გაკეთებას დრო სჭირდება. ამ კომპანიაში ინდოეთის სრული ერთკვირიანი პაკეტი, დაახლოებით, 1500 დოლარი ღირს, რაშიც მგზავრობა, ვიზა, სასტუმრო ერთჯერადი კვებით და დაზღვევა იგულისხმება.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1236 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები