ორშაბათი, 29.04.2024, 22:53
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 16 » ქეთი მელუას ახალი ”სახლი”.
21:56
ქეთი მელუას ახალი ”სახლი”.

მომავალ კვირას ლონდონში ქეთი მელუას ახალი ალბომის, ”სახლის”, რელიზი შედგება. ეს იქნება მომღერლის მეოთხე სტუდიური დისკი, რომელსაც მუსიკის სპეციალისტები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ალბომის სარეკლამო კლიპი ცოტა ხნის წინ ინტერნეტში დადეს... ინტერნეტში ვრცელდება აგრეთვე სინგლი, რომელიც ქეთი მელუამ ახალ ალბომთან ერთად ჩაწერა.

ქეთი მელუას ვებგვერდზე - ასევე ”YouTube”-ზე შეგიძლიათ ნახოთ ამ ალბომის ეგრეთწოდებული ”პრომო ვიდეო ვერსია”, რომელიც, როგორც მივხვდი, ტრეკების თანმიმდევრობის მიხედვითაა აგებული.. სულ 12 ტრეკია - ისე განაწილებული, რომ მსმენელს მრავალფეროვნების შთაბეჭდილება შეექმნას და ამით, გარკვეული თვალსაზრისით, პასუხი გაეცეს ქეთი მელუას იმ ოპონენტებს, რომლებიც ხშირად იმეორებენ: კარგი მომღერალია, ლამაზი ხმა აქვს, მაგრამ მეტისმეტად ერთფეროვანიაო.

სხვათა შორის, ერთფეროვნების გადალახვის მცდელობას ჰგავდა 2009 წელს გამოშვებული ქეთი მელუას ცოცხალი კონცერტის ჩანაწერი, სადაც მომღერლის იმპროვიზაციული ნიჭი უნდა წარმოჩენილიყო...

ახლაც, მელუას ახალი დისკის სარეკლამო-ვიდეო კლიპში, ცდილობენ მაქსიმალურად შეინარჩუნონ სახე, რომელიც ამ მომღერალმა თავისი პირველი ალბომის გამოშვების შემდეგ, ე.ი. 2003 წლიდან, დაამკვიდრა - ხალასი, სუფთა, ოდნავ გულუბრყვილო ახალგაზრდა ქალის სახე... მრავალფეროვნებისთვის მამაკაცების კორდებალეტია შემოყვანილი, თუმცა აქცენტი მაინც თავად ქეთი მელუას ხმის შესაძლებლობებზე კეთდება.

არ არის გამორიცხული, რომ ახალი ალბომის პროდიუსერმა უილიამ ორბიტმა, რომელიც თავის დროზე მადონასთან თანამშრომლობდა, მნიშვნელოვნად შეცვალოს - მელუას იმიჯი თუ არა - პუბლიკის დამოკიდებულება მაინც ამ მომღერლის მიმართ, ე.ი. უარი თქვას ”ხალასი გოგონას” სახის ექსპლუატაციაზე, რაც, ცოტა არ იყოს, შეიმჩნეოდა ქეთი მელუას ახლა უკვე ბოლოსწინა ალბომში ”ფიქჩერს” (2007 წელს გამოვიდა ეს დისკი), და მსმენელს დაანახვოს, რომ მომღერლის შესაძლებლობები ძალიან ფართოა. 

ახლახან დაიგეგმა ქეთი მელუას ახალი ალბომის მხარდასაჭერი კონცერტებიც. საგასტროლო ტურნე ევროპაში 2010 წლის შემოდგომაზე დაიწყება, ე.ი. როცა მსმნელი, ასე ვთქვათ, ”ყურს შეაჩვევს” მელუას ახალ ალბომს. არ არის გამორიცხული, მომღერალმა კონცერტებზე თავისივე სიმღერების რადიკალურ ინტერპრეტაციას მიმართოს... შემოდგომამდე ხომ დიდი დროა იმიჯის შეცვლისთვის... და, თუ გნებავთ, დანგრევისთვის...

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1086 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები