ორშაბათი, 29.04.2024, 21:14
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 16 » ევროკავშირის პრეზიდენტის პოეზია.
22:13
ევროკავშირის პრეზიდენტის პოეზია.

ჰერმან ვან რუმპე, ევროპის კავშირის პრეზიდენტი.


ჰერმან ვან რუმპემ, ევროპის კავშირის პრეზიდენტმა, ხუთშაბათს პოლიტიკა დროებით დაივიწყა და ბრიუსელში ლიტერატურულ შეხვედრაზე მიიწვია საზოგადოება მათთვის თავისი წიგნის, ლექსების კრებულის, წარსადგენად. რუმპე იაპონური ლექსის ფორმას, ჰაიკუს, იყენებს. ფონ რუმპემ დამსწრეთ თავისი შემოქმედება თვითონ გააცნო.

„სამივე ტალღა

ერთად შეცურდა ნავსადგურში.

სამეული შინაა."

ესაა ჰაიკუ. ის ტრადიციული მოკლე ლექსია, სამტაეპიანი და წამიერ შეგრძნებას გამოსახავს. მარცვლების რაოდენობა დადგენილია, მაგრამ მას ბევრი არღვევს. ასევეა ჩვენს თარგმანებშიც. ევროპის კავშირის პრეზიდენტის, ვან რუმპეს, ზემოთ ციტირებული ჰაიკუ, იმ მხრივ, რომ მასში სიმბოლო უნდა იყოს, სავსებით აკმაყოფილებს ამ ერთ პირობას. ლექსი 2009 წელს დაიწერა და მასში ეს სამი ტალღა ევროპის კავშირის სამი წევრი - ბელგია, ესპანეთი და უნგრეთია, მათი ურთიერთთანამშრომლობაა.

62 წლის ვან რუმპე რომ პოეტია, ევროკავშირის პრეზიდენტად მისი არჩევისას სალაპარაკო იყო. მისი პოლიტიკური პროფილი არაა იმდენად გამოკვეთილი. არ იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვით, რომ რუმპეს, როგორც პოეტის, სახე უფრო მკაფიოა, ვიდრე 27 სახელმწიფოსგან შემდგარი ბლოკის თავმჯდომარისა. შემდეგ ლექსში რუმპე შემოდგომის განწყობილებას აღწერს:

„მოსავალი აიღეს.

ხეებში მეტი სინათლე კრთება.

საღამო დგება."
ბოლო ხანებში არაერთი დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა მსოფლიოში. ვინ იცის, იქნებ პოეტ-პოლიტიკოსს ამ ბუნებრივი მოვლენის არაფიზიკურ მხარეზეც აქვს ნაფიქრი:
„მიწა ზანზარებს

და ასამარებს დაუნდობლად.

ის დედამიწა არაა."

ის, რომ პოლიტიკოსი ლექსებს წერს, ჩვენი კოლეგებისთვის, ჟურნალისტებისთვის, გართობის თემა თავიდანვე გახდა, როცა ვან რუმპე აირჩიეს ევროკავშირის თავმჯდომარედ. მას ეს არ ადარდებს და ხუთშაბათს, თავისი ლექსების წარდგენისას, მედია მიიწვია. რამდენად მოჰფენს ეს შუქს ამ უფრო ჩრდილში მოქმედი ადამიანის საქმიანობას, გამოჩნდება. სწორედ კულისებს მიღმა მისმა მოქმედებამ გადაარჩინა ბელგია გახლეჩას, როცა ჩრდილოელ ფლანდრიელებსა და სამხრეთელ ფრანგულენოვან ვალონებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა.

ხუთშაბათს რუმპემ პოეტი და პოლიტიკოსი ერთმანეთს შეადარა. ისევე, როგორც ჰაიკუს მწერალს, თქვა მან, კარგ პოლიტიკოსსაც სჭირდება ნიჭი ზომიერებისა, უშუალობისა და სოციალური სოლიდარობისა: „პოეტი მოქმედებისას თავის თავში უნდა აერთიანებდეს წონასწორობას, უბრალოების მოთხოვნილებას და ჰარმონიას და გრძნობას, რომ დიდის ნაწილია, უთხრა მან წიგნის წარდგენაზე მისულ სტუმრებს.

ევროკავშირის თავმჯდომარის, ჰერმან ვან რუმპეს, იაპონური ჰაიკუს ფორმით შექმნილი ლექსების კრებული მრავალენოვანია. საკუთრივ ისინი ბელგიურ ნიდერლანდურზეა დაწერილი. წიგნს ახლავს ფრანგული, ინგლისური და ლათინური თარგმანები.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1108 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები