სამშაბათი, 30.04.2024, 00:09
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 16 » ”ძველი” და ”ახალი” ქართველები.
22:37
”ძველი” და ”ახალი” ქართველები.

ამ კვირაში ხელისუფლებამ ახალი ჯილდო დააწესა. ეგრეთ წოდებული ”ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი”, რომელიც 8 აპრილს სხვადასხვა პროფესიის 16 ადამიანს - მათ შორის, მწერალ გურამ დოჩანაშვილს, კონსერვატორიის რექტორ მანანა დოიჯაშვილს, ექიმ ფრიდონ თოდუას - გადაეცა... დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი დაესწრო გახსნას ხალხური და კლასიკური მუსიკის ყოველწლიური ფესტივალისა, ”აღდგომიდან ამაღლებამდე”...


კონცერტის დასრულების შემდეგ ”ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი” მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს გადასცა...მანამდე ფილარმონიაში ილია მეორის, ამჯერად როგორც კომპოზიტორის, ნაწარმოები შესრულდა - იანო ალიბეგაშვილმა იმღერა პატრიარქის ”ავე მარია”, თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით. 



საზოგადოებას ამ ნაწარმოების იდეა ილია მეორემ გაანდო ცოტა ხნის წინ, ეროვნული კოსტიუმის ჩვენებაზე, რომელიც საპატრიარქოში გაიმართა. ამ უჩვეულო დეფილეს დასრულების შემდეგ პატრიარქმა აღნიშნა:

”იმდენად მოხიბლული ვარ, რომ ყველას მივანიჭებდი პირველ ადგილს... მე უნდა ვთქვა, რომ ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია სილამაზის გრძნობით. სილამაზის აღქმით.”

ილია მეორეს არ დაუკონკრეტებია, რომელი ხალხი არ არის დაჯილდოებული სილამაზის გრძნობით და სილამაზის აღქმით... არსებითად მისთვის ეს კითხვა არც არავის დაუსვამს. ასეთ ღონისძიებებზე, როგორც წესი, კითხვებს არ სვამენ... და ეს დიდი ხანია არც არავის უკვირს... ეროვნული კოსტიუმის დეფილე სხვა მხრივ იყო საინტერესო: ეკლესიამ ახლა უკვე სულიერებას თუ არა, ”რელიგიურობას” ნამდვილად მოკლებულ ისეთ დარგში შეაღწია, როგორიც მოდაა.. თუმცა, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ამან ”მაღალი ქართულო მოდა” პროვინციალიზმისა და მეშჩანობისგან ვერ იხსნა..

. რა თქმა უნდა, ის, რასაც ”მაღალი მოდა” ჰქვია, ”მასებს” არსად ეკუთვნის, მაგრამ საქართველოში (და, შესაძლებელია, რუსეთში) ”მაღალი მოდის” მესაკუთრეთა კასტა მაინც განსაკუთრებულია - ესაა თავად დიზაინერების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების ”ტრიადა”, ეგრეთ წოდებული ”ცნობადი სახეების” ერთობლიობა, რომელიც თითქმის 90-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა და დღემდე არ თმობს ძალაუფლებას...

ზოგჯერ მათ ”ახალ ქართველებსაც” უწოდებენ, როგორც ჩანს, იმის გამო, რომ ეგრეთ წოდებული ”ოტკუტიურის” შეძენის ფუფუნება მხოლოდ ამ წრეში აქვთ... სხვათა შორის, ტელეკომპანია ”იმედის” იმ გადაცემაში, რომელიც ახლახან დასრულებულ მოდის კვირეულს მიეძღვნა, ეს ცნობადი სახეები სიამოვნებით საუბრობდნენ იმაზე, თუ რა ეცვათ და, რაც მთავარია, რომელი დიზაინერის ტანსაცმელი ეცვათ... ზუსტად ისე, როგორც ”ოსკარის” წითელ ხალიჩაზე... იმდენად ”ზუსტად ისე”, რომ შეიძლება გეფიქრათ, რომ ეკრანზე ”წითელი ხალიჩის” პაროდია თამაშდება. 

მაგრამ ეს არ იყო პაროდია. ქართული ტელევიზიისთვის ეს უკვე ტრადიცია გახდა: მაყურებელი ან უნდა დააშინო, ან უნდა ნერწყვი ადინო - ამ შემთხვევაში, უჩვენო შეძლებული და, თანაც, ”ცნობადი” სახეები და ამ ხალხის ცხოვრების ფასეულობების ტირაჟირებას მიმართო... ყველაფერი ეს თანამედროვე ქართულ კულტურას უაღრესად ორიგინალურ სახეს ანიჭებს - ეკლესიურ-სულიერი და წვრილბურჟუაზიულ-მატერიალისტური მშვენივრად ახერხებენ მიაგნონ საერთო ენას...

ამას ემატება სოციალურობის გრძნობის დეფიციტიც, რაც კულტურის საზღვრებს კიდევ უფრო ავიწროებს. ”ახალი ქართველები” - ის ხალხი, ვინც ცნობადი სახეების გალერეას ქმნის - დიდი ხანია აღარ არიან ”ახლები”... მაგრამ ჯერჯერობით ისევ ეს ხალხი გამოხატავს პოსტსაბჭოთა საქართველოს ელიტას - პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, არტისტები. 

მწერალი და ჟურნალისტი პაატა ქურდაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ საქართველოში ადამიანთა ერთი ჯგუფი მეტისმეტად დიდხანს დარჩა ”ახლის” როლში, უფრო სწორად, ”ახლად გამდიდრებულის”, იმავე ”ნუვორიშის” როლში.

საზოგადოების ინტერესით თუ ვიმსჯელებთ, პრეზენტაცია პაატა ქურდაძის წიგნისა ”ფსიქოდელიური ქრონიკა 2009” კვირის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა. პრეზენტაციამდე პაატას ვკითხეთ, როგორ აისახება სოციალური თანასწორობის იდეა ფრანგულ კულტურასა და ყოფაში. მან ერთი მაგალითი გაიხსენა - ბარჟაზე ცხოვრების მოდა პარიზში: ადამიანები, რომლებიც სიხარბეს ებრძოდნენ, ბარჟაზე გადასახლდნენ და იქვე თავიანთი იაფფასიანი, პატარა პეჟოსთვის იპოვეს ადგილი. 

”პატარა პეჟო”, პაატა ქურდაძის თქმით, ის მანქანაა, რომელსაც არ იკადრებენ ახალი ქართველები... თუნდაც იმიტომ, რომ იერარქიული ცხოვრების სტილი ქართულ კულტურასა და ყოფაში კვლავაც განმსაზღვრელი რჩება... დაუმატეთ ამას სილამაზის აღქმის უნარი, რომლითაც ”დაჯილდოებულია ქართველი”, და მაშინ არტისტული ელიტისთვის ყველაფერი, რაც მიწაზე რჩება და რასაც სხვანაირად შეიძლება ”ცხოვრება” ვუწოდოთ, აღარ იქნება საინტერესო. ამ შემთხვევაში კულტურის ისეთი, ოდენ გამოყენებითი დარგიც კი, როგორიც მოდაა, სულიერების, უანგარობის, ღვთაებრივის მსახური ხდება.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1060 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები