ორშაბათი, 29.04.2024, 22:48
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 16 » საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში მოლაპარაკებებს აწარმოებს.
22:46
საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში მოლაპარაკებებს აწარმოებს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის პარალელურად, ვაშინგტონში მოლაპარაკებებს აწარმოებს. იგი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსა და სენატორ რიჩარდ ლუგარს შეხვდება. სააკაშვილმა უკვე გამართა რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა სენატორებთან, ჰარი რიდსა და მიჩ მაკკონელთან. განხილვის თემა შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა იყო.

საქართველოს პრეზიდენტი სამიტზე სიტყვით უკვე გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ საქართველო გლობალური საფრთხის შემცირებაში აქტიურ მონაწილეობას იღებს.

"პრეზიდენტი ობამა კმაყოფილებას გამოხატავს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის გამართვის შესაძლებლობის გამო და მიესალმება დემოკრატიული რეფორმების მიმართ საქართველოს პრეზიდენტის ერთგულებას. აშშ-ს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას, დამოუკიდებლობას და ავღანეთში შეტანილი წვლილისთვის ქვეყანას მადლობა გადაუხადა", ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაში.

"რუსეთს ცივი ომის რიტორიკა არ დაუსრულებია", განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს საზოგადოებრივი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მონაწილეობს საქართველო ბირთვულ სამიტში, როცა ის ბირთვული სახელმწიფო არ არის, სააკაშვილი პასუხობს, რომ საქართველომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას უნდა შეუშალოს ხელი. ჟურნალისტი აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ ფულად დახმარებასაც ახსენებს და პრეზიდენტს ეკითხება, უკმაყოფილოა თუ არა იმით, რომ ბოლო დახმარება მხოლოდ ჰუმანიტარული იყო და არა - სამხედრო მიზნებისთვის. სააკაშვილის განცხადებით, პარტნიორობა ყოველთვის მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას არ გულისხმობს - "რუსეთის მტკიცება, რომ ჰუმანიტარული დახმარება აშშ-მა ფარად გამოიყენა და ქართული ჯარის გადაიარაღება მოახდინა, ცივი ომის უსარგებლო რიტორიკის ნაწილია. საქართველოს არ შეუძლია, რუსულ სამხედრო ძალასთან გატოლება. შესაბამისად, რუსეთისთვის არც სამხედრო პრობლემის შექმნა ძალგვიძს". ჟურნალისტის კითხვაზე, ვაშინგტონის მცდელობა, დაარეგულიროს ურთიერთობები მოსკოვთან, ასუსტებს თუ არა აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოსადმი, პრეზიდენტი პასუხობს, რომ ეს საკითხი პრეზიდენტ ობამასთან განიხილა.

"რუსეთმა, მრავალი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას ვერ მიაღწია. ამას აშშ არასდროს დაუშვებს. სწორედ ამის დადასტურებაა სამიტში პრეზიდენტ სააკაშვილის მონაწილეობა. ეს არის შტატების მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი მსოფლიოსთვის, მათ შორის - რუსეთისთვის", განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ ვაშინგტონში.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1072 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები