ორშაბათი, 29.04.2024, 22:21
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 17 » რამაზ ჩხიკვაძე – Ramaz Ckhikvadze.
00:26
რამაზ ჩხიკვაძე – Ramaz Ckhikvadze.

რამაზ გრიგოლის ძე ჩხიკვაძე დაიბადა 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში. 1951 წელს დაამთვარა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან მუშაობს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში. მხატვრული სახეების სრულყოფისათვის შესანიშნავად იყენებს თავის.


მდიდარ ვოკალურ მონაცემებს. როლები: ლეანდრო (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი”), ქოსა მრჩეველი (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა”), მექი დანა (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა”), თედო (გ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები”), აკოფა (ა. ცაგარელის "ხანუმა”), კირილე მიმინაშვილი (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი”), შოშია (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა”) და სხვა. ახალი ეტაპია მის შემოქმედებაში რეჟისორ რ. სტურუას დადგმებში მონაწილეობა (ყვარყვარე _ პ. კაკაბაძის "ყვარყვარე”, აზდაკი _ ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე”, რიჩარდ III, მეფე ლირი _ უ. შექსპირის "რიჩარდ III”, "მეფე ლირი”). გადაღებულია კონოფილმებში, მათგან აღსანიშნავია: არქიტექტორი შოთა ("ჭრიჭინა”, 1954), დიანბეგი ("ლონდრე”, 1963), ლუკა ბაბუა ("ნერგები”, 1973, რისთვისაც მიენიჭა მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლისათვის), ვაჭარი ("ვერის უბნის მელოდიები”, 1975), მამაო ოხროხინე ("ნატვრის ხე”, 1978), აბდულა ("შეყვარება ერთი დანახვით”), სტალინი ("გამარჯვება” 2 სერიად) და სხვა.


1972 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1975 წელს _ კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემია რუსთაველის აკადემიურ თეატრში სპექტაკლში "ყვარყვარე” ყვარყვარეს როლის შესრულებისათვის, 1979 წელს _ სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია, 1981 წელს _ სსრკ სახალხო არტისტის წოდება, ამავე წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია რუსთაველის თეატრში რიჩარდის როლის შესრულებისათვის, სპექტაკლში "რიჩარდ III”, 1988 წელს _ სოციალისტური შრომის გმირის წოდება, 2001 წელს _ პოლიკარპე კაკაბაძის სახელობის პრემია. არის ლენინის ორდენის კავალერი.


დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა 1997 წელს.


          


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1322 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები