ორშაბათი, 29.04.2024, 22:11
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 17 » ნატო მურვანიძე – Nato Murvanidze.
00:31
ნატო მურვანიძე – Nato Murvanidze.

2 თებერვალს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლს "ურიელ აკოსტა” 80 წელი შეუსრულდა!
"ურიელ აკოსტას” კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დადგმებში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. ის თვით კოტე მარჯანიშვილის რეჟისორულ შედევრებშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.


ამ პიესის პირველი დადგმა განხორციელდა 1929 წელს. მას შემდეგ ოთხჯერ განახლდა: ორჯერ ვერიკო ანჯაფარიძემ განაახლა (1962;1972), ორჯერ – სოფიკო ჭიაურელმა (1991; 2006).
სპექტაკლი "ურიელ აკოსტა” ქართულ სცენაზე 80 წელია ცოცხლობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან საუკუნეს გაუძლო. საქართველოში სპექტაკლის სიცოცხლის ხანგრძლივობის მეორე მაგალითი ჯერ არ არსებობს.


ამ პიესის სიცოცხლისუნარიანობა განაპირობა არამარტო კოტე მარჯანიშვილის რეჟისორულმა გადაწყვეტამ, პეტრე ოცხელის სასცენო მხატვრობამ, უდიდესი მსახიობების მონაწილეობამ, არამედ პიესის კლასიკური თემატიკის აქტუალურობამაც. ეს სპექტაკლი დღესაც ანშლაგით მიმდინარეობს და საკმაოდ მიმზიდველია ყველა თაობისათვის, მათ შორის ახალგაზრდობისთვისაც.
მე მინდა ჩემი აზრი გამოვთქვა, სოფიკო ჭიაურელის მიერ მეორედ აღდგენილი დადგმის შესახებ.
პიესა სულის თავისუფლებაზეა, ორი დიდი რელიგიის-იუდაიზმისა და ქრისტიანობის აზრობრივ-დოგმატურ დაპირისპირებაზე და ამის ფონზე განვითარებულ მარადიული სიყვარულის მსხვერპლად შეწირვაზე.


ურიელ აკოსტა – ნიკა თავაძე, ახალგაზრდა, წარმოშობით პორტუგალელი აზნაურია, რომელსაც შესწევს უნარი ჩამოაყალიბოს თავისი რელიგიური მრწამსი და შეხედულებები, ახლებური კუთხითა და თვალთახედვით დაანახოს იგი რელიგიის მსახურთ – რაბინებს. მისი შეხედულებები დაგმობილი და განწირული აღმოჩნდა ისევე, როგორც თავის ეპოქაში გალილეო გალილეი… ხოლო ნაშრომი – ეშმაკისეულად მიჩნეული, თვით ურიელი წამებულ პილიგრიმად, შეჩვენებულ დევნილად წოდებული. მას ჭეშმარიტი სარწმუნოების უარმყოფელად მიიჩნევენ და ქრისტიანობას დასწამებენ. მისი ღმერთი ამიერიდან შურისძიებაა…


ნიკა თავაძე ურიელ აკოსტას განსახიერებაში თავისებური, ინდივიდუალური შესრულების მანერით ორიგინალურია. მისი პლასტიკა, გამომსახველობითი ხერხები სასიამოვნოდ და შთამბეჭდავად გამოიყურება. კულმინაციურ მომენტებში უდიდესს აფექტებს აღწევს. მისი გმირი ტრაგიზმის განსახიერებაა და თვითმყოფადია. იგი ბოლომდე იხარჯება…


ივდითი – ნატა მურვანიძე ქალური სინაზე და სილამაზეა. მისი პლასტიკა, ხმის ტემბრი გმირის ხასიათის სიმტკიცეზე მეტყველებს. რაოდენ ტრაგიკულია მისი გმირი, მისი ახალგაზრდობა, მისი სიყვარული… ნატა ფანტასტიკურია…


ქართულ სცენაზე ტრაგიკული გმირების განსახიერებაში ნიკა თავაძისა და ნატა მურვანიძის დუეტი ერთ-ერთი საუკეთესოა.


წინაპრების პატივსაცემად სინაგოგის წინამძღოლებსა და რაბინებს იდეებისა და შეხედულებების ახლებური ხედვა და გაგება წარმოუდგენლად მიაჩნიათ, მაგრამ მათ უარყოფაში უარყოფის უარყოფაც იგრძნობა…
სპექტაკლში განსაკუთრებით გამოვყოფდი დავით დვალიშვილს (დე-სილვა). იგი, მისთვის ჩვეული დინჯი არტისტული მანერით, თბილი, მყარი, დამაჯერებელი… ინტონაციით განსაკუთრებულად ალამაზებს სპექტაკლს. წარსულის რეალობას სცენაზე მეტ რეალისტურობას ანიჭებს. თითქოს მკაცრია თავისი მოსწავლის ურიელ აკოსტას რელიგიური შეხედულებების მიმართ, მაგრამ, ამასთანავე – კეთილგანწყობილიც. მისი გმირი სიმპათიას იმსახურებს.


დე-სანტოსი – გივი ჩუგუაშვილი საოცრად ნიჭიერი მსახიობია. როგორც ყოველთვის მისი გმირი მკაცრი, პირდაპირი და მყარია გადაწყვეტილებების მიღებაში.


ბენ-იოხაი – დიმიტრი ტატიშვილი მიუხედავად რეალობაში მისი განსხვავებული პიროვნული თვისებებისა, თავის გმირს ზუსტად მოერგო და თავისი ანტიპოდი განასახიერა. ეს, რა თქმა უნდა მის ნიჭიერებაზე მეტყველებს.
მანასეს (მარლენ ეგუტია) ძალიან უყვარს ერთადერთი ქალიშვილი. ივდითის გრძნობების პატივისცემის მიუხედავად, იგი აკოსტას მაინც უარყოფს და მდიდარ ბენ-იოხაის არჩევს, ბენ-იოხაი ხომ ძველი ტრადიციებისა და რელიგიური მრწამსის მატარებელია. ეგუტიამ შექმნა მშვიდი ებრაელი დიდგვაროვანის კლასიკური სახე.


ნინო დუმბაძემ (ურიელის დედა-ესთერი) წინამორბედ დადგმაში ივდითის სახე შექმნა. ნინო გასაოცარია გარდასახვის უნარითა და არტისტულობით. მან გაცილებით ასაკოვანი ქალბატონი "თავისუფლად” განასახიერა.


ტრაგი-კომიკოსმა მსახიობმა ლეო ანთაძემ (ბენ-აკიბა) მისთვის ჩვეული კომედიური გამომსახველობითი ხერხებით (ხმა, ინტონაცია, მიმიკა, პლასტიკა) "სასაცილო” და ამავდროულად დაუნდობელი და მკაცრი რაბინის სახე შექმნა. მან ტრაგედიაში კომედია გააცოცხლა. ბატონი ლეო ამ სპექტაკლის მშვენებაა.
მასობრივი სცენები, რაბინები, მოცეკვავეები, მესანთლეები და სხვა გმირები მთლიანობაში სპექტაკლს უფრო მიმზიდველსა და შთამბეჭდავს ხდის.


ტრაგედიას მორგებული მუსიკა, კოსტუმებისა და დეკორაციების მხატვრული გადაწყვეტა, ქორეოგრაფიული დადგმები, განათების ეფექტები, დეკორაციების შესაბამისი ცვალებადობა ტრაგედიის სასცენო ღირებულებას უფრო მაღალ დონეზე აყენებს და სპექტაკლს სრულყოფილებას ანიჭებს.


და კიდევ, როგორც კინოში, ასევე თეატრში მეტ-ნაკლებად იდგმებოდა და იდგმება სპექტაკლები, სადაც რეჟისორები კლასიკურ დრამატურგიულ ნაწარმოებებში-პიესებში გარკვეულ მსახიობებს მოიაზრებდნენ (ან სპეციალურად მსახიობისთვის იწერებოდა და იწერება პიესები და სცენარები).
რეჟისორმა კოტე მარჯანიშვiლმა 1929 წელს როცა დადგა კარლ გუცკოვის ,,ურიელ აკოსტა”, ურიელის გმირში უდიდესი მსახიობი უშანგი ჩხეიძე მოიაზრა. ფაქტია, რომ დადგმა ყველაზე წარმატებული იყო ვიდრე შემდგომი დადგმები (პირველი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ვიდრე გამეორებული მეორე, მესამე და ა.შ. ვარიანტები).


"ურიელ აკოსტას” საუკუნეობრივი სტაჟი განაპირობა არამარტო საინტერესო თემატიკამ და საინტერესო დადგმებმა, არამედ დინასტიურმა ტრადიციამ თეატრში და "მონატრებამ” (ვგულისხმობ სპექტაკლში მთავარი გმირის განსახიერების შემდეგ მისეულ რეჟისორულ მცდელობას).


ქართულ სცენაზე პირველმა ივდითმა ვერიკო ანჯაფარიძემ თავის მეორე დადგმა – განახლებაში ივდითის როლზე თავისი ქალიშვილი სოფიკო ჭიაურელი, ხოლო ურიელის როლში კოტე მახარაძე მოიწვია; სოფიკო ჭიაურელმა კი თავის მეორე დადგმა – განახლებაში მეუღლის-კოტე მახარაძის შვილიშვილი ნატა მურვანიძე და მისი მეუღლე ნიკა თავაძე ათამაშა.


საინტერესოა გაგრძელდება თუ არა ეს ტრადიცია ქართულ თეატრში და რა მომავალი მოელის კარლ გუცკოვის "ურიელ აკოსტას”.


ურიელ აკოსტა" კარლ გუცკოვი, ურიელი - ნიკა თავაძე, ივდითი - ნატა მურვანიძე.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1576 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები