ორშაბათი, 29.04.2024, 21:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 28 » გადაუღებელი წვიმების გამო, კახეთის რეგიონში კვლავ პრობლემებია.
21:48
გადაუღებელი წვიმების გამო, კახეთის რეგიონში კვლავ პრობლემებია.

28.04.2010


გადაუღებელმა წვიმამ ყველაზე მეტად ყვარლის რაიონის სოფელი გავაზი დააზარალა. სანიაღვრე არხებიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა თხუთმეტამდე ოჯახი დატბორა. დახოცილია შინაური ფრინველი და მსხვილფეხა პირუტყვი.

განადგურებულია სახნავ-სათესი მიწები. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სახანძრო ბრიგადები. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

მეწყერისა და ალაზანის ადიდების გამო პარალიზებული მოძრაობა აღდგა გომბორი-თბილისის გზატკეცილზე და თბილისი-ლაგოდეხის მაგისტრალზე. მეწყერი ჩამოწვა თელავის რაიონის სოფელ ხოდაშენშიც. დაზიანდა წყლის სათავე ნაგებობა.

300-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშე რჩება. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოდარებას ელოდებიან. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასაგეგმად თელავში მთავრობის გასვლითი სხდომა იწყება.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1069 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები