სამშაბათი, 30.04.2024, 01:18
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 28 » ოშკის ტაძარზე უნიკალური ბარელიეფი ჩამოინგრა.
21:51
ოშკის ტაძარზე უნიკალური ბარელიეფი ჩამოინგრა.


რამდენიმე ქართველმა მეცნიერმა, რომლებიც თურქეთის გეოგრაფიულ ცნობარზე მუშაობდნენ, ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლები - ოშკი, ხახული და იშხანი მოინახულეს.

ექსპედიციის წევრთა განცხადებით, ოშკი, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის აგებამდე ყველაზე დიდი ქართული ქრისტიანული ძეგლი იყო, სავალალო მდგომარეობაშია. დაზიანებული გუმბათიდან წყალი ჩადის, რამაც ფრესკები თითქმის ჩამორეცხა.

ტაძრის სამხრეთ ფასადზე გამოსახული ვედრების ბარელიეფური კომპოზიციიდან თავდაპირველად ჩამოვარდა ღვთისმშობლის ფიგურა, რომელიც 2006 წლამდე ტაძრის კედელზე იყო მიყუდებული, შემდეგ - დაიკარგა; სხვა ფიგურებს, სიმაგრის მისაცემად, შეყუდებული ქონდა ხის მორები. ამჟამად, კომპოზიციას საბჯენი მორები გამოცლილი აქვს; ბარელიეფიდან კი, ჩამოვარდნილია მაცხოვრის ფიგურა, რომელიც შუაზეა გადატეხილი და ისეა დაზიანებული, რომ ფიგურა აღარ იკითხება. აღნიშნული ბარელიეფით ტაძარი აგებისთანავე, მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში შეამკეს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1106 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები