ორშაბათი, 29.04.2024, 22:41
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 28 » გიგი უგულავამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
21:54
გიგი უგულავამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.


"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი გიგი უგულავა დილის 06:00 საათზე გლდანი-ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთ თონეს ესტუმრა, სადაც ხაბაზის ფუნქციები შეასრულა - პურები და ნაზუქები დააცხო; შემდეგ, კინოთეტრ "ამირანში" მივიდა, სადაც სპეცფორმაში გამოწყობილმა ვიტრაჟები დაასუფთავა; მოგვიანებით, ვარკეთილის ბაზრობაზე ყასაბის ფუნქციები იტვირთა - თეთრ ხალათში გამოწყობილმა ხორცი დაჭრა და გაყიდა.

მერობის კანდიდატი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს - სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეხვდება და მათ პრობლემებს მოისმენს. "ასე უფრო შესაძლებელია არსებული პრობლემების დანახვა", განაცხადა უგულავამ.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1036 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები