ორშაბათი, 29.04.2024, 20:37
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 28 » პუტინმა ქართველ ძიუდოისტებს ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა.
21:59
პუტინმა ქართველ ძიუდოისტებს ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა.

რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა ქართველ ძიუდოისტებს ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დილარ ხაბულიანმა განაცხადა.


"ჯოლდოების გადაცემისას პუტინმა საქართველოს ჰიმნი ფეხზე დამდგარმა მოისმინა და შემდეგ გამარჯვება მოგვილოცა”, – განაცხადა ხაბულიანმა.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის გია ნაცვლიშვილის განცხადებით, რუსეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების დამარცხების იმედი ჰქონდა. პუტინი ვენაში საგანგებოდ მათ მხარდასაჭერად ჩავიდა. პრემიერმა თან ნაკრების ფორმაში ჩაცმული 150 ბავშვი და ნაკრების ძველი მწვრთნელიც ჩაიყვანა.


"გუნდები ისე იყო განთესილი, რომ რუსეთის და ჩვენი ნაკრებები ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ რუსი სპორტსმენები მანამდე გამოეთიშნენ ჩემპიონატს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1020 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები