სამშაბათი, 30.04.2024, 00:12
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » აპრილი » 29 » ვის მიჰყვებიან ახალგაზრდა პატარძლები.
01:06
ვის მიჰყვებიან ახალგაზრდა პატარძლები.

უთანასწორო ქორწინებებისადმი, როდესაც მამაკაცი გაცილებით უფროსია თანამგზავრზე, როგორც წესი, საზოგადოებას სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს. მიიჩნევა, რომ ქალს ამ დროს მამაკაცისგან მისი კავშირები და საზოგადოებრივი მდგომარეობა სჭირდება, მამაკაცს კი - მისი ახალგაზრდობა.

ამჯერად რამდენიმე ცნობილ და ბედნიერ წყვილს წარმოგიდგენთ, რომლებიც ჯერჯერობით ამსხვრევენ ამ წარმოდგენას.

სელინ დიონი და რენე ანჯელილი

ასაკში სხვაობა: 27 წელი

გათხოვებამდე: პროვინციელი გოგონა სოფელ შარლემანიდან, რომელიც მომღერლის კარიერაზე ოცნებობდა.

შეხვედრა: საქმიანი შეხვედრა. 12 წლის გოგონა დედასთან ერთად მივიდა 38 წლის პროდიუსერთან მოსმენაზე და მაშინვე შეუყვარდა. 1994 წელს - სელინის ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ, რენე პირველ ცოლს დასცილდა და წყვილმა ნოტრ-დამის ტაძარში დაიწერა ჯვარი.

შვილი: 9 წლის ვაჟი რენე-შარლი.

გათხოვების შემდეგ: მეუღლის წარმატებული განკურნების შემდეგ (1999 წელს ექიმებმა მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს) სელინი სამუშაოს დაუბრუნდა. უკან დარჩა 2008 წლის მსოფლიო ტურნე, წინ არის ლას-ვეგასში დაბრუნება ახალი შოუთი. თუმცა სელინის მთავარი საფიქრალი მომავალი შვილია - მას სურს, საყვარელ მამაკაცს მეორე შვილი აჩუქოს.

მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა-ჯონსი

ასაკში სხვაობა: 25 წელი

გათხოვებამდე: ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც სტივენ სპილბერგმა როლზე დაამტკიცა. ანტონიო ბანდერასის შეყვარებული ფილმში "ზოროს ნიღაბი".


შეხვედრა: "ნიღბის" პრემიერაზე, 1998 წელს დოვილის კინოფესტივალზე. მაიკლი კეტრინის მამაზე სულ რამდენიმე წლით არის უმცროსი, თუმცა კეტრინს ყოველთვის იზიდავდა უფროსი მამაკაცები.


"ერთი ნახვით შემიყვარდა", - იხსენებდა მოგვიანებით ახალგაზრდა მსახიობი. 2000 წლის ახალი წლის ღამეს მაიკლმა საყვარელ ქალს ოფიციალურად სთხოვა ხელი.

შვილები: 9 წლის ვაჟი დილანი და 6 წლის ქალიშვილი კერისი.

გათხოვების შემდეგ: "მას მერე, რაც "ოსკარი" მიიღო ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "ჩიკაგო", კეტრინი არც ისე ხშირად ჩნდება კინოში.

" წარმოშობით პაწაწინა ქალაქიდან ვარ, - აღიარებს მსახიობი, რომელიც ამჟამად მთლიანად ოჯახით არის დაკავებული, - იქ ადამიანები გაცილებით უფრო სერიოზულად ეკიდებიან ოჯახურ ცხოვრებას. მე მჭირდება მზრუნველი მამაკაცი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო.

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მსუქნები და მელოტი მოხუცები მიზიდავენ".

ჰარისონ ფორდი და კალისტა ფლოკჰარტი

ასაკში სხვაობა: 22 წელი

გათხოვებამდე: სერიალ "ელი მაკბილისა" და კომედიის "სიზმარი ზაფხულის ღამეს" ვარსკვლავი.


შეხვედრა: 2002 წელს "ოქროს გლობუსის" ცერემონიაზე. ორჯერ განქორწინებული ჰარისონი მოიხიბლა ახალგაზრდა ლამაზმანით, თუმცა სერიოზული ურთიერთობების დაწყებას არ ჩქარობდა. მხოლოდ შარშან, შეყვარებულთა დღეს სთხოვა საყვარელ ქალს ცოლობა.

შვილი: ნაშვილები ვაჟი ლაიამი

გათხოვების შემდეგ: წელს კალისტას 45 წელი უსრულდება. ეკრანზე 2005 წლის შემდეგ არ გამოჩენილა, თავი მთლიანად ოჯახს მიუძღვნა.

ინტერვიუებში აღიარებს, რომ მხარს უჭერს ქალებს, რომლებიც პლასტიკას იკეთებენ. ალბათ ეშინია, რომ არ დაკარგოს უკვე ხანდაზმული, მაგრამ კვლავაც ძველებური ხიბლის მქონე სექს-სიმბოლო ინდიანა ჯონსი.

ანდრეი კონჩალოვსკი და იულია ვისოცკაია

ასაკში სხვაობა: 36 წელი

გათხოვებამდე: ბელორუსიის ხელოვნების აკადემიის კურსდამთავრებული, საერთო საცხოვრებელში ქირაობდა ოთახს.

შეხვედრა: 1997 წელს სოჭის კინოფესტივალ "კინოტავრზე". დიდმა რეჟისორმა მშვენიერი მსახიობი სასტუმროს ლიფტში ნახა, ვახშამზე კი შესთავაზა, სტამბოლში წაჰყოლოდა. წყვილმა 1998 წელს იქორწინა.

შვილები: 11 წლის ქალიშვილი მაშა და 7 წლის ვაჟი პეტრე.

გათხოვების შემდეგ: მსახიობი (რამდენიმე პრიზი აქვს მიღებული თეატრსა და კინოში შესრულებული როლებისთვის), ტელეწამყვანი, კულინარიული წიგნების ავტორი.

"მე გამიმართლა: ბედმა შემახვედრა ადამიანს, რომელიც არა მხოლოდ პიგმალიონივით დამეხმარა, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში, - აღიარებს იულია, - ის ჩემთვის ყველაფრად იქცა: ქმრად, მასწავლებლად, ძმად, მამად და შვილად". 

დონალდ ტრამპი და


დონალდ ტრამპი და მელანია კნაუსი

ასაკში სხვაობა: 24 წელი

გათხოვებამდე: სლოვენიელი მოდელი, რომელმაც რამდენიმე რეკლამაში გაიბრწყინა.

შეხვედრა: 2004 წელს შეხვდნენ ერთმანეთს ერთ-ერთ წვეულებაზე, 2005 წელს კი იქორწინეს მილიარდერ ტრამპის ერთ-ერთ სასახლეში.

შვილი: 2006 წელს შეეძინათ ვაჟი ბარონ უილიამი - ტრამპისთვის მეხუთე შვილი, მელანიასთვის - პირველი.

გათხოვების შემდეგ: მას მერე, რაც ტრამპთან მისი რომანის შესახებ გახდა ცნობილი, მას მსოფლიოში ცნობილი ჟურნალები იწვევდნენ ფოტოსესიებზე. ხოლო რაც წყვილისადმი ინტერესი შენელდა და შვილიც გაუჩნდათ, მელანია თითქმის არ მუშაობს. შინ ზის შვილთან და ბედნიერია, რომ ასეთი მზრუნველი ქმარი უდგას გვერდით, რომელსაც, სხვათა შორის, შვილიშვილიც თითქმის შვილის ტოლი ჰყავს.

ბერნი ეკლსტოუნი და სლავიკა რადიჩი

ასაკში სხვაობა: 26 წელი

გათხოვებამდე: სლავიკა რადიჩი ყოფილი იუგოსლავიელი მოდელია, რომელიც სხვადასხვა რეკლამაში მონაწილეობდა.

შეხვედრა: "ფორმულა-1"-ის ხელმძღვანელმა, ერთ-ერთმა უმდიდრესმა ბიზნესმენმა ბერნი ეკლსტოუნმა სლავიკა სწორედ რეკლამაში ნახა, მერე კი იტალიის გრან-პრიზე გაიცნო 1982 წელს. 1984 წელს დაქორწინდნენ ჩელსიში.

შვილები: ორი ქალიშვილი ჰყავთ, 19 წლის თამარა და 15 წლის პეტრა.

გათხოვების შემდეგ: სლავიკა და ბერნი სულ ცოტა ხნის წინ განქორწინდნენ. სლავიკამ ბერნარდ ეკლსტოუნის ქონების ნახევარზე გამოაცხადა პრეტენზია. სასამართლომ თუ მის სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება, 1,1 მლრდ დოლარს მიიღებს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1536 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
საიტის მეგობრები